ქრისტეს შობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ხორციელი შობა იესო ქრისტესი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფილიპო ლიპი, ქრისტეს შობა

ხორციელი შობა იესო ქრისტესი - (7 იანვარი ახ. სტ., 25 დეკემბერი ძვ.სტ.) - ქრისტეს შობის წინ რომის იმპერატორმა ავგუსტომ გამოაცხადა მოსახლეობის ღწერა. ყველა იმ ქალაქში ან სოფელში უნდა წასულიყო, სადაც მისი წინაპრები ცხოვრობდნენ. იოსებიც და ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელიც ორივე დავით მეფის შთამომავალნი იყვნენ და ამიტომ იერუსალიმის ბეთლემში წავიდნენ, სადაც ცხოვრობდა დავით წინასწარმეტყველი.

მართალმა იოსებმა მარიამი შესვა სახედარზე და გაუდგა გზას იერუსალიმის ბეთლემისაკენ.

ბეთლემამდე ვერ მიაღწიეს. სოფლის ახლოს ასტკივდა მუცელი წმ. მარიამს და იოსებმა გამოქვაბულს შეაფარა იგი, რადგანაც სასტუმროებში ადგილი არ აღმოჩნდა მათთვის. ქრისტეს შობის დროს მთელი გამოქვაბული მოიცვა უჩვეულო ნათელმა. როცა იგი გაფერმკრთალდა, გამოჩნდა ყრმა, რომელიც უკვე ძუძუს სწოვდა.

გამოქვაბულს, რომელშიც იშვა ქრისტე, სამეფო მწყემსები საქონლის სადგომად იყენებდნენ ხოლმე და ამიტომ მას გომურადაც მოიხსენიებდნენ. გომურიდან ნახევარი საათის სავალ მანძილზე ყოფილა ძელი, რომლის სიახლოვეს ერთ დროს მამის ფარას მწყემსავდა დავით მეფსალმუნე. ქრისტეს შობისას სწორედ ამ ადგილას იყვნენ მწყემსები და ღამით თავიანთ ფარას დარაჯობდნენ. და აჰა, უფლის ანგელოზი გამოეცხადა მათ და უთხრა: „ნუ გეშინინ, რამეთუ აჰა ესერა გახარებთ თქვენ სიხარულსა დიდსა, რომელი იყოს ყოვლისა ერისა. რამეთუ იშვა დღეს თქუნდა მაცხოვარი, რომელი არის ქრისტე უფალი, ქალაქსა დავითისასა, და ესე იყოს თქუენდა სასწაულად: ჰპოვოთ ყრმაჲ იგი შეხუეული და მწოლიარე ბაგასა“. მეყსეულად გაჩნდა ანგელოზთან ციურ მოლაშქრეთა ჯარიც, რომელნიც ადიდებდნენ ღმერთს და ამბობდნენ: „დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, და ქვეყანასა ზედა მშვიდობაჲ, და კაცთა შორის სათნოებაჲ“. როცა ანგელოზები ზეცად ამაღლდნენ, მწყემსებმა ბეთლემს მიაშურეს და იხილეს მარიამი, იოსები და ყრმა იესო, ბაგაში მწოლიარე.

კაცობრიობის ისტორიაში მაცხოვრის შობა უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, რადგანაც მეორე საუკუნის წმ. ირინეოს ლიონელის მიხედვით, „ღმერთი განკაცდა, რათა ჩვენ ღმერთ ვიქმნეთ“, ხოლო წმ. პავლე მოციქული დაამატებს, რომ ღმერთი დამდაბლდა ადამიანამდე, ანუ ზეცა დაეშვა დედამიწაზე, ადამიანმა ზეცად ასვლა რომ შეძლოს.



წყარო

ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები