გლუვი სვინტრი
(ახალი გვერდი: გლუვი სვინტრი - Gen. Polygonatum Mill. '''Gen. Polygonatum Mill. – გლუვი ს...) |
(→წყარო) |
||
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 14: | ხაზი 14: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
− | * [[თბილისის მიდამოების ფლორის სამკურნალო გეოფიტები]]. | + | * [[თბილისის მიდამოების ფლორის სამკურნალო გეოფიტები]]. |
− | [[კატეგორია: სამკურნალო მცენარეები]] | + | [[კატეგორია: საქართველოს სამკურნალო მცენარეები]] |
[[კატეგორია:ბალახოვანი მცენარეები]] | [[კატეგორია:ბალახოვანი მცენარეები]] | ||
[[კატეგორია: შროშანასებრნი]] | [[კატეგორია: შროშანასებრნი]] | ||
+ | [[კატეგორია: მრავალწლიანი მცენარეები]] |
მიმდინარე ცვლილება 01:55, 26 ნოემბერი 2023 მდგომარეობით
Gen. Polygonatum Mill. – გლუვი სვინტრი
მრავალწლოვანი, მსხვილფესურიანი ბალახოვანი მცენარეა, 30-60 სმ სიმაღლის დაღარული ღეროთი. ფოთოლი ფართო ოვალურია, წაწვეტებული, შიშველი, ქვემოდან ლეგა, მოკლე ყუნწიანი, რომელთა უბეებში დიდი ზომის (1-3) თეთრი ყვავილები სხედან. ნაყოფი სფერული მოშავო-მოლურჯო ფერის კენკრაა, რამდენიმე თესლით. ყვ. V-VI; ნყ. VIII-IX.
კავკასიის ენდემია, გამოირჩევა დეკორატიული და სამკურნალო მნიშვნელობით. კავკასიური სახეობაა. აწერილია ელიზავეტპოლის რაიონიდან. ტიპი ბერლინში. კავკასიაში გავრცელებულია: იმიერკავკასია; ამიერკავკასია: აზერბაიჯანი (Гроссгейм, 1940).
საქართველოში იზრდება: აფხაზეთი, იმერეთი, ქართლი, კახეთი (საქ.მც.სარკვ., 1969).
თბილისის მიდამოებში აღინიშნება შემდეგ პუნქტებში: მართაზის ხეობა, - 800 მ; საგურამოს ქედი – ზედაზენი, 800-1200 მ, ზემო წყნეთი – სამადლო, 900 მ, კოჯრის მიდამოები 900-1300 მ, ნორიო 900-1100 მ, ცხვარიჭამია, 900 მ, გლდანის ზედა ტყეები – 950 მ, ბევრეთი – 1000 მ სიმაღლეზე.
იზრდება უმეტესად წიფლნარ და რცხილნარ ფორმაციებში, ჰუმუსით მდიდარ, ნოტიო ნიადაგებზე, ჩრდილოეთისა და დასავლეთის ექსპოზიციის ფერდობებზე, მთის წინებსა და მთის შუა სარტყელში, ზღ.დ. 600-1300 მ ფარგლებში, ხშირად ქმნის დომინანტურ დაჯგუფებებს. ტიპიური სციოფიტია, მეზოფიტი.