ავარია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ნაგებობის ავარია)
 
ხაზი 9: ხაზი 9:
 
საწარმოო (ტექნოლოგიური) პროცესის გაუთვალისწინებელი მოულოდნელი გაჩერება ან ნორმალური მუშაობის დარღვევა. როგორც წესი, ავარიას ახლავს ტექნიკისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა დაზიანება ან განადგურება, აგრეთვე ტექნიკური სისტემების მომსახურე პერსონალისა და ავარიის ადგილზე შემთხვევით აღმოჩენილ ადამიანთა ტრავმატიზმი.  
 
ავარიას მიეკუთვნება ყველა მტყუნება, რომელიც დაკავშირებულია ადამიანებისა და გარემოს საფრთხესთან, აგრეთვე სერიოზულ ეკონომიკურ და მორალურ ზარალთან. ავარიის საწყისი მიზეზი შეიძლება გახდეს დაპროექტების, გაანგარიშების, დამზადების, მონტაჟის, ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურების დროს დაშვებული დიდი შეცდომა, აგრეთვე ამ შეცდომის თანხვედრა არახელსაყრელ გარემო პირობებთან, რომელიც არაა დამოკიდებული ტექნიკურ პერსონალზე;  
+
ავარიას მიეკუთვნება ყველა მტყუნება, რომელიც დაკავშირებულია ადამიანებისა და გარემოს საფრთხესთან, აგრეთვე სერიოზულ ეკონომიკურ და მორალურ ზარალთან. ავარიის საწყისი მიზეზი შეიძლება გახდეს დაპროექტების, გაანგარიშების, დამზადების, [[მონტაჟი (სამშენებლო ტერმინი)|მონტაჟი]]ს, ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურების დროს დაშვებული დიდი შეცდომა, აგრეთვე ამ შეცდომის თანხვედრა არახელსაყრელ გარემო პირობებთან, რომელიც არაა დამოკიდებული ტექნიკურ პერსონალზე;  
 
[[ფაილი:Avaria magistralur milsadenze.JPG|thumb|ავარია მაგისტრალურ მილსადენზე]]
 
[[ფაილი:Avaria magistralur milsadenze.JPG|thumb|ავარია მაგისტრალურ მილსადენზე]]
 
====ტექნიკური სისტემის ავარია====
 
====ტექნიკური სისტემის ავარია====
ხაზი 22: ხაზი 22:
  
====ავარია რკინიგზის ტრანსპორტზე ====
 
====ავარია რკინიგზის ტრანსპორტზე ====
ავარიის სახეობა, რომელიც ხდება რკინიგზის ტრანსპორტზე. სარკინიგზო ტრანსპორტი ხასიათდება ავარიული სიტუაციების წარმოქმნის ამაღლებული რისკით, რასაც განაპირობებს დიდი რაოდენობით მგზავრთა გადაყვანა და ტვირთების გადაზიდვა. ამ ტვირთებს შორის დიდი რაოდენობითაა საშიში ტვირთი. ამიტომ ავარია რკინიგზის ტრანსპორტზე არც თუ იშვიათი მოვლენაა, რომელსაც თან ახლავს დიდი მატერიალური ზარალი და ადამიანთა მსხვერპლი.
+
ავარიის სახეობა, რომელიც ხდება [[რკინიგზა|რკინიგზის]] ტრანსპორტზე. სარკინიგზო ტრანსპორტი ხასიათდება ავარიული სიტუაციების წარმოქმნის ამაღლებული რისკით, რასაც განაპირობებს დიდი რაოდენობით მგზავრთა გადაყვანა და ტვირთების გადაზიდვა. ამ ტვირთებს შორის დიდი რაოდენობითაა საშიში ტვირთი. ამიტომ ავარია რკინიგზის ტრანსპორტზე არც თუ იშვიათი მოვლენაა, რომელსაც თან ახლავს დიდი მატერიალური ზარალი და ადამიანთა მსხვერპლი.
  
====ავარია მეტროპოლიტენში====
 
====ავარია მეტროპოლიტენში====
ავარია მეტროპოლიტენის სადგურებზე, გვირაბებში, ვაგონებში, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს მატარებლების შეჯახებამ, რელსებიდან გადასვლამ, ხანძარმა, აფეთქებამ, ესკალატორის მზიდი კონსტრუქციის დაზიანებამ, ვაგონებში და სადგურზე ფეთქებადსაშიში, თვითაალებადი ან ტოქსიკური ნივთიერებების მოხვედრამ, აგრეთვე პლატფორმიდან მგზავრის ჩავარდნამ ლიანდაგში და სხვ.
+
ავარია [[მეტროპოლიტენი]]ს სადგურებზე, [[გვირაბი|გვირაბებში]], ვაგონებში, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს მატარებლების შეჯახებამ, [[რელსი|რელსებიდან]] გადასვლამ, ხანძარმა, აფეთქებამ, ესკალატორის [[მზიდი კონსტრუქციები|მზიდი კონსტრუქციის]] დაზიანებამ, ვაგონებში და სადგურზე ფეთქებადსაშიში, თვითაალებადი ან [[ტოქსიკური ნივთიერებები|ტოქსიკური ნივთიერებების]] მოხვედრამ, აგრეთვე პლატფორმიდან მგზავრის ჩავარდნამ [[ლიანდაგი|ლიანდაგში]] და სხვ.
  
==== ქიმიური ავარია====
 
==== ქიმიური ავარია====
ხაზი 34: ხაზი 34:
  
=====ადგილობრივი ავარია  ქიმიურად საშიშ ობიექტზე=====
 
=====ადგილობრივი ავარია  ქიმიურად საშიშ ობიექტზე=====
ქიმიურად საშიშ ობიექტზე მომხდარი ავარია, რომელიც დაკავშირებულია ძლიერმოქმედი მომწამლავი ნივთიერების დიდი ტევადობის ან მთელი საწყობის ნგრევასთან. ქიმიური საშიშროება გრძელდება 6 საათის განმავლობაში. შედეგები შემოიფარგლება ქალაქის, რაიონის, რეგიონის საზღვრებით. ღრუბელი აღწევს დასახლებულ პუნქტებამდე. უახლოესი საცხოვრებელი რაიონებიდან აუცილებელია მოსახლეობის სასწრაფო ევაკუაცია, აგრეთვე მათ დასაცავად სხვა სპეციალური ღონისძიებების გატარება.
+
ქიმიურად საშიშ ობიექტზე მომხდარი ავარია, რომელიც დაკავშირებულია ძლიერმოქმედი მომწამლავი ნივთიერების დიდი ტევადობის ან მთელი საწყობის ნგრევასთან. ქიმიური საშიშროება გრძელდება 6 საათის განმავლობაში. შედეგები შემოიფარგლება [[ქალაქი]]ს, [[რაიონი]]ს, რეგიონის საზღვრებით. ღრუბელი აღწევს დასახლებულ პუნქტებამდე. უახლოესი საცხოვრებელი რაიონებიდან აუცილებელია მოსახლეობის სასწრაფო [[ევაკუაცია]], აგრეთვე მათ დასაცავად სხვა სპეციალური ღონისძიებების გატარება.
  
=====რეგიონული ავარია ქიმიურად საშიშ ობიექტზე=====
 
=====რეგიონული ავარია ქიმიურად საშიშ ობიექტზე=====
ქიმიურად საშიშ ობიექტზე მომხდარი ავარია, რომელსაც თან ახლავს მნიშვნელოვანი რაოდენობით ძლიერმოქმედი მომწამლავი ნივთიერების გამობოლქვა (ზოგჯერ მრავალჯერადად), რომლის ლოკალიზება 6 სთ და უფრო მეტი დროის განმავლობაში ვერ ხერხდება. შედეგები შემოიფარგლება რამდენიმე რეგიონით, სახელმწიფოთი. ქიმიური საშიშროება ბევრ დასახლებულ პუნქტზე ვრცელდება.
+
ქიმიურად საშიშ ობიექტზე მომხდარი ავარია, რომელსაც თან ახლავს მნიშვნელოვანი რაოდენობით ძლიერმოქმედი მომწამლავი ნივთიერების გამობოლქვა (ზოგჯერ მრავალჯერადად), რომლის ლოკალიზება 6 სთ და უფრო მეტი დროის განმავლობაში ვერ ხერხდება. შედეგები შემოიფარგლება რამდენიმე რეგიონით, [[სახელმწიფო]]თი. ქიმიური საშიშროება ბევრ დასახლებულ პუნქტზე ვრცელდება.
  
=====გლობარული ავარია  ქიმიურად საშიშ ობიექტზე=====
 
=====გლობარული ავარია  ქიმიურად საშიშ ობიექტზე=====
ავარია, რომელსაც თან ახლავს ქიმიურად საშიში მსხვილი ობიექტის ან რამდენიმე ობიექტის ძლიერმოქმედი მომწამლავი ნივთიერების ყველა საცავის ნგრევა. ასეთი ავარია შესაძლებელია დიდი დივერსიის შემთხვევაში, სტიქიური უბედურების ან საომარი მოქმედებების დროს გამანადგურებელი საშუალებების მოქმედების შედეგად. გლობალური ავარია შეიძლება მოიცავდეს რამდენიმე სახელმწიფოს ტერიტორიას.
+
ავარია, რომელსაც თან ახლავს ქიმიურად საშიში მსხვილი ობიექტის ან რამდენიმე ობიექტის ძლიერმოქმედი მომწამლავი ნივთიერების ყველა საცავის ნგრევა. ასეთი ავარია შესაძლებელია დიდი [[დივერსია|დივერსიის]] შემთხვევაში, სტიქიური უბედურების ან საომარი მოქმედებების დროს გამანადგურებელი საშუალებების მოქმედების შედეგად. გლობალური ავარია შეიძლება მოიცავდეს რამდენიმე [[სახელმწიფო ტერიტორია|სახელმწიფოს ტერიტორია]]ს.
  
====ავარია მაგისტრალურ მილსადენზე ====
 
====ავარია მაგისტრალურ მილსადენზე ====
ავარია მილსადენის ტრასაზე, დაკავშირებული წყლის, საშიში ქიმიური ან ფეთქებადსაშიში ნივთიერებების გაფრქვევასა და დაღვრასთან, რომელიც იწვევს ტექნოგენურ საგანგებო სიტუაციას.
+
ავარია მილსადენის ტრასაზე, დაკავშირებული წყლის, საშიში ქიმიური ან ფეთქებადსაშიში ნივთიერებების გაფრქვევასა და დაღვრასთან, რომელიც იწვევს ტექნოგენურ [[საგანგებო სიტუაცია]]ს.
  
====ავარია მილსადენზე====
 
====ავარია მილსადენზე====
ავარია, რომელსაც იწვევს ექსპლუატაციის პერიოდში მილსადენის მდგომარეობაზე დაგვიანებული და უხარისხო კონტროლი.
+
ავარია, რომელსაც იწვევს ექსპლუატაციის პერიოდში [[მილსადენი]]ს მდგომარეობაზე დაგვიანებული და უხარისხო კონტროლი.
  
====რადიაციული ავარია====  
 
====რადიაციული ავარია====  
ხაზი 54: ხაზი 54:
 
==წყარო==
 
==წყარო==
 
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
[[კატეგორია:სამშენებლო ტერმინები]]
 
[[კატეგორია:ავარია]]
 
[[კატეგორია:ავარია]]

მიმდინარე ცვლილება 12:30, 11 ნოემბერი 2022 მდგომარეობით

შენობის ავარია

ავარია – (ფრანგ. avarie),

სარჩევი

[რედაქტირება] ნაგებობის ავარია

ნაგებობის ან მისი ნაწილის (საძირკველი, კედელი, კოჭი და სხვ.), რაიმე მანქანის, მექანიზმის (მატარებელი, ავტომანქანა და სხვ.) დაზიანება, რაც სახიფათოა ადამიანის სიცოცხლისათვის. სამრეწველო საწარმოში ავარიას, როგორც წესი, თან ახლავს აფეთქება, ხანძარი, ნგრევა, ძლიერმოქმედი მომწამლავი ნივთიერებების გამოფრქვევა ან დაღვრა;

ავარია მეტროპოლიტენში

[რედაქტირება] საწარმოო ავარია

საწარმოო (ტექნოლოგიური) პროცესის გაუთვალისწინებელი მოულოდნელი გაჩერება ან ნორმალური მუშაობის დარღვევა. როგორც წესი, ავარიას ახლავს ტექნიკისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა დაზიანება ან განადგურება, აგრეთვე ტექნიკური სისტემების მომსახურე პერსონალისა და ავარიის ადგილზე შემთხვევით აღმოჩენილ ადამიანთა ტრავმატიზმი.

ავარიას მიეკუთვნება ყველა მტყუნება, რომელიც დაკავშირებულია ადამიანებისა და გარემოს საფრთხესთან, აგრეთვე სერიოზულ ეკონომიკურ და მორალურ ზარალთან. ავარიის საწყისი მიზეზი შეიძლება გახდეს დაპროექტების, გაანგარიშების, დამზადების, მონტაჟის, ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურების დროს დაშვებული დიდი შეცდომა, აგრეთვე ამ შეცდომის თანხვედრა არახელსაყრელ გარემო პირობებთან, რომელიც არაა დამოკიდებული ტექნიკურ პერსონალზე;

ავარია მაგისტრალურ მილსადენზე

[რედაქტირება] ტექნიკური სისტემის ავარია

ტექნიკურ სისტემაში შემთხვევა, რომელიც არ იწვევს ადამიანების დაღუპვას და რომლის დროსაც ტექნიკური საშუალებების აღდგენა შეუძლებელია ან ეკონომიკურად მიზანშეწონილი არ არის;

[რედაქტირება] ნაგებობისა და ტექნიკური მოწყობილობის რღვევა

ნაგებობისა და ტექნიკური მოწყობილობის რღვევა, საშიში ნივთიერებების ამოფრქვევა, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ადამიანის მსხვერპლი ან მიაყენოს ზიანი მის ჯანმრთელობას, ქონებას ან გარემოს.

[რედაქტირება] ავარიის სახეები

[რედაქტირება] ავარია საავტომობილო ტრანსპორტზე

ავარიის სახეობა, რომელიც ხდება საავტომობილო ტრანსპორტზე. ის თანამედროვეობის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა, რასაც ხშირად განაპირობებს ცუდი საავტომობილო გზები, მოძველებული ავტოპარკი, მძღოლების დაუდევრობა, საგზაო მოძრაობის წესების უგულვებელყოფა, კონტროლის სისტემის დაბალი დონე და სხვ. მსხვილ საავტომობილო კატასტროფად ითვლება ისეთი ავტოკატასტროფა, რომლის შედეგად იღუპება 4 და მეტი ადამიანი.

[რედაქტირება] ავარია რკინიგზის ტრანსპორტზე

ავარიის სახეობა, რომელიც ხდება რკინიგზის ტრანსპორტზე. სარკინიგზო ტრანსპორტი ხასიათდება ავარიული სიტუაციების წარმოქმნის ამაღლებული რისკით, რასაც განაპირობებს დიდი რაოდენობით მგზავრთა გადაყვანა და ტვირთების გადაზიდვა. ამ ტვირთებს შორის დიდი რაოდენობითაა საშიში ტვირთი. ამიტომ ავარია რკინიგზის ტრანსპორტზე არც თუ იშვიათი მოვლენაა, რომელსაც თან ახლავს დიდი მატერიალური ზარალი და ადამიანთა მსხვერპლი.

[რედაქტირება] ავარია მეტროპოლიტენში

ავარია მეტროპოლიტენის სადგურებზე, გვირაბებში, ვაგონებში, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს მატარებლების შეჯახებამ, რელსებიდან გადასვლამ, ხანძარმა, აფეთქებამ, ესკალატორის მზიდი კონსტრუქციის დაზიანებამ, ვაგონებში და სადგურზე ფეთქებადსაშიში, თვითაალებადი ან ტოქსიკური ნივთიერებების მოხვედრამ, აგრეთვე პლატფორმიდან მგზავრის ჩავარდნამ ლიანდაგში და სხვ.

[რედაქტირება] ქიმიური ავარია

ავარია ქიმიურად საშიშ ობიექტზე, რომელსაც თან ახლავს ქიმიურად საშიში ნივთიერებების დაქცევა ან გამობოლქვა, და რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ადამიანების, სურსათის, საკვები ნედლეულის, სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისა და მცენარეების განადგურება ან ქიმიურად დასნებოვნება, აგრეთვე გარემოს ქიმიური მოწამვლა.

[რედაქტირება] ლოკალური ავარია ქიმიურად საშიშ ობიექტზე

ქიმიურად საშიშ ობიექტზე მომხდარი ავარია, რომელიც დაკავშირებულია ძლიერმოქმედი მომწამლავი ნივთიერების უმნიშვნელო გაჟონვასთან.

[რედაქტირება] ადგილობრივი ავარია ქიმიურად საშიშ ობიექტზე

ქიმიურად საშიშ ობიექტზე მომხდარი ავარია, რომელიც დაკავშირებულია ძლიერმოქმედი მომწამლავი ნივთიერების დიდი ტევადობის ან მთელი საწყობის ნგრევასთან. ქიმიური საშიშროება გრძელდება 6 საათის განმავლობაში. შედეგები შემოიფარგლება ქალაქის, რაიონის, რეგიონის საზღვრებით. ღრუბელი აღწევს დასახლებულ პუნქტებამდე. უახლოესი საცხოვრებელი რაიონებიდან აუცილებელია მოსახლეობის სასწრაფო ევაკუაცია, აგრეთვე მათ დასაცავად სხვა სპეციალური ღონისძიებების გატარება.

[რედაქტირება] რეგიონული ავარია ქიმიურად საშიშ ობიექტზე

ქიმიურად საშიშ ობიექტზე მომხდარი ავარია, რომელსაც თან ახლავს მნიშვნელოვანი რაოდენობით ძლიერმოქმედი მომწამლავი ნივთიერების გამობოლქვა (ზოგჯერ მრავალჯერადად), რომლის ლოკალიზება 6 სთ და უფრო მეტი დროის განმავლობაში ვერ ხერხდება. შედეგები შემოიფარგლება რამდენიმე რეგიონით, სახელმწიფოთი. ქიმიური საშიშროება ბევრ დასახლებულ პუნქტზე ვრცელდება.

[რედაქტირება] გლობარული ავარია ქიმიურად საშიშ ობიექტზე

ავარია, რომელსაც თან ახლავს ქიმიურად საშიში მსხვილი ობიექტის ან რამდენიმე ობიექტის ძლიერმოქმედი მომწამლავი ნივთიერების ყველა საცავის ნგრევა. ასეთი ავარია შესაძლებელია დიდი დივერსიის შემთხვევაში, სტიქიური უბედურების ან საომარი მოქმედებების დროს გამანადგურებელი საშუალებების მოქმედების შედეგად. გლობალური ავარია შეიძლება მოიცავდეს რამდენიმე სახელმწიფოს ტერიტორიას.

[რედაქტირება] ავარია მაგისტრალურ მილსადენზე

ავარია მილსადენის ტრასაზე, დაკავშირებული წყლის, საშიში ქიმიური ან ფეთქებადსაშიში ნივთიერებების გაფრქვევასა და დაღვრასთან, რომელიც იწვევს ტექნოგენურ საგანგებო სიტუაციას.

[რედაქტირება] ავარია მილსადენზე

ავარია, რომელსაც იწვევს ექსპლუატაციის პერიოდში მილსადენის მდგომარეობაზე დაგვიანებული და უხარისხო კონტროლი.

[რედაქტირება] რადიაციული ავარია

ავარია რადიაციულად საშიშ ობიექტზე, რომელიც იწვევს პროექტით გათვალისწინებულ საზღვრებს გარეთ რადიოაქტიური ნივთიერების ან მაიონიზირებელი გამოსხივების გავრცელებას ისეთი რაოდენობით, რომელიც აღემატება ზღვრულ დასაშვებ სიდიდეს.

[რედაქტირება] წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები