დოკეტიზმი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
* პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. | * პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. | ||
− | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:რელიგიები]] |
[[კატეგორია:ქრისტიანული ერესი]] | [[კატეგორია:ქრისტიანული ერესი]] |
15:56, 2 აპრილი 2018-ის ვერსია
დოკეტიზმი - (ბერძ. „დოკეო“ - მოჩვენება). პირველი საუკუნეების ერეტიკული თეოლოგიური ტენდენცია, რომლის თანახმადაც ღმერთი არ განკაცებულა, არამედ ჰქონდა მხოლოდ მოჩვენებითი სხეული. ერესი, რომელიც უარყოფდა ღვთის განკაცებას: ღმერთი ყოველთვის ღმერთად დარჩაო, მხოლოდ მოჩვენებით შეიმოსაო სხეულით, ასევე მოჩვენებითობამდე დაჰყავდათ ქრისტეს ტანჯვა, სიკვდილი, დაფლვა.
ამ ტენდენციის პირველი ნიშნები უკვე ახალ აღთქმაშია დამოწმებული (შდრ. 1 იოან. 4:2; 2 იოან. 7), მისი ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენლები იყვნენ: სვიმეონ მოგვი, ბასილიდე, გნოსტიკოსები, განსაკუთრებით – ვალენტინელნი, მანიქეველნი და სხვა.
წყარო
- ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
- პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“.