ამირი
(→წყარო) |
(→წყარო) |
||
ხაზი 18: | ხაზი 18: | ||
[[კატეგორია:მითიური გმირები]] | [[კატეგორია:მითიური გმირები]] | ||
[[კატეგორია:ლაკური ეპოსი]] | [[კატეგორია:ლაკური ეპოსი]] | ||
− | |||
[[კატეგორია:ეპოსი]] | [[კატეგორია:ეპოსი]] |
16:47, 4 აპრილი 2018-ის ვერსია
ამირ-ი (ლაკ. Амир) – ლაკური ეპოსის პერსონაჟი, ღმერთთან მებრძოლი გმირი; იბადება მონადირისა და მშობიარეთა და ჩვილთა ანტაგონისტის – ალმას ხათუნის („ალ ფაბი“) – კავშირისაგან. გოლიათური ზომის ამირს ზებუნებრივი ძალ-ღონე აქვს: უზარმაზარ ლოდებს უფსკრულში ყრის, რის გამოც მიწა იძვრის; მთაში სიცივისაგან ლამის გაყინული ქალიშვილებისათვის ღმერთ ზალს სტაცებს ცეცხლს და იწვევს ორთაბრძოლაში; განრისხებული ზალი მას კლდეზე მიაჯაჭვავს; ამირის ცრემლისგან ჯაჭვი ჟანგდება და წვრილდება, მაგრამ მჭედლების მიერ გრდემლზე კვერის დაკვრით იგი კვლავ მსხვილდება. მხოლოდ არწივმა იცის, სად არის გმირი მიჯაჭვული (ამირანი).
ლიტერატურა
Халилов Х. М. Амир // Мифологический словарь. Главный редактор Е. М. Мелетинский. М., 1991.
წყარო
ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“,- თბილისი2017