აფნია (სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყრო)
 
ხაზი 15: ხაზი 15:
 
[[კატეგორია:სოფლები ახალქალაქის მუნიციპალიტეტში]]
 
[[კატეგორია:სოფლები ახალქალაქის მუნიციპალიტეტში]]
 
[[კატეგორია:სოფლები სამხრეთ საქართველოში]]
 
[[კატეგორია:სოფლები სამხრეთ საქართველოში]]
[[კატეგორია:სოფლები სამცხე-ჯავახეთში]]
+
[[კატეგორია:სოფლები სამცხე-ჯავახეთის მხარეში]]

მიმდინარე ცვლილება 17:48, 26 აპრილი 2024 მდგომარეობით

აფნია – სოფელი სამხრეთ საქართველოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, გოგაშენის საკრებულოში, ახალქალაქის პლატოს დასავლეთ კიდეზე, მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1700-1745 მ სიმაღლეზე, ქალაქ ახალქალაქიდან 23 კმ მანძილზე, ხერთვის-ოკამის საავტომობილო გზაზე.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მიდამოებიუტყეოა. XX საუკუნის შუა წლებში აქ გააშენეს ხელოვნური ფიჭვნარები. ამ ადგილს მერენიის ტყე უწოდეს.

მოსახლეობის რიცხოვნობა – 111, რიცხობრივად უპირატესი ეროვნება – ქართველი (2002). შემორჩენილია დარბაზული ეკლესია და დარბაზული ტიპის ერდოიანი საცხოვრებელი სახლები.

1933 წელს ნ. ბერძენიშვილს მიუკვლევია ოთხკუთხედი ქვა, რომლის ოთხივე მხარეს ქანდაკებები ჰქონიაგამოსახული: ფოთლის, ყვავილის, ირმისა და ჯვრის. სოფელში ძველთაგანვე მისდევნენ ტერასულ სოფლის მეურნეობას. როგორც ნ. კეცხოველი წერს „ჯავახეთის სოფლებს აფნიას და გოგაშენს და სხვებს ბაღები ჰქონდათ ვარძიის მიდამოებში, მის პატარა ხევებში და საერთოდ მტკვრის გასწვრივ. ეს ვენახები ფრიად საინტერესონი არიან თავის არქიტექტურით, ბევრი მათგანი ციცაბო კლდეზეა გაშენებული, მაგრამ კლდე ფრიად ოსტატურად არის დატერასებული. ტერასის შუბლი ამოყვანილია ქვის კარგი კედლით. ტერასის უკანა მხარეზე დარგულია ხეხილი: თუთა, ჭანჭური, ღოღნოშო, ქლიავი, მსხალი, ვაშლი, წინამხარეზე ვაზი – ერთი მწკრივი დაბლარი, მეორე – ხეხილის მწკრივზე (მაღლარი) გაშენებული. ვაზებს შორის ფართობი გამოყენებულია მწვანილის მოსაყვანად, კლდისპირით ტერასამდე მიყვანილია სარწყავი არხი. ეს ერთი-ერთი ტიპია მრავალსართულიანი ბაღ-ვენახ-ბოსტნისა”

[რედაქტირება] წყრო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები