კავკასიური თეთრყვავილა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Masatiani გვერდი „ყვავილნიორა“ გადაიტანა გვერდზე „კავკასიური თეთრყვავილა“ გადა...)
(მომხმარებელმა Masatiani გვერდი „კავკასიური თეთრყვავილა“ გადაიტანა გვერდზე „მწვადინელა“)

11:45, 8 ნოემბერი 2023-ის ვერსია

კავკასიური თეთრყვავილა - Galanthus caucasicus (Baker) Grosh.

Galanthus caucasicus (Baker) Grosh. – კავკასიური თეთრყვავილა

საქართველოს სხვადასხვა მხარეში სხვადასხვა სახელწოდებითაა ცნობილი (ტყის ნიორა, მთის ნიორა, ყვავილნიორა და მწვადინელა).

ბოლქვოვანი მრავალწლოვანი პოლიკარპული მცენარეა; ღერო ცილინდრულია, ყვავილობისას ფოთლებზე გრძელი; ფოთლები ხაზურია, ლეგა სანთლისებრი ნაფიფქით მოფენილი, დაყვავილების შემდეგ გრძელდება. ყვავილი ერთია, ყვავილსაფარი თეთრია, 6-ად გაყოფილი, მისი ფოთლები სხვადასხვა ზომისაა, გარეთა ფოთლები შიგნითებზე უფრო გრძელია, ფართო ნიჩბისებრი, შიგნითა ფოთლები უკუკვერცხისებრ სოლისებრია, თავამოკვეთილი, ფართო თირკმლისებრი, მწვანე ლაქიანი; ნაყოფი მომრგვალო კოლოფია, მრავალი, მოშავო სფერული თესლით. მიეკუთვნება ზამთარადრე გაზაფხულზე მოყვავილე მცენარეთა რიცხვს. ყვ. II-III, ნყ. IV-V.

გამოირჩევა მაღალი დეკორატიულობით. პერსპექტიულია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ალკალოიდების (გალანტამინი, ლიკორინი) მიღების თვალსაზრისით.

კოლხური წარმოშობის კავკასიის სუბენდემური სახეობაა (კავკასიურ-ჩრდილო-ანატოლიური). კლასიკური ადგილია ამიერკავკასია (Гроссгейм, 1940).

კავკასიური თეთრყვავილას ძირითადი არეალი დაკავშირებულია ცენტრალურ ამიერკავკასიასთან და მოიცავს სამხრეთ-დასავლეთ ამიერკავკასიის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეს (ბაკურიანი). განსაკუთრებით ფართოდ კი თბილისის მიდამოებშია წარმოდგენილი.

საქართველოში გავრცელებულია: აფხაზეთი, იმერეთი, სამხრეთ ოსეთი, ქართლი, (საქ.ფლორა, 1941; საქ. მც.სარკვ., 1969). იზრდება ტყეებში, ბუჩქნარებსა და ტყის პირებში, მთის შუა სარტყელში.

თბილისის მიდამოებში ჩვენ მიერ ჩატარებული მარშრუტული მიზნობრივი გასვლებით შემდეგ პუნქტებშია დაფიქსირებული: საგურამოს ქედის სამხრეთი ფერდობები, დეგრადირებული მუხნარ-ჯაგრცხილნარი, 600-700 მ. ზღ.დ., ზედაზნის მიმართულებით სხვადასხვა ექსპოზიციაში – 700-1200 მ, კოჯორი – 1200-1300 მ, უძო – 1200-1345 მ, საბადური-ცხვარიჭამია, 1000-1150 მ, წოდორეთი-ბევრეთი – 950-1400 მ, სოფ. გალავნის ზედა მიდამოები, 800-900 მ, თეძამის ხეობის მარცხენა და მარჯვენა მხარეს ტყეებში, 800-950 მ, ნორიოში – 950-1250 მ.

კავკასიური თეთრყვავილა თბილისის სხვა პუნქტებთან შედარებით ყველაზე ფართოდაა წარმოდგენილი საგურამოს ქედზე, ზღ.დ. 850 მ-დან 1200 მ სიმაღლემდე, სადაც დომინანტურ დაჯგუფებებს ჰქმნის.

საინტერესოა აღინიშნოს, რომ საგურამოს ნაკრძალის ტერიტორიაზე აშკარადაა გამოხატული მიკროკლიმატის ორი თავისებური ფორმა, სამხრეთ ფერდობისა, რომელიც ნალექების (შედარებით) სიმცირით, ხშირი ქარებითა და ზაფხულში მაღალი ტემპერატურით ხასიათდება, ხოლო ჩრდილო ფერდობები კი პირიქით მეტი ნალექებით, იშვიათი ქარებითა და ზაფხულში შედარებით ნაკლები ტემპერატურით. კლიმატურ ფაქტორთა ეს ხასიათი აპირობებს საგურამოს ქედის სამხრეთი ფერდობის მცენარეული საფარის ქსეროფილურ, ხოლო ჩრდილოეთ ფერდობზე მცენარეული საფარის მეზოფილურობას. კავკასიური თეთრყვავილა, რომელიც ფართო ეკოლოგიური ამპლიტუდით ხასიათდება იზრდება ქედის ორივე მხარეს, თუმცა განსაკუთრებით მრავლად აღინიშნება დასავლეთ-აღმოსავლეთისა და სამხრეთ-დასავლეთის ექსპოზიციებზე, სადაც მაქსიმალურ ზომებს აღწევს და ფართო დაჯგუფებებს ქმნის. კავკასიური თეთრყვავილა ტიპიური მეზოფიტია. იზრდება მთის წინებსა და მთის შუა სარტყლის მდელოებზე, ბუჩქნარებში, ფართოფოთლოვან ტყეებში, ტყის პირებზე, ტყის ფანჯრებში, ბუჩქნარებში, გამეჩხერებულ ტყეებში, მისი გავრცელების ოპტიმუმია ზღ. დ. 850-1200 მ.

მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მიდამოებში კავკასიური თეთრყვავილა ტყის სარტყელში, გაზაფხულზე მნიშვნელოვანი სინუზითაა წარმოდგენილი და ხშირ შემთხვევაში დომინანტურ დაჯგუფებებს და საერთო ასპექტს ჰქმნის ადრე გაზაფხულზე მოყვავილე ბალახოვნებთან ერთად, წინა წლებთან შედარებით ბევრ პოპულაციაში მცენარეთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირებულია, განსაკუთრებით მთის ქვედა სარტყელში, რაც ძლიერი ანთროპოგენური დატვირთვითაა გამოწვეული.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები