ჰიმენეოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰიმენეოსი(ბერძნ.) ქორწინების ღმერთი საბერძნეთსა და რომში. აპოლონისა და ერთ-ერთი მუზის (კალიოპეს, ურანიას ან ტერფსიქორეს) ძე. სხვა ვერსიით, ჰიმენეოსი დიონისესა და აფროდიტეს ვაჟიშვილია.

ჰიმენეოსს მუდამ უხმობდნენ საქორწინო ჰიმნებში, რომლებსაც ამ ღვთაების სახელის მიხედვით ჰიმენეები ეწოდებოდათ. მითოსი, რომელიც მოგვითხრობს ჰიმენეოსის შესახებ, ჩანს, საქორწინო ჰიმნის სიუჟეტი იყო: ზღვის ყაჩაღებმა მოიტაცეს ქალწულები, რომლებიც გაათავისუფლა ჰიმენეოსმა, ერთ-ერთ მათგანზე კი იქორწინა კიდეც. სხვა მითოსის თანახმად, ჰიმენეოსი დიდებული მომღერალი და მუსიკოსი ყოფილა. იგი მოულოდნელად გარდაიცვალა თავისი მამის, დიონისეს ქორწილზე. მკურნალ ღვთაებას, ასკლეპიოსს, იგი მკვდრეთით აღუდგენია.

ჰიმენეოსს წარმოსახავდნენ ყმაწვილ კაცად ყვავილწნულებითა და ჩირაღდნებით ხელში. მისი სახელი ხშირად გვხვდება ძველბერძნულ ლირიკულ პოეზიაში.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები