მანგლისის სიონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 6: ხაზი 6:
 
უნდა აღინიშნოს, რომ მანგლისში [[გუმბათი]] ტაძრის მთლიანი მასის ცენტრიდან დასავლეთით არის გადანაცვლებული, რაც ქართულ ძეგლებზე გუმბათის მოთავსების საუკუნეთა განმავლობაში შემუშავებულ და განმტკიცებულ ტრადიციას რადიკალურად ეწინააღმდეგება (ქართულ ტაძრებში გუმბათი თუ ცენტრში არ არის მოთავსებული, მაშინ, პირიქით აღმოსავლეთითაა გაწეული). [[გუმბათის ყელი]] მძლავრი, ფართო მოჩუქურთმებული კარნიზით და [[კრამიტი]]ს [[კონუსისებრი სახურავი|კონუსისებრი სახურავით]] მთავრდება. კონუსის წვერში ჩამაგრებულ მძლავრ ქვის ბაზისზე აღმართულია დიდი რკინის ჯვარი (ეს ჯვარი XIX საუკუნეში რემონტის დროს გაუკეთეს). აღსანიშნვია გუმბათზე და სამხრეთ კარიბჭის აღმოსავლეთ ნაწილში შემორჩენილი ამოზნექილზურგიანი ნაპირა [[კრამიტი|კრამიტები]], რომელთა შუბლზე ზუსტად გამოყვანილი ლამაზი ტოლმკლავებიანი რელიეფური ჯვრებია გამოსახული. კარიბჭეები გამოირჩევა მდიდრული ორნამენტული შემკულობით. მანგლისის ტაძარზე ჩუქურთმა დიდი თავდაჭერით არის მოხმარებული, ის გამოყენებულია მხოლოდ ამა თუ იმ არქიტექტურული ნაწილის ხაზგასასმელად, და ისიც არა ყველგან. ნაგებობას მოწყვეტილი, მოჩუქურთმებული ქვა ტაძარზე არ არის. ყველა არქიტექტურულ დეტალს თავისი შესაფერისი ზომის ჩუქურთმა აქვს შერჩეული, სიმშვიდე და წონასწორობა ყველგანაა დაცული. მანგლისის ტაძარზე გამოყენებულია რუხი [[ბაზალტი]]ს ქვა. გუმბათზე მოთავსებული ორნამენტები გამოირჩევა ღრმა რელიეფითა და შესრულების მაღალი ოსტატობით.  
 
[[ფაილი:Manglisis sioni 4.JPG|მარცხნივ|150პქ|]]
 
[[ფაილი:Manglisis sioni 4.JPG|მარცხნივ|150პქ|]]
აღმოსავლეთ ფასადზე მხატვრულ სახეს ქმნის კედელში ღრმად შეჭრილი, წყობის შემამსუბუქებელი ორი [[ნიში]], რომელთა შუაშიც [[საკურთხეველი|საკურთხევლის]] საკმაოდ დიდი და მოჩუქურთმებული [[სარკმელი]]ა მოთავსებული. თაღოვანი კარიბჭე დასავლეთ ფასადის მთავარი აქცენტია. მის ორივე მხარეს ამოყვანილია სამმაგ დეკორატიულ ნახევარსვეტზე დაფუძნებული [[თაღი|თაღები]] და შემკულია რამდენიმე სახის ჩუქურთმით. სამხრეთი მხრიდან კარგად ჩანს ყველა მინაშენი და მათ შორის განსხვავებული სიმაღლის დონეები. აქაც აქცენტი გადადის თაღოვან კარიბჭესა და მის დეკორატიულ დეტალებზე, რომელიც დასავლეთის მსგავსია, მაგრამ უფრო მასშტაბური და პომპეზური. სამხრეთ ფასადიდან აღსანიშნავია ორთავიანი არწივის ჰერალდიკური გამოსახულება შესასვლელის მაღლა მდებარე ჯვრის თავზე, რომელსაც ერთ კლანჭში ჯვარი უჭირავს, ხოლო მეორეში - სკიპტრა. ჩრდილოეთი კედელი არ არის დატვირთული მხატვრული დეტალებით, მისი მუდმივად ჩრდილში ყოფნის გამო.
+
აღმოსავლეთ ფასადზე მხატვრულ სახეს ქმნის კედელში ღრმად შეჭრილი, წყობის შემამსუბუქებელი ორი [[ნიში]], რომელთა შუაშიც [[საკურთხეველი|საკურთხევლის]] საკმაოდ დიდი და მოჩუქურთმებული [[სარკმელი]]ა მოთავსებული. თაღოვანი კარიბჭე დასავლეთ ფასადის მთავარი აქცენტია. მის ორივე მხარეს ამოყვანილია სამმაგ დეკორატიულ ნახევარსვეტზე დაფუძნებული [[თაღი|თაღები]] და შემკულია რამდენიმე სახის ჩუქურთმით. სამხრეთი მხრიდან კარგად ჩანს ყველა [[მინაშენი]] და მათ შორის განსხვავებული სიმაღლის დონეები. აქაც აქცენტი გადადის თაღოვან კარიბჭესა და მის დეკორატიულ დეტალებზე, რომელიც დასავლეთის მსგავსია, მაგრამ უფრო მასშტაბური და პომპეზური. სამხრეთ ფასადიდან აღსანიშნავია ორთავიანი არწივის ჰერალდიკური გამოსახულება შესასვლელის მაღლა მდებარე ჯვრის თავზე, რომელსაც ერთ კლანჭში ჯვარი უჭირავს, ხოლო მეორეში - სკიპტრა. ჩრდილოეთი კედელი არ არის დატვირთული მხატვრული დეტალებით, მისი მუდმივად ჩრდილში ყოფნის გამო.
 
[[ფაილი:Manglisis sioni 5.JPG|thumb| სამხრეთი ფასადის ფრაგმენტი]]
 
[[ფაილი:Manglisis sioni 5.JPG|thumb| სამხრეთი ფასადის ფრაგმენტი]]
 
XI საუკუნეში შესრულებული ფრესკული მხატვრობა (ზოგ ადგილას მხატვრობის ორი ფენა შეიმჩნევა) შუა საუკუნეების ქართული ფრესკული მხატვრობის გამორჩეული ძეგლია. ძველი მხატვრობის ნაშთი მხოლოდ გუმბათის სფეროშია შემორჩენილი ქრისტიანული მხატვრობისთვის ტრადიციული ვედრების კომპოზიციის სახით, ხოლო გუმბათის ყელის კომპოზიცია აგებულია ყელის არქიტექტურის გათვალისწინებით – [[ქრისტე]]ს, ღვთისმშობლის, იოანე ნათლისმცემელისა და [[წმინდანები|წმინდანების]] გამოსახულებები მთლიანად ავსებენ ფანჯრებს შორის მოთავსებულ სიბრტყეებს. ტაძრის კედლებზე ძველი ლაპიდარული წარწერებიცაა, რომელთაგან გამოსარჩევია ტაძრის სამხრეთ-დასავლეთი ფასადის სარკმლის თავზე ამოკვეთილი აბოლირას წარწერა, გალავნის აღმოსავლეთ კედელში არსებული მხედრული წარწერა შესასვლელის თავზე და სხვ.
 
მიმდინარე ცვლილება 13:35, 18 აგვისტო 2022 მდგომარეობით

მანგლისის სიონი

მანგლისის სიონი − (ინგლ. Manglisi Sioni Cathedral), ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უძველესი ძეგლი, მანგლისის ღვთისმშობლის სახელობის ქართული მართლმადიდებლური საკათედრო ტაძარი. მდებარეობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისთან.

Manglisis sioni 2.JPG

მანგლისი ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული ცენტრი იყო საქართველოში. იმპერატორ კონსტანტინეს მიერ ქართლში წარმოგზავნილ ეპისკოპოს იოანეს აქ ეკლესია აუგია IV საუკუნეში და მისთვის ბიზანტიიდან საგანგებოდ ჩამოტანილი წმინდა ჯვრის ნაწილი შეუწირავს - „დაუტევნა ფიცარნი იგინი უფლისანი”. ამ ეკლესიას ჩვენამდე არ მოუღწევია. ისტორიკოს ჯუანშერის ცნობით, ვახტანგ გორგასალმა მანგლისის საეპისკოპოსოს დაარსების შემდეგ აქ ახალი, გეგმით ტეტრაკონქის ტიპის ტაძარი ააგო V საუკუნის II ნახევარში. XI საუკუნის I მეოთხედში, გიორგი I-ის მეფობის დროს (1014-1027 წწ.), იგი საფუძვლიანად გადააკეთეს და გააფართოვეს, აღმოსავლეთ აფსიდს ღრმა ბემა გაუკეთეს და საკურთხევლის სივრცე საგრძნობლად გაზარდეს. გალავანს შიგნით ტაძარს სამი მხრიდან სწორი მოედანი ეკვრის, ჩრდილოეთიდან კი – ფერდობი, რომელიც ჩრდილოეთ ფასადიდან ორიოდე მეტრის დაშორებით წყდება. მანგლისის ტაძარი დიდი გუმბათიანი ნაგებობაა, რომელიც დღევანდელი სახით არ წარმოადგენს ერთი რომელიმე ეპოქის მხატვრული შემოქმედების ნაყოფს. ამის გამო ის ძლიერ გართულებულია, როგორც გარედან, ისე შიგნით. ტაძარი გარედან მრავალწახნაგა ფორმისაა, აღმოსავლეთით საგრძნობლად წაგრძელებული ბემისა და საკურთხევლის შვერილი აფსიდის წყალობით. შესასვლელი ორი აქვს – სამხრეთით და დასავლეთით, რომელთა წინ კარიბჭეებია.

Bolnisis sioni 3.JPG

უნდა აღინიშნოს, რომ მანგლისში გუმბათი ტაძრის მთლიანი მასის ცენტრიდან დასავლეთით არის გადანაცვლებული, რაც ქართულ ძეგლებზე გუმბათის მოთავსების საუკუნეთა განმავლობაში შემუშავებულ და განმტკიცებულ ტრადიციას რადიკალურად ეწინააღმდეგება (ქართულ ტაძრებში გუმბათი თუ ცენტრში არ არის მოთავსებული, მაშინ, პირიქით აღმოსავლეთითაა გაწეული). გუმბათის ყელი მძლავრი, ფართო მოჩუქურთმებული კარნიზით და კრამიტის კონუსისებრი სახურავით მთავრდება. კონუსის წვერში ჩამაგრებულ მძლავრ ქვის ბაზისზე აღმართულია დიდი რკინის ჯვარი (ეს ჯვარი XIX საუკუნეში რემონტის დროს გაუკეთეს). აღსანიშნვია გუმბათზე და სამხრეთ კარიბჭის აღმოსავლეთ ნაწილში შემორჩენილი ამოზნექილზურგიანი ნაპირა კრამიტები, რომელთა შუბლზე ზუსტად გამოყვანილი ლამაზი ტოლმკლავებიანი რელიეფური ჯვრებია გამოსახული. კარიბჭეები გამოირჩევა მდიდრული ორნამენტული შემკულობით. მანგლისის ტაძარზე ჩუქურთმა დიდი თავდაჭერით არის მოხმარებული, ის გამოყენებულია მხოლოდ ამა თუ იმ არქიტექტურული ნაწილის ხაზგასასმელად, და ისიც არა ყველგან. ნაგებობას მოწყვეტილი, მოჩუქურთმებული ქვა ტაძარზე არ არის. ყველა არქიტექტურულ დეტალს თავისი შესაფერისი ზომის ჩუქურთმა აქვს შერჩეული, სიმშვიდე და წონასწორობა ყველგანაა დაცული. მანგლისის ტაძარზე გამოყენებულია რუხი ბაზალტის ქვა. გუმბათზე მოთავსებული ორნამენტები გამოირჩევა ღრმა რელიეფითა და შესრულების მაღალი ოსტატობით.

Manglisis sioni 4.JPG

აღმოსავლეთ ფასადზე მხატვრულ სახეს ქმნის კედელში ღრმად შეჭრილი, წყობის შემამსუბუქებელი ორი ნიში, რომელთა შუაშიც საკურთხევლის საკმაოდ დიდი და მოჩუქურთმებული სარკმელია მოთავსებული. თაღოვანი კარიბჭე დასავლეთ ფასადის მთავარი აქცენტია. მის ორივე მხარეს ამოყვანილია სამმაგ დეკორატიულ ნახევარსვეტზე დაფუძნებული თაღები და შემკულია რამდენიმე სახის ჩუქურთმით. სამხრეთი მხრიდან კარგად ჩანს ყველა მინაშენი და მათ შორის განსხვავებული სიმაღლის დონეები. აქაც აქცენტი გადადის თაღოვან კარიბჭესა და მის დეკორატიულ დეტალებზე, რომელიც დასავლეთის მსგავსია, მაგრამ უფრო მასშტაბური და პომპეზური. სამხრეთ ფასადიდან აღსანიშნავია ორთავიანი არწივის ჰერალდიკური გამოსახულება შესასვლელის მაღლა მდებარე ჯვრის თავზე, რომელსაც ერთ კლანჭში ჯვარი უჭირავს, ხოლო მეორეში - სკიპტრა. ჩრდილოეთი კედელი არ არის დატვირთული მხატვრული დეტალებით, მისი მუდმივად ჩრდილში ყოფნის გამო.

სამხრეთი ფასადის ფრაგმენტი

XI საუკუნეში შესრულებული ფრესკული მხატვრობა (ზოგ ადგილას მხატვრობის ორი ფენა შეიმჩნევა) შუა საუკუნეების ქართული ფრესკული მხატვრობის გამორჩეული ძეგლია. ძველი მხატვრობის ნაშთი მხოლოდ გუმბათის სფეროშია შემორჩენილი ქრისტიანული მხატვრობისთვის ტრადიციული ვედრების კომპოზიციის სახით, ხოლო გუმბათის ყელის კომპოზიცია აგებულია ყელის არქიტექტურის გათვალისწინებით – ქრისტეს, ღვთისმშობლის, იოანე ნათლისმცემელისა და წმინდანების გამოსახულებები მთლიანად ავსებენ ფანჯრებს შორის მოთავსებულ სიბრტყეებს. ტაძრის კედლებზე ძველი ლაპიდარული წარწერებიცაა, რომელთაგან გამოსარჩევია ტაძრის სამხრეთ-დასავლეთი ფასადის სარკმლის თავზე ამოკვეთილი აბოლირას წარწერა, გალავნის აღმოსავლეთ კედელში არსებული მხედრული წარწერა შესასვლელის თავზე და სხვ.

ტაძარს სამი მეტრი სიმაღლის არაწესიერი მოყვანილობის გალავანი უვლის გარს. ჩრდილოეთის კედელი უფრო მოკლეა, ვიდრე სამხრეთის, ანალოგიურად – აღმოსავლეთისა და დასავლეთის. დღეს არსებული გალავანი აგებულია 1667 წელს. გალავანს ჩრდილო-აღმოსავლეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ კუთხეებში მრგვალი კოშკები აქვს დატანებული. ეტყობა მეოთხე კოშკი ისე ძლიერ იყო დანგრეული, რომ 1861 წელს, როდესაც გალავნის კედლებისა და კოშკების შეკეთება ჩაატარეს მისი აღდგენა აღარ სცადეს და სრულიად მოშალეს. საინტერესოა გალავნის კედლებში ჩატანებული სათოფურების კონსტრუქცია: ორ-ორი ვიწრო სათოფურის ხვრელი ისეა კედელში გაჭრილი, რომ გარეთ გასვლისას ერთდებიან. ასე ისინი მეტ ფართობს უწევენ კონტროლს. გალავანში ჩაშენებული სამრეკლო XIX საუკუნის 50-იან წლებში ტაძრის რემონტის დროს აუგიათ. იგი ორსართულიანია. თლილი ქვით მოპირკეთებულ მასიურ პირველ სართულში ეზოში შესასვლელი კარიბჭეა გაჭრილი; მის თავზე კი ექვსკუთხა, აგურით ნაგები, ექვს სვეტზე დაყრდნობილი, კონუსურ სახურავიანი, ფანჩატურია (სამრეკლო) მოწყობილი.

ქრისტიანული ტრადიცია მანგლისის სიონს რამდენიმე მნიშვნელოვან სიწმინდეს უკავშირებს, მათ შორის უფლის სამსჭვალსა და წმინდა ჯვრის ნაწილებს. აქვეა დაბრძანებული წმინდა იოანე მანგლელის (სააკაძე) თანმხლები სასწაულთმოქმედი ხატი - მანგლისის ღვთისმშობელი. გადმოცემის თანახმად, სამხრეთ შესასვლელის პირდაპირ მდებარე ქვის ჯვრის ქვეშ ოსმალ დამპყრობთა წინააღმდეგ მებრძოლი ქართველი გმირის თევდორე კველთელის (თევდორე მღვდელი) ნაწილები განისვენებს.

[რედაქტირება] წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები