ვერძისთავა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ვერძისთავა''' – ვინ მოთვლის, რამდენ საინტერესო, ჯერ კიდევ ამ...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ვერძისთავა''' – ვინ მოთვლის, რამდენ საინტერესო, ჯერ კიდევ ამოუხსნელ საიდუმლოს ინახავს ხვამლის მთა, რომლის მელოტი თხემიდან შეგიძლიათ თვალი მოავლოთ მთელ დასავლეთ [[საქართველო]]ს, ლურჯად მოლივლივე შავი ზღვის უკიდეგანო სივრცეს, ზურმუხტოვან მთებს, ხავერდად დაფენილ რიონისა და ენგურის დაბლობებს... მაგრამ ერთ-ერთი მისი საოცრებათაგანი აქვეა, ხვამლის მთაზე. ეს საოცრება პატარა მდინარეა, სახელად ვრძისთავა, რომლის შესახებაც აქ, ლეჩხუმში, არაერთ გადმოცემას, ზოგჯერ დაუჯერებელ ამბებსაც კი გაიგონებთ. ვერძისთავა კარსტული წარმოშობის მდინარეა. იგი ხან ზედაპირზე მოედინება, ხან კი მღვიმეებში გაუჩინარდება და სადღაც, კლდეების იქით ამოყოფს თავს, ბოლოს დედა რიონს მიერთვის ტვიშის  
+
'''ვერძისთავა''' – ვინ მოთვლის, რამდენ საინტერესო, ჯერ კიდევ ამოუხსნელ საიდუმლოს ინახავს ხვამლის მთა, რომლის მელოტი თხემიდან შეგიძლიათ თვალი მოავლოთ მთელ დასავლეთ [[საქართველო]]ს, ლურჯად მოლივლივე შავი ზღვის უკიდეგანო სივრცეს, ზურმუხტოვან მთებს, ხავერდად დაფენილ [[რიონი]]სა და [[ენგური]]ს დაბლობებს... მაგრამ ერთ-ერთი მისი საოცრებათაგანი აქვეა, ხვამლის მთაზე. ეს საოცრება პატარა [[მდინარე]]ა, სახელად ვერძისთავა, რომლის შესახებაც აქ, [[ლეჩხუმი|ლეჩხუმში]], არაერთ გადმოცემას, ზოგჯერ დაუჯერებელ ამბებსაც კი გაიგონებთ. ვერძისთავა კარსტული წარმოშობის მდინარეა. იგი ხან ზედაპირზე მოედინება, ხან კი მღვიმეებში გაუჩინარდება და სადღაც, კლდეების იქით ამოყოფს თავს, ბოლოს დედა [[რიონი|რიონს]] მიერთვის ტვიშის კლდეკართან და [[ზღაპარი]]ც თითქოს ამით მთავრდება. [[ლეგენდა|ლეგენდები]] კი განაგრძობენ „მოგზაურობას“. ერთ-ერთი ასეთი ლეგენდა სოფელ ლახეფის მონადირეების გამაოგნებელ თავგადასავალს ეძღვნება: ერთხელ ხვამლის მთაში სანადიროდ წასულ ლახეფელებს ხელი მოსცარვიათ. სირცხვილს ისინი გადაურჩენია ერთ უზარმაზარ ვერძს, რომელიც მათ შუა გზაზე მორჩილად წინ გადასდგომია. მონადირეებს ვერძი მოუკლავთ, აუქნიათ, მწვადი აუგიათ და სანაქებო დრო უტარებიათ. მოჭრილი ვერძის თავი ერთ-ერთ მონადირეს იქვე პატარა ტბაში ჩაუგდია. მონადირეები შინისკენ წამოსულან, მაგრამ ხვამლის გამოქვაბულთან რომ მისულან, გაოცებისაგან თმა ლამის ყალყზე დასდგომიათ: ტბაში ჩაგდებული ვერძის თავი მდინარის გამოსავალში წინ დახვედრიათ! ერთ-ერთ მონადირეს ვერძის მოჭრილი თავი ხვამლის მთაზე აუტანია და ისევ ტბაში ჩაუგდია. რამდენიმე ხნის შემდეგ წყალს ვერძის თავი კვლავ ხვამლის გამოქვაბულთან გამოუტანია! მონადირეებს ხვამლის მდინარე სასწაულმოქმედ, წმინდა წყლად მიუჩნევიათ და მისთვის ვერძისთავა უწოდებიათ.  
კლდეკართან და [[ზღაპარი]]ც თითქოს ამით მთავრდება. [[ლეგენდა|ლეგენდები]] კი განაგრძობენ „მოგზაურობას“.. ერთ-ერთი ასეთი ლეგენდა სოფელ ლახეფის მონადირეების გამაოგნებელ თავგადასავალს ეძღვნება.
+
 
+
ერთხელ ხვამლის მთაში სანადიროდ წასულ ლახეფელებს ხელი მოსცარვიათ. სირცხვილს ისინი გადაურჩენია ერთ უზარმაზარ ვერძს, რომელიც მათ შუა გზაზე მორჩილად წინ გადასდგომია. მონადირეებს ვერძი მოუკლავთ, აუქნიათ, მწვადი აუგიათ და სანაქებო დრო უტარებიათ. მოჭრილი ვერძის თავი ერთ-ერთ მონადირეს იქვე პატარა ტბაში ჩაუგდია. მონადირეები შინისკენ წამოსულან, მაგრამ ხვამლის გამოქვაბულთან რომ მისულან, გაოცებისაგან თმა ლამის ყალყზე დასდგომიათ: ტბაში ჩაგდებული ვერძის თავი მდინარის გამოსავალში წინ დახვედრიათ! ერთ-ერთ მონადირეს ვერძის მოჭრილი თავი ხვამლის მთაზე აუტანია და ისევ ტბაში ჩაუგდია. რამდენიმე ხნის შემდეგ წყალს ვერძის თავი კვლავ ხვამლის გამოქვაბულთან გამოუტანია! მონადირეებს ხვამლის მდინარე სასწაულმოქმედ, წმინდა წყლად მიუჩნევიათ და მისთვის ვერძისთავა უწოდებიათ.  
+
  
 
ამ ლამაზ ლეგენდას, სამწუხაროდ, ახსნა ეძებნება. [[ტოპონიმი|ტოპონიმ]] ვერძისთავას ყოჩის მოჭრილ თავთან და მის ტბაში ჩაგდებასთან საერთო არაფერი აქვს. სახელწოდება მომდინარეობს ვეძა [[სიტყვა|სიტყვისაგან]], რომელიც [[ლეჩხუმური დიალექტი|ლეჩხუმურ]], [[რაჭული დიალექტი|რაჭულ]] და ზოგ სხვა [[დიალექტი|დიალექტში]] ვერძას სახით არის დადასტურებული. საყურადღებოა, რომ რაჭა-ლეჩხუმის ყველა ის ადგილი, რომელთაც ვერძა ან ვერძები||ვერძეები.. ეწოდება, მლაშობი ადგილებია და შორიახლოს უეჭველად მლაშე წყალი (ვეძა) გამოედინება. რაჭულ დიალექტში სიტყვა ვერძა აღნიშნავს მჟავე მინერალურ წყალს; ვერძას ძალიან ეტანება საქონელი, აგრეთვე ნადირი. რაჭულ-ლეჩუმური ვერძა ფშავ-ხევსურულ დიალექტებში დაცული  
 
ამ ლამაზ ლეგენდას, სამწუხაროდ, ახსნა ეძებნება. [[ტოპონიმი|ტოპონიმ]] ვერძისთავას ყოჩის მოჭრილ თავთან და მის ტბაში ჩაგდებასთან საერთო არაფერი აქვს. სახელწოდება მომდინარეობს ვეძა [[სიტყვა|სიტყვისაგან]], რომელიც [[ლეჩხუმური დიალექტი|ლეჩხუმურ]], [[რაჭული დიალექტი|რაჭულ]] და ზოგ სხვა [[დიალექტი|დიალექტში]] ვერძას სახით არის დადასტურებული. საყურადღებოა, რომ რაჭა-ლეჩხუმის ყველა ის ადგილი, რომელთაც ვერძა ან ვერძები||ვერძეები.. ეწოდება, მლაშობი ადგილებია და შორიახლოს უეჭველად მლაშე წყალი (ვეძა) გამოედინება. რაჭულ დიალექტში სიტყვა ვერძა აღნიშნავს მჟავე მინერალურ წყალს; ვერძას ძალიან ეტანება საქონელი, აგრეთვე ნადირი. რაჭულ-ლეჩუმური ვერძა ფშავ-ხევსურულ დიალექტებში დაცული  
ხაზი 26: ხაზი 23:
 
[[კატეგორია:საქართველოს მდინარეები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს მდინარეები]]
 
[[კატეგორია:დასავლეთ საქართველოს მდინარეები]]
 
[[კატეგორია:დასავლეთ საქართველოს მდინარეები]]
 +
[[კატეგორია:მდინარეები ლეჩხუმში]]

16:58, 20 აპრილი 2024-ის ვერსია

ვერძისთავა – ვინ მოთვლის, რამდენ საინტერესო, ჯერ კიდევ ამოუხსნელ საიდუმლოს ინახავს ხვამლის მთა, რომლის მელოტი თხემიდან შეგიძლიათ თვალი მოავლოთ მთელ დასავლეთ საქართველოს, ლურჯად მოლივლივე შავი ზღვის უკიდეგანო სივრცეს, ზურმუხტოვან მთებს, ხავერდად დაფენილ რიონისა და ენგურის დაბლობებს... მაგრამ ერთ-ერთი მისი საოცრებათაგანი აქვეა, ხვამლის მთაზე. ეს საოცრება პატარა მდინარეა, სახელად ვერძისთავა, რომლის შესახებაც აქ, ლეჩხუმში, არაერთ გადმოცემას, ზოგჯერ დაუჯერებელ ამბებსაც კი გაიგონებთ. ვერძისთავა კარსტული წარმოშობის მდინარეა. იგი ხან ზედაპირზე მოედინება, ხან კი მღვიმეებში გაუჩინარდება და სადღაც, კლდეების იქით ამოყოფს თავს, ბოლოს დედა რიონს მიერთვის ტვიშის კლდეკართან და ზღაპარიც თითქოს ამით მთავრდება. ლეგენდები კი განაგრძობენ „მოგზაურობას“. ერთ-ერთი ასეთი ლეგენდა სოფელ ლახეფის მონადირეების გამაოგნებელ თავგადასავალს ეძღვნება: ერთხელ ხვამლის მთაში სანადიროდ წასულ ლახეფელებს ხელი მოსცარვიათ. სირცხვილს ისინი გადაურჩენია ერთ უზარმაზარ ვერძს, რომელიც მათ შუა გზაზე მორჩილად წინ გადასდგომია. მონადირეებს ვერძი მოუკლავთ, აუქნიათ, მწვადი აუგიათ და სანაქებო დრო უტარებიათ. მოჭრილი ვერძის თავი ერთ-ერთ მონადირეს იქვე პატარა ტბაში ჩაუგდია. მონადირეები შინისკენ წამოსულან, მაგრამ ხვამლის გამოქვაბულთან რომ მისულან, გაოცებისაგან თმა ლამის ყალყზე დასდგომიათ: ტბაში ჩაგდებული ვერძის თავი მდინარის გამოსავალში წინ დახვედრიათ! ერთ-ერთ მონადირეს ვერძის მოჭრილი თავი ხვამლის მთაზე აუტანია და ისევ ტბაში ჩაუგდია. რამდენიმე ხნის შემდეგ წყალს ვერძის თავი კვლავ ხვამლის გამოქვაბულთან გამოუტანია! მონადირეებს ხვამლის მდინარე სასწაულმოქმედ, წმინდა წყლად მიუჩნევიათ და მისთვის ვერძისთავა უწოდებიათ.

ამ ლამაზ ლეგენდას, სამწუხაროდ, ახსნა ეძებნება. ტოპონიმ ვერძისთავას ყოჩის მოჭრილ თავთან და მის ტბაში ჩაგდებასთან საერთო არაფერი აქვს. სახელწოდება მომდინარეობს ვეძა სიტყვისაგან, რომელიც ლეჩხუმურ, რაჭულ და ზოგ სხვა დიალექტში ვერძას სახით არის დადასტურებული. საყურადღებოა, რომ რაჭა-ლეჩხუმის ყველა ის ადგილი, რომელთაც ვერძა ან ვერძები||ვერძეები.. ეწოდება, მლაშობი ადგილებია და შორიახლოს უეჭველად მლაშე წყალი (ვეძა) გამოედინება. რაჭულ დიალექტში სიტყვა ვერძა აღნიშნავს მჟავე მინერალურ წყალს; ვერძას ძალიან ეტანება საქონელი, აგრეთვე ნადირი. რაჭულ-ლეჩუმური ვერძა ფშავ-ხევსურულ დიალექტებში დაცული მუჯა||მუნჯა და მიტალა სიტყვების სინონიმია. ასე რომ ვერძისთავა ნიშნავს: „ვეძაწყაროებიანი ადგილის ზემოთ“, „ადგილი, საიდანაც სათავეს იღებს მჟავე (მლაშე) მინერალური წყარო“. ჩვენი ეს მოსაზრება, უფრო სარწმუნო რომ გახდეს, მკითხველს აქვე წარმოვუდგენთ ვერძა სიტყვის შემცველ ზოგიერთ ტოპონიმს, რომლებიც რაჭა-ლეჩხუმის ტერიტორიაზე არის დადასტურებული:

ვერძეები ადგილებია უწერაში, ლაგვანთასა და ღარში; გამოდის მჟავე წყლები.

ვერძა, ვერძითავ-ი საძოვარი ადგილი სოფელ ძეგლევში (ონის რ.) „კლდემი გამოდის მჟავე წყალი, ვერძა“ (აგთ. ხიდეშელი). ვერძისთავა||გველეშაპის წყარო (ს. ლახეფა) „მლაშე წყალი“. ვერძიგან-ი სახნავ-სათესი ნაკვეთები სოფ. ურავში (ამბროლაურის რ.) „ახლოს ამოდის მჟავე წყალი“, (განი რაჭულში ადგილს, მიწის ნაკვეთს ეწოდება).

ვერძითავიღელე პატარა ღელეა, გამოდის კლიდან. „ნადირი ეძალება ამ წყალს" (სოფ. წმენდაური, ონის რ.).

ვერძირუ ადგილებია სოფ. ხიდეშლებში (ონის რ.). „აქ ამოდის დიდი რაოდენობით სამკურნალო მჟავე წყლები. ჩვენი წინაპრები ვერძას მჟავე წყალს ეძახდნენ“ (ლავრენტი გლახუას ძე ხიდეშელი, ჩაიწერა მაყვალა ხიდეშელმა).

ამის მიუხედავად ტოპონიმი ვერძისთავა ქართველ ეთნოგრაფთა ერთი ნაწილის მიერ გააზრებულია როგორც ლეჩხუმის ყოფისათვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული რიტუალი. უფრო მეტიც, ვერძის (ყოჩის) თავის წყალში ჩაგდების რიტუალს ანალოგს უძებნიან ლაშხეთის ეთნიკურ ყოფაში. ტოპონიმ „ვერძის თავასთან“ აკავშირებენ, აგრეთვე, იმ ვერძს, რომელიც თითქოს ლამარიას გამოუშვია დევის მიერ აშენებული კლდის თუ კედლის („დავა კოჯ") გასანგრევად და დაგუბებული ენგურის გასაშვებად. ვერძი რქებით დაჯახებია კლდეს, მდინარისათვის გზა მიუცია და ლამარია დახრჩობისაგან გადაურჩენია. ანალოგიური გადმოცემის ანარეკლი ხომ არ არის ლეჩხუმური სახელწოდება „ვერძისთავაცო?" – ვკითხულობთ ერთ-ერთ ეთნოგრაფიულ, თავისთავად ძალზე საინტერესო და ორიგინალურ, გამოკვლევაში.

ჩვენი მკითხველისათვის კი, ვფიქრობთ, უკვე ნათელია, თუ როგორი წარმოშობისაა ტოპონიმი ვერძისთავა: იგი, როგორც ვთქვით, ვერძა||ვეძა სიტყვისაგან არის წარმომდგარი და საკულტო ვერძთან, ან თუნდაც მის თავთან, საერთო არაფერი აქვს.


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები