გულჯავარასშვილი გრიგოლ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გულჯავარასშვილი გრიგოლ“ გადაიტანა გვერდზე „[[გრიგოლ გულჯავარას...)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გრიგოლ გულჯავარასშვილი“ გადაიტანა გვერდზე „[[გულჯავარასშვილი გ...)
 

მიმდინარე ცვლილება 01:14, 8 თებერვალი 2023 მდგომარეობით

გულჯავარასშვილი გრიგოლ – (XVII ს. II ნახ.), მხატვარი.

კათოლიკოს ნიკოლოზ IX ამილახორის ბრძანებით, 1678-1688 წწ. გრიგოლის მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით მოხატეს მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძრის შიგნით მდებარე „სვეტის“ კედლები. მოხატულობაში წარმოდგენილია სახარების, წმ. ნინოს ცხოვრებისა და ქართლის მოქცევისადმი მიძღვნილი სცენების ციკლი.

მხატვრობა მთლიანად ორიგინალურია, ხოლო „ჯვარცმის“ კანონიკურ სცენაში ქართული ელემენტია შეტანილი – მცხეთელი ებრაელი ელიოზი ჯვარცმულ ქრისტეს შეჰყურებს და ხელთ კვართი უპყრია. აკადემიკოს ვ. ბერიძის დასკვნით, გულჯავარასშვილს „უეჭველია, თანაშემწეები ჰყოლია, რადგანაც სვეტის მხატვრობაში აშკარად გაირჩევა რამდენიმე მხატვრის ხელი“. გულჯავარასშვილი სვეტის წარწერაში თავის თავს „მოქალაქეს“ უწოდებს („დავხატე მე, ფრიად ცოდვილმა მოქალაქემ გულჯავარასშვილმა გრიგოლ, სვეტი ესე“), რაც მისი სოციალური მდგომარეობის აღმნიშვნელია.

ვ. სილოგავა

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ბერიძე ვ., მცხეთის კათედრალი „სვეტი-ცხოველი“ და ქართლის მოქცევის სიუჟეტები მის ფრესკებში, საქართველოს მუზეუმის მოამბე, XV-B, თბ., 1948;
  • მსივე, სვეტიცხოველი, თბ., 1969;
  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990;
  • საქართველოს სულიერი საგანძური, წ. 1, თბ., 2005.

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები