ბატალიონი
(→წყარო) |
(→წყარო) |
||
ხაზი 32: | ხაზი 32: | ||
[[კატეგორია:შეიარაღებული ძალები]] | [[კატეგორია:შეიარაღებული ძალები]] | ||
[[კატეგორია:სამხედრო ნაწილები]] | [[კატეგორია:სამხედრო ნაწილები]] | ||
+ | [[კატეგორია:სამხედრო ქვედანაყოფები]] |
13:12, 5 ივნისი 2018-ის ვერსია
ბატალიონი - (იტალიური battaglia – რაზმი, ათასეული), ძირითადი ტაქტიკური ქვედანაყოფი სახმელეთო, საჰაერო-სადესანტო, სანაპირო და სხვა ჯარებში. შედის ბრიგადის შემადგენლობაში ან შენაერთში (გაერთიანებაში), წარმოადგენს ცალკეულ სამხედრო ნაწილს.
ბატალიონი შეიძლება იყოს:
- ქვეითი (მოტომსროლელი, მოტოქვეითი);
- სატანკო, საპარაშუტო-სადესანტო;
- ქვეითი აერომობილური;
- სადესანტო-მოიერიშე;
- საზღვაო ფეხოსნების;
- დაზვერვის (სადაზვერვო აერომობილური);
- არმიის ავიაციის;
- საინჟინრო-მესანგრეების (საინჟინრო);
- კავშირგაბმულობის;
- რადიოელექტრონული ბრძოლის;
- საავტომობილო;
- მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის;
- სარემონტო-აღდგენითი, სამედიცინო-სანიტარული და სხვა.
თავდაპირველად ტერმინი „ბატალიონი“ („ბატალია“-სგან) საბრძოლო წყობას ნიშნავდა. XVII საუკუნეში ეს წყობა შემადგენელ ნაწილებად დანაწევრდა, რომლებსაც ბატალიონები ეწოდება.
აშშ-ში მოტოქვეითი (ქვეითი) ბატალიონი მოიცავს მმართველობას, საშტაბო, 3 მოტოქვეით (ქვეით) ასეულსა და საცეცხლე მხარდაჭერის ასეულს. გერმანიაში ჰყავთ შერეული მოტოქვეითი ბატალიონი (2 ასეული ქვეით საბრძოლო მანქანებზე და სატანკო ასეული). დიდ ბრიტანეთში მოტოქვეითი ბატალიონი ძირითადი ტაქტიკური ნაწილია. იგი 700-ზე მეტ ადამიანს, 100 ჯავშანტრანსპორტიორს და ჯავშანავტომობილს ითვლის. რუსეთის ფედერაციის არმიაში მოტომსროლელ ბატალიონში შედის – მმართველობა, 3 მოტომსროლელი ასეული, ნაღმტყორცნი, კავშირგაბმულობა, ტანკსაწინააღმდეგო, საზენიტო, ყუმბარსატყორცნი, სამეურნეო, ტექნიკური უზრუნველყოფისა და სამედიცინო პუნქტის ქვედანაყოფები, სულ 500 კაცამდე და 50 ქვეით საბრძოლო მანქანამდე (ჯავშანტრანსპორტიორამდე).