ბუდუალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბუდუალ-ი || ბუდულაალ-ი || ბუდალაალ-ი || ბუადალალ-ი || ბუდალაბ-ი (ხუნძ. Будуал || Будулаал || Будалаал || Буадалал || Будалаб) – ამბივალენტური სულები – ნადირთ მწყემსები, ამინდის გამგებელნი, მშობიარეთა და ბავშვთა ანტაგონისტები დაღესტნურ (ხუნძურ) მითოლოგიაში; წარმოდგენილი ჰყავდათ თეთრ სამოსში გამოწყობილ ახალგაზრდა ლამაზმანებად; ცხოვრობდნენ „უნაგირას მთაზე" (Кьили-мегIер), სადაც დემონებს ქალის მუცლიდან მოპარული ჩანასახები მიჰქონდათ („ხუდუჭი“); მონადირეებს, რომლებიც დაწესებულ ნადირზე მეტს კლავდნენ, უფსკრულში აგდებდნენ.

ბუდუალების სამკვიდრო მთებზე ასვლა მხოლოდ რჩეულებს შეეძლოთ, დანარჩენებს, რომლებსაც მათ სივრცეში შეღწევის სურვილი გაუჩნდებოდათ, ლოდებს ესროდნენ. დიდოელთა რწმენით, ბუდულაბების სამკვიდრო იყო ჭიფიროს მთა, სადაც მდებარე ქვის ფილაზე ისინი ლოცულობდნენ. გვალვების დროს, წვიმის გამოწვევის მიზნით, მამაკაცები ამ მთაზე ადიოდნენ და აღნიშნულ ქვაზე კლავდნენ თიკანს ისე, რომ მსხვერპლის სისხლს ფილა მთლიანად მოსხმოდა. აქვე ბუდალაბებისათვის ცხოველის შიგნეულობას ტოვებდნენ. ხალხის რწმენით, ბუდალაბები ხშირად ხვდებოდნენ მონადირეებსა და მწყემსებს, რომლებსაც ისინი ამინდის თაობაზე ეკითხებოდნენ: თუ უპასუხებდნენ, რომ ცუდი ამინდი იყო, ქალიშვილები მათ მთიდან გააძევებდნენ, მაგრამ თუკი ეტყოდნენ, რომ კარგი დარი იდგა, შინ იწვევდნენ და უხვად უმასპინძლდებოდნენ.

ღოდაბერული ბუდალიალები, რომლებიც ბუდალიალდუბ ბელის მთაზე ცხოვრობდნენ, ნაყოფს სტაცებდნენ არა ყველა ფეხმძიმეს, არამედ მხოლოდ ღვთისმოსავ და კეთილშობილ ქალებს, რომლების სიკვდილის შემდეგ სამოთხეში ხვდებოდნენ და იქ ნახულობდნენ თავიანთ შვილებს ანგელოზების სახით.


ლიტერატურა

  • Агларов М. А. Языческое святилище на вершине горы Бахарган (К изучению общинных и региональных культов в Дагестане // Мифология народов Дагестана. Махачкала, 1984;
  • Халидова М. Р. Образ покровителя охоты, зверей в преданиях и легендах народов Дагестана // Дагестанская проза. Махачкала, 1982;
  • მისივე, Устное народное творчество аварцев. Махачкала, 2004;
  • Сефербеков Р. И. К характе- ристике некоторых мифологических персонажей аварцев-андалальцев // Вестник Дагестанского научного центра. 2004, №19;
  • Сефербеков Р. И., Алигаджиева З. А. Мифологические персонажи годоберинцев: синкретизм традиционных верований и ислама // Исламоведение, 2013, № 4;
  • М. Р. Сефербеков, М. А. Магомедов. Из мифологии, фольклора и обрядовой культуры дидойцев: синкретизм традиционных верований и ислама // Исламоведение. Т. 7. № 1(27), 2016.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები