ადგილნაცვალი პირები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Adgilnacvali pirebi.jpg

ადგილნაცვალი პირები - საკუთარი ქვეყნის ფარგლებში, საკუთარი კარ-მიდამოდან ომის, რევოლუციის, შიმშილის ან სტიქიური უბედურების მიზეზით ადგილნაცვალი პირი. (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები)

ომის დროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოწინააღმდეგის მიერ იძულებით გამოდევნილი მოქალაქეები.

მოწინააღმდეგე შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფო ან შიგა და გარე აგრესიული ჯგუფები, რომლებიც სარგებლობენ სხვა სახელმწიფოს დახმარებით.

პირველად ტერმინი „ადგილნაცვალი პირები“ იხმარეს II მსოფლიო ომის დროს ფაშისტური გერმანიის მიერ ოკუპირებული ქვეყნებიდან გამოყვანილი მოქალაქეების მიმართ.

XX საუკუნის 80-იან წლებში ზოგიერთ შემთხვევაში ადგილნაცვალი პირებს მიაკუთვნებენ იმ ადამიანებს, რომლებმაც ნებაყოფლობით დატოვეს თავისი ქვეყნის რომელიმე კუთხე და იძულებული არიან დასახლდნენ მის სხვა ნაწილში. ზოგჯერ მათ უწოდებენ „იძულებით გადასახლებულ პირებს“. (ე. მეძმარიაშვილი)



იხილე აგრეთვე

მიგრანტი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები