ახმეტელი სანდრო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სანდრო ახმეტელი

ახმეტელი ალექსანდრე (სანდრო) ვასილის ძე - (1. (13). IV -1886, სოფ. ანაგა, სიღნაღის რაიონი, – 29. VI. 1937), ქართველი რეჟისორი, ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი, საქართველოს სახალხო არტისტი.

დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1906). 1919 თბილისის საოპერო სტუდიაში დადგა დ. არაყიშვილის ოპერა „თქმულება შოთა რუსთაველზე“.

1923 ახმეტელი კ. მარჯანიშვილმა მიიწვია რეჟისორად თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრში. შემდეგ ამავე თეატრის მთავარი რეჟისორი იყო, 1926-35 სამხატვრო ხელმძღვანელი. თავის დადგმებში ფართოდ იყენებდა ქართულ სიმღერებსა და ცეკვებს. საოპერო თეატრში დადგა ზ. ფალიაშვილის ოპერა „ლატავრა“ (1928).


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")

იხილეთ აგრეთვე

სანდრო ახმეტელი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები