ჰერსილია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰერსილია(რომ.) რომულუსის მეუღლე.

როდესაც რომაელებმა მოიტაცეს საბინი ქალები, ჰერსილია, მათი დედოფალი, რომულუსმა მოიყვანა ცოლად. მათ შეეძინათ ქალიშვილი პრიმა და ვაჟი ავილიუსი. რომულუსის ცად აღზევების შემდეგ ჰერსილიაც ცად აღზევდა. რომაელები მას თაყვანს სცემდნენ Hora Quirini-ის სახელით. კვირინუსი მარსის საბინური ეპითეტი იყო და ნიშნავდა „შუბოსანს“. ეს ეპითეტი ეწოდა რომულუსსაც გაღმერთების შემდეგ.

მითოსის სხვა ვერსიის თანახმად, ჰერსილია იყო რომაელი ჰოსტილიუსის მეუღლე და რომის მესამე მეფის, ტულუს ჰოსტილიუსის დიდი ბებია.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები