ხელაშვილი იონა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იონა ხელაშვილი

ხელაშვილი იონა, (იოანე) – (XVIII ს. ბოლო — XI X ს. დასაწყისი), მწიგნობარი, მკვლევარი.

იზრდებოდა მეფე ერეკლეს კარზე. სწავლობდა თელავის სემინარიაში. 1800 წ. ბერად აღიკვეცა ქვაბთახევის მონასტერში. იმოგზაურა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში პრაქტიკული და მეცნიერული მიზნით. შემდეგ მოსკოვს გაჰყვა ფარნაოზ ბატონიშვილს. 1809-12 წწ. სწავლობდა პეტერბურგის ალექსანდრე ნეველის აკადემიაში, რომლის დამთავრების შემდეგ აკურთხეს ჯერ დიაკვნად, შემდეგ — მღვდლად. როგორც კარის მოძღვარი სამსახურს უწევდა რუსეთში მცხოვრებ ბატონიშვილებს. იყო პეტერბურგის ქართული სალიტერატურო სკოლის აქტიური წევრი. მას დიდად აფასებდნენ (სახოტბო იამბიკოებითაც ამკობდნენ) თეიმურაზ და მირიან ბატონიშვილები, პეტრე ლარაძე და სოლომონ რაზმაძე. მისი ღვაწლი და განსწავლულობა აღწერა იოანე ბატონიშვილმა თავის ცნობილ „კალმასობაში“. იონა ხელაშვილს, ფრიად მაშვრალ მოღვაწეს, ორმოცზე მეტი დასახელების ნაშრომი ეკუთვნის. მათგან უმთავრესია „ოცდათოთხმეტთა შეკითხვათა წიგნი“ (ძირითადად ფილოსოფიის პრობლემებს შეიცავს, მაგრამ ესთეტიკისა და თეორიულ-ლიტერატურულ საკითხებსაც ეხება), „ღვთისმეტყველება სამნაწილედი“ (განხილულია ეთიკური ნორმები), ბიბლიურ წიგნთა განმარტებანი, ლექსიკონი და „ქადაგებანი“.


თხზულებები

  • „ოცდათოთხმეტი შეკითხვის წიგნი“ (თბილისი, 1967);
  • „იონა ხელაშვილის ეპისტოლარული მემკვიდრეობა“ (თბილისი, 2000).

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები