ჰილასი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰილასი(ბერძნ.) ჰერაკლეს საჭურველთმტვირთველი. დრიოპთა მეფისწული.

როდესაც ჰერაკლემ დრიოპები დაამარცხა, მშვენიერი მეფისწული შეიწყალა და თან გაიყოლა, შემდეგ თავისი აღსაჭურველიც ჩააბარა. ჰილასი თან ახლდა ჰერაკლეს არგონავტების ლაშქრობაში. როდესაც ხომალდმა „არგომ“ მისიის სანაპიროსთან ჩაუშვა ღუზა, ყმაწვილი წყლის მოსატანად წავიდა. წყაროს ნიმფებმა მოჰკრეს თუ არა მას თვალი, ისე მოეწონათ, რომ მოიტაცეს (სხვა ვერსიით, ჰილასი წყაროში ჩავარდა და დაიხრჩო). დიდხანს ელოდა ჰერაკლე საყვარელ ყმაწვილს. ბოლოს დატოვა ხომალდი და მის საძებნელად გაემართა. არგონავტებმა ჰერაკლეს გარეშე განაგრძეს გზა.

ჰილასის სახეს ვხვდებით ვერგილიუსის, ოვიდიუსისა და გოეთეს ქმნილებებში.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები