ჰიპნოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰიპნოსი – „ძილი“. (ბერძნ.) ღვთაება, რომელიც ძილს განასახიერებდა. ნიქსის (ღამის) ვაჟი. თანატოსის (სიკვდილის) ძმა.

ჰიპნოსი კეთილგანწყობილი ღვთაება იყო, მშვიდ დასვენებას ჰგვრიდა მოკვდავებსაც და უკვდავებსაც. იგი, ბერძენთა წარმოდგენით, კიმერიელთა ქვეყნად იყო დავანებული. მის სამფლობელოში ვერ აღწევდა მზის მკრთალი სხივიც. იქვე მიედინებოდა მდინარე ლეთე, მეხსიერებას რომ აკარგვინებდა ადამიანებს და რაც მთავავრია, იქ იზრდებოდა მინდვრის ბალახი, რომლისგანაც ქალღმერთი ნიქსი იმ მიძინების წვენს გამოსწურავდა ხოლმე, რომელსაც ქვეყნიერებას აპკურებდა. თავად ჰიპნოსი იდუმალებით მოცულ მღვიმეში შავ სარეცელზე ისვენებდა ზმანებათა გარემოცვაში.

დაუძლეველი ღმერთი იყო ძილის ღვთაება. თავად ზევსიც კი მორჩილებდა მის ნება-სურვილს. თანატოსისგან განსხვავებით, იგი ძლიერ უყვარდა ყველას – ცისიერსაც და მიწიერსაც.

ჰიპნოსს ხელოვანნი წარმოსახავდნენ ფრთაშესხმულ ჭაბუკად, ზოგჯერ კი მიძინებულ ყმაწვილად, რომელიც გადაღლილ ფრთებს ასვენებდა. ჰიპნოსის ატრიბუტები იყო ყაყაჩოს ყვავილი და პატარა რქა. მისი სახელისაგან მომდინარეობს სიტყვა „ჰიპნოსი“.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები