ბომბდამშენი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბომბდამშენი Northrop B-2 Spirit

ბომბდამშენი - საბრძოლო თვითმფრინავი, რომელიც ძირითადად განკუთვნილია საავიაციო ბომბებით და რაკეტებით სახმელეთო და საზღვაო სამიზნეების დასაზიანებლად. მას იყენებენ ასევე ჰაერიდან დასანაღმავად. შედის ავიაციის შეიარაღებაში.

თანამედროვე ბომბდამშენები იყოფა შემდეგ სახეობებად: დაჯგუფების მიხედვით, რომელიც აზიანებს სამიზნეებს ძირითადად ოპერატიულ სიღრმეზე, ბომბდამშენ-გამანადგურებელთა მოქმედების ზღვარს მიღმა; შორეულ და სტრატეგიულ ბომბდამშენებად, რომლებიც აზიანებენ სამიზნეებს ოპერატიულ და სტრატეგიულ სიღმეებზე და მოიცავენ ერთ ან რამდენიმე საომარი მოქმედების თეატრს. ზოგიერთ ქვეყანაში ტერმინი გამოიყენება მხოლოდ სტრატეგიული (შორეული) ბომბდამშენის მიმართ.

თანამედროვე ბომბდამშენებს აქვთ უნარი განახორციელონ დარტყმა ნებისნებისმიერ მეტეოპირობებში ჩვეულებრივი და ბირთვული ბომბებით, მართვადი ფრთოსანი რაკეტებით, დააყენონ საზღვაო ნაღმები. აღჭურვილი არიან სამიზნე-სანავიგაციო სისტემებით, ავტომატური მართვის აპარატურით და თავდაცვის საბორტე კომპლექსებით.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები