ჰეილბრონერი რობერტ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰეილბრონერი რობერტ

ჰეილბრონერი რობერტ - (1916-2005) (Heilbroner Robert) - ამერიკელი ეკონომისტი, ნეოინსტიტუციონალიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელი. საბაზრო ეკონომიკას მიიჩნევს თანამედროვე კაპიტალიზმის განვითარების ახალ სტადიად, რომელიც ემყარება თვისებრივად ახალ ტექნოლოგიებს. მისი აზრით, ეს უკანასკნელი განაპირობებს მთავარ სოციალურ ეკონომიკურ გარდაქმნებს საზოგადოებაში და საფუძვლად უდევს კაპიტალიზმის ტრანსფორმაციას. ჰეილბრონერი საზოგადოების ელიტარულ ნაწილს მიაკუთვნებს მეცნიერულ-ტექნიკურ ინტელიგენციას, აკადემიური წრის წარმომადგენლებს, აგრეთვე სახელმწიფო ადმინისტრაციას, რომლის ზრდას ეკონომიკაში სახელმწიფო სექტორის ზრდა განაპირობებს. მისი ძირითადი ნაშრომებია: „ამერიკული კაპიტალიზმის პრობლემები“ (1966); „კაპიტალიზმსა და სოციალიზმს შორის“ (1970) და ა.შ.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები