გარნისის ბრძოლა 1225
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:09, 19 დეკემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გარნისის ბრძოლა 1225 - ბრძოლა ქართველთა ლაშქარსა და ხვარაზმელებს შორის.
მონღოლ დამპყრობლებთან ბრძოლის მიზეზით ხვარაზმშაჰმა ჯალალედინმა გადაწყვიტა წინა აზიის ქვეყნების გაერთიანება. მის მოწოდებას ქართველებმა უარით უპასუხეს. მაშინ ჯალალედინი საქართველოს წინააღმდეგ დაიძრა. წყაროები მის ლაშქრში 140–200 ათ. მეომარს ვარაუდობენ, რაც გადაჭარბებული უნდა იყოს.
სისხლისმღვრელი ბრძოლა მოხდა გარნისთან (ერევნის აღმოსავლეთით), რომელშიც ამირსპასალარ ივანე მხარგრძელის სარდლობით გამოსული ქართველთა ლაშქარი (სხვადასხვა ცნობით - 30-იდან 70 ათ. მეომრამდე) სასტიკად დამარცხდა. დაიღუპა 4000 ქართველი. გარნისთან დამარცხების ერთ-ერთი მიზეზი იყო შური და მტრობა დიდ ფეოდალთა შორის.