გიორგი IV ლაშა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ლაშა-გიორგი“ გადაიტანა გვერდზე „გიორგი IV ლაშა“ გადამისამართებ...)
 
(2 მომხმარებლების 4 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Lasha-giorgi.jpg|thumb|150პქ|გიორგი IV ლაშა. 1250-1222 წ.]]
 
[[ფაილი:Lasha-giorgi.jpg|thumb|150პქ|გიორგი IV ლაშა. 1250-1222 წ.]]
'''გიორგი მეოთხე ანუ ლაშა გიორგი''' - [[საქართველო|საქართველოს]] მეფე 1250-1222 წლებში, თამარ მეფის ძე („ლაშა“ აფხაზურად ნიშნავს განმანათლებელს, ქვეყნისა მანათობელს. იგი  ცნობილია როგორც ლაშა-გიორგი).  
+
'''გიორგი IV ''' – ლაშა-გიორგი (1193-01.18.1223); [[საქართველო]]მეფე (1207/1210/1213-1223). [[თამარ მეფე|თამარ მეფის]] ძე. მისი თანამოსაყდრე 1206 წლიდან. მეტსახელი ლაშა ნიშნავს ნათელს, შუქს, სინათლეს.
 
+
1206 წელს, დავით სოსლანის სიკვდილის შემდეგ, თორმეტი წლის გიორგი თამარმა დაისვა თანამოსაყდრე მეფედ. 1210 წელს, თამარის გარდაცვალების შემდეგ, შეიქმნა საქართველოსა და [[კავკასია|კავკასიის]] ხალხთა ერთიანი სახელმწიფოს მეფე.
+
 
+
გამეფებისთანავე გიორგის განუდგა განძის [[ათაბაგი]], მაგრამ გიორგიმ იგი მაშინვე დაიმორჩილა და დიდი ხარკი დაადო. ასევე 1219-1220 წლებში გიორგიმ ხელახლა დაიმორჩილა და დახარკა მრავალი ქალაქი და ოლქი. ლაშა-გიორგი დიდი სახელით სარგებლობდა ევროპაში. უწოდებდნენ „ქრისტიანობის ბურჯს“, „ახალ [[ალექსანდრე მაკედონელი|ალექსანდრე მაკედონელს]]“ და სხვ. მიწვეულ იქნა [[ჯვაროსნული ლაშქრობები|ჯვაროსნულ ომში]], რომის პაპის ჰონორიუს მესამის მიერ, მაგრამ ამ ლაშქრობაში ვერ წავიდა, რადგანაც ამ დროს მოულოდნელად საქართველოში შემოიჭრნენ მონღოლები. 1220 წელს გამართულ [[ბრძოლა|ბრძოლაში]], რომელსაც გადამწყვეტი შედეგი არ მოჰყოლია, ლაშა დაიჭრა, დასნეულდა და გარდაიცვალა 1222 წელს.
+
 
+
გარეგნულად ლაშა-გიორგი იყო ძალიან მომხიბლავი, ახოვანი და სახიერი, ბუნებით მამაცი რაინდი, გულმოწყალე და დიდსულოვანი ხელმწიფე. იგი გამეფდა 17 წლისა, იმეფა 12 წელი, აღესრულა 29 წლისა და დაკრძალულია გელათს.
+
 
+
  
 +
გიორგი  IV-ის დაბადების აღსანიშნავად ქართულმა [[ჯარი|ჯარმა]] დიდი [[ლაშქრობა]] მოაწყო, აიღო ბარდავი და 30 ათასი ტყვე წამოიყვანა, რომლებიც შემდგომ გაათავისუფლეს „დღეგრძელობისათვის თამარისა და ძისა მისისა“. თამარისა და გიორგის თანამოსაყდრეობა 5 წელიწადს გაგრძელდა (1206-1210, ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, 1213 წლამდე). თამარის გარდაცვალების შემდეგ საქართველოს ყმადნაფიცმა ქვეყნებმა სცადეს ვასალობისგან გათავისუფლება და შეწყვიტეს ხარკის გადახდა. გიორგი  IV-მ იარაღის ძალით დაიმორჩილა გამდგარი ვასალები – განძა, ხლათი, არზრუმი და ნახიჭევანი. უდიდესი იყო ამ დროს საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტი. ევროპელთა თვალში საქართველო იყო აღმოსავლეთის უძლიერესი ქრისტიანული [[სახელმწიფო]] დაუმარცხებელი [[არმია|არმიით]], რომელსაც ძალუძდა გადამწყვეტი როლის შესრულება [[იერუსალიმი]]ს მაჰმადიანთაგან გათავისუფლების საქმეში. ამიტომაც სთხოვდნენ საქართველოს მეფეს [[ჯვაროსნული ლაშქრობები|ჯვაროსნულ ლაშქრობებში]] მონაწილეობას თვით რომის პაპი ჰონორიუს III და ჯვაროსანთა [[სარდალი]] კარდინალი პელაგიუსი.
  
 +
გიორგი  IV ემზადებოდა ჯვაროსნულ ლაშქრობებში ჩასაბმელად, მაგრამ საქართველოს [[საზღვარი|საზღვრებთან]] მონღოლთა მოულოდნელმა გამოჩენამ არა მარტო დასახული გეგმა ჩაშალა, არამედ რადიკალურად შეცვალა ქვეყნის მომავალი განვითარება. 1220-1221 წწ. [[ქართველები|ქართველებსა]] და მონღოლებს შორის სამი [[ბრძოლა]] გაიმართა და სამივეჯერ გამარჯვება ამ უკანასკნელთ დარჩათ. ერთ-ერთი შეტაკებისას (მდ. ბალისწყალთან, 1220) თვით მეფეც კი დაიჭრა.
  
 +
საშინაო პოლიტიკაში გიორგი IV-ს [[დავით აღმაშენებელი|დავით აღმაშენებლისა]] და [[გიორგი III]]-ის პოლიტიკური ხაზის გატარება სურდა. ცდილობდა შეეზღუდა თამარ მეფის დროს დაწინაურებულ დიდებულ ფეოდალთა უფლებები და თავის თანამოასაკე და თანამოაზრეებზე დაყრდნობით განემტკიცებინა მეფის ცენტრალური ხელისუფლება. ეს კი სერიოზულ წინააღმდეგობას ქმნიდა ახალგაზრდა მეფესა და დიდებულებს შორის. ამ დაპირისპირების ანარეკლია ქართულ წყაროებში გიორგი  IV-ის პიროვნების ურთიერთსაწინააღმდეგო დახასიათება. თუ მისი თანამედროვე ისტორიკოსის (ანონიმი ავტორი, ე. წ. „ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანე“) სიტყვებით,გიორგი IV იყო თავისი დიდი წინაპრების თამარ მეფისა და დავით აღმაშენებლის მსგავსი და სწორი, „მთავართა დამფასებელი და ეკლესიის პატივისმცემელი, ლომი ძალითა და უმანკო გონებითა, მშვიდი და განურისხებელი ბუნებითა, შვიდთა სამეფოსა მეფე, მონისაცა ერთისაცა მათრახისა არამკრველი... დაჭირებულთა განმკითხავი, ბჭე და მოსამართლე“, XIV ს. ისტორიკოსის (ანონიმი ავტორი, ე. წ. „ჟამთააღმწერელი“) ცნობით, გიორგი  IV-ის სანიმუშო ყოფაქცევა და ეკლესიური ცხოვრება დიდხანს არ გაგრძელებულა. მალე მან თამარის [[ვაზირი|ვაზირები]] მოიშორა თავიდან, შემოიკრიბა თანამოასაკენი და მათთან ერთად „დედათა უწესოთა თანა აღრევითა“ სმას და ღრეობას მიჰყო ხელი. გიორგი IV-ის პიროვნებაზე დიდგვაროვანთა წრეში გაბატონებული უარყოფითი თვალსაზრისი (რაც გახდა კიდეც ჟამთააღმწერლის შეფასების საფუძველი), მიუხედავად სუბიექტურობისა, გარკვეულწილად საქართველოს სამეფო კარზე შექმნილ უდარდელ და უზრუნველ ყოფას ასახავდა. თამარის ეპოქასა და გიორგი IV-ის მეფობის დასაწყისში მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვებებით შექმნილი ეიფორიით, ზედმეტი თავდაჯერებითა და ყურადღების მოდუნებით თუ აიხსნება ის ფაქტი, რომ ქარველმა პოლიტიკოსებმა ყურად არ იღეს განძის [[ათაბაგი]]ს თხოვნა, ერთად ებრძოლათ ირანისა და კავკასიისაკენ მომავალი უცნობი ძალის (მონღოლების) წინააღმდეგ. მათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ მონღოლების ვინაობაზე. ამავე მიზეზით ვერც 1220-1221 წწ. მიღებული დამარცხებებიდან გამოიტანეს შესაფერისი დასკვნები და მონღოლთა წასვლა საკუთარ დამსახურებადაც კი ჩათვალეს.
  
 +
გიორგი IV წინაპრების მსგავსად საკმაოდ დიდ ყურადღებას უთმობდა [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია|ქართულ მართლმადიდებელ ეკლესია]]ს. მის ზრუნვას [[გელათი]]ს, [[ქვათახევის კომპლექსი|ქვათახევისა]] და შიომღვიმის მონასტრებისადმი ადასტურებს სამიოდე შემორჩენილი საბუთი, თუმცა ამავე დროს გიორგი IV არღვევდა კიდეც საეკლესიო ნორმებს, რაც აშკარად გამოჩნდა ქორწინების საკითხთან მისი დამოკიდებულებით. სასულიერო და საერო ხელისუფალთა პროტესტის მიუხედავად, მეფემ ყოველგვარი წესების დარღვევით სცადა ცოლად მოეყვანა არასამეფო წარმომავლობის ქმრიაანი ქალი. მისგან გიორგი IV-ს შეეძინა ვაჟიშვილი დავითი (შემდგომში საქართველოს მეფე დავით VII ულუ). ეკლესიამ ჯვარი მაინც არ დასწერა, ხოლო დიდებულებმა გარკვეული დროის შემდეგ ქალი სასახლიდან გაიყვანეს და ქმარს დაუბრუნეს, გიორგი IV-ს ცოლის მოყვანა აღარც უფიქრია. ქართული კანონმდებლობიდან გამომდინარე, უკანონო შვილს არ ჰქონდა სამეფო ტახტის დაკავების უფლება, ამიტომ გიორგი IV-ის გარდაცვალების შემდეგ გამეფდა მისი და რუსუდანი.
  
 +
მონღოლების წასვლის შემდეგ. გიორგი  IV თავისი დის, რუსუდანის შარვან-შაჰზე დასანიშნად ბაგავანს ჩავიდა, სადაც ბალისწყალზე მიღებული ჭრილობის გამიზეზების შედეგად გარდაიცვალა. დაკრძალულია გელათში.
  
 +
ჩვენამდე მოღწეულია გიორგი IV-ის ოთხი ფრესკული გამოსახულება (ბეთანია, ყინწვისი, ბერთუბანი, ნათლისმცემელი) და, აგრეთვე, 1210 წ. სპილენძის [[მონეტა]]ზე ამოტვიფრული გიორგი IV საიმპერატორო რეგალიებით.
  
 +
''გ. ოთხმეზური''
  
 +
==წყაროები და ლიტერატურა==
 +
* ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც.: ტ. 4, თბ., 1973; 
 +
* ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანე ქართლის ცხოვრება, 1, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., თბ., 1955; 
 +
* ჟამთა აღმწერელი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; სხეც-ი, ისტორიული საბუთების ფონდი: Qd-8511, Ad-18, 477;
 +
* ავალიშვილი ზ., ჯვაროსანთა დროიდან, თბ., 1989; 
 +
* ბადრიძე შ., საქართველო და ჯვაროსნები, თბ., 1985; 
 +
* ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, 2, თბ., 1965; 
 +
* გვრიტიშვილი დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან (XIII- XIV სს.), თბ.,1962; 
 +
* კეკელიძე კ., ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 1, თბ., 1956; 
 +
* კიკნაძე რ., კიდევ ერთი ქართული წყარო ლაშა-გიორგის ისტორიისათვის, კრ., საქართველო რუსთაველის ხანაში, თბ., 1966; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 3, თბ., 1979; 
 +
* საქართველოს მეფეები, თბ., 2000; 
 +
* ცინცაძე ი., მონღოლები და საქართველო, თბ., 1966; 
 +
* ჯავახიშვილი ივ., ქართ- ველი ერის ისტორია, წგ. 3, თბ., 1982 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 3).
  
 
== წყარო ==
 
== წყარო ==
* ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
+
* [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია]]
  
[[კატეგორია:საქართველოს მეფეები]]
+
[[კატეგორია:გაერთიანებული საქართველოს მეფეები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ისტორია]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ისტორია]]
 
[[კატეგორია:ბაგრატიონები]]
 
[[კატეგორია:ბაგრატიონები]]

მიმდინარე ცვლილება 01:22, 29 იანვარი 2023 მდგომარეობით

გიორგი IV ლაშა. 1250-1222 წ.

გიორგი IV – ლაშა-გიორგი (1193-01.18.1223); საქართველოს მეფე (1207/1210/1213-1223). თამარ მეფის ძე. მისი თანამოსაყდრე 1206 წლიდან. მეტსახელი ლაშა ნიშნავს ნათელს, შუქს, სინათლეს.

გიორგი IV-ის დაბადების აღსანიშნავად ქართულმა ჯარმა დიდი ლაშქრობა მოაწყო, აიღო ბარდავი და 30 ათასი ტყვე წამოიყვანა, რომლებიც შემდგომ გაათავისუფლეს „დღეგრძელობისათვის თამარისა და ძისა მისისა“. თამარისა და გიორგის თანამოსაყდრეობა 5 წელიწადს გაგრძელდა (1206-1210, ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, 1213 წლამდე). თამარის გარდაცვალების შემდეგ საქართველოს ყმადნაფიცმა ქვეყნებმა სცადეს ვასალობისგან გათავისუფლება და შეწყვიტეს ხარკის გადახდა. გიორგი IV-მ იარაღის ძალით დაიმორჩილა გამდგარი ვასალები – განძა, ხლათი, არზრუმი და ნახიჭევანი. უდიდესი იყო ამ დროს საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტი. ევროპელთა თვალში საქართველო იყო აღმოსავლეთის უძლიერესი ქრისტიანული სახელმწიფო დაუმარცხებელი არმიით, რომელსაც ძალუძდა გადამწყვეტი როლის შესრულება იერუსალიმის მაჰმადიანთაგან გათავისუფლების საქმეში. ამიტომაც სთხოვდნენ საქართველოს მეფეს ჯვაროსნულ ლაშქრობებში მონაწილეობას თვით რომის პაპი ჰონორიუს III და ჯვაროსანთა სარდალი კარდინალი პელაგიუსი.

გიორგი IV ემზადებოდა ჯვაროსნულ ლაშქრობებში ჩასაბმელად, მაგრამ საქართველოს საზღვრებთან მონღოლთა მოულოდნელმა გამოჩენამ არა მარტო დასახული გეგმა ჩაშალა, არამედ რადიკალურად შეცვალა ქვეყნის მომავალი განვითარება. 1220-1221 წწ. ქართველებსა და მონღოლებს შორის სამი ბრძოლა გაიმართა და სამივეჯერ გამარჯვება ამ უკანასკნელთ დარჩათ. ერთ-ერთი შეტაკებისას (მდ. ბალისწყალთან, 1220) თვით მეფეც კი დაიჭრა.

საშინაო პოლიტიკაში გიორგი IV-ს დავით აღმაშენებლისა და გიორგი III-ის პოლიტიკური ხაზის გატარება სურდა. ცდილობდა შეეზღუდა თამარ მეფის დროს დაწინაურებულ დიდებულ ფეოდალთა უფლებები და თავის თანამოასაკე და თანამოაზრეებზე დაყრდნობით განემტკიცებინა მეფის ცენტრალური ხელისუფლება. ეს კი სერიოზულ წინააღმდეგობას ქმნიდა ახალგაზრდა მეფესა და დიდებულებს შორის. ამ დაპირისპირების ანარეკლია ქართულ წყაროებში გიორგი IV-ის პიროვნების ურთიერთსაწინააღმდეგო დახასიათება. თუ მისი თანამედროვე ისტორიკოსის (ანონიმი ავტორი, ე. წ. „ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანე“) სიტყვებით,გიორგი IV იყო თავისი დიდი წინაპრების თამარ მეფისა და დავით აღმაშენებლის მსგავსი და სწორი, „მთავართა დამფასებელი და ეკლესიის პატივისმცემელი, ლომი ძალითა და უმანკო გონებითა, მშვიდი და განურისხებელი ბუნებითა, შვიდთა სამეფოსა მეფე, მონისაცა ერთისაცა მათრახისა არამკრველი... დაჭირებულთა განმკითხავი, ბჭე და მოსამართლე“, XIV ს. ისტორიკოსის (ანონიმი ავტორი, ე. წ. „ჟამთააღმწერელი“) ცნობით, გიორგი IV-ის სანიმუშო ყოფაქცევა და ეკლესიური ცხოვრება დიდხანს არ გაგრძელებულა. მალე მან თამარის ვაზირები მოიშორა თავიდან, შემოიკრიბა თანამოასაკენი და მათთან ერთად „დედათა უწესოთა თანა აღრევითა“ სმას და ღრეობას მიჰყო ხელი. გიორგი IV-ის პიროვნებაზე დიდგვაროვანთა წრეში გაბატონებული უარყოფითი თვალსაზრისი (რაც გახდა კიდეც ჟამთააღმწერლის შეფასების საფუძველი), მიუხედავად სუბიექტურობისა, გარკვეულწილად საქართველოს სამეფო კარზე შექმნილ უდარდელ და უზრუნველ ყოფას ასახავდა. თამარის ეპოქასა და გიორგი IV-ის მეფობის დასაწყისში მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვებებით შექმნილი ეიფორიით, ზედმეტი თავდაჯერებითა და ყურადღების მოდუნებით თუ აიხსნება ის ფაქტი, რომ ქარველმა პოლიტიკოსებმა ყურად არ იღეს განძის ათაბაგის თხოვნა, ერთად ებრძოლათ ირანისა და კავკასიისაკენ მომავალი უცნობი ძალის (მონღოლების) წინააღმდეგ. მათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ მონღოლების ვინაობაზე. ამავე მიზეზით ვერც 1220-1221 წწ. მიღებული დამარცხებებიდან გამოიტანეს შესაფერისი დასკვნები და მონღოლთა წასვლა საკუთარ დამსახურებადაც კი ჩათვალეს.

გიორგი IV წინაპრების მსგავსად საკმაოდ დიდ ყურადღებას უთმობდა ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას. მის ზრუნვას გელათის, ქვათახევისა და შიომღვიმის მონასტრებისადმი ადასტურებს სამიოდე შემორჩენილი საბუთი, თუმცა ამავე დროს გიორგი IV არღვევდა კიდეც საეკლესიო ნორმებს, რაც აშკარად გამოჩნდა ქორწინების საკითხთან მისი დამოკიდებულებით. სასულიერო და საერო ხელისუფალთა პროტესტის მიუხედავად, მეფემ ყოველგვარი წესების დარღვევით სცადა ცოლად მოეყვანა არასამეფო წარმომავლობის ქმრიაანი ქალი. მისგან გიორგი IV-ს შეეძინა ვაჟიშვილი დავითი (შემდგომში საქართველოს მეფე დავით VII ულუ). ეკლესიამ ჯვარი მაინც არ დასწერა, ხოლო დიდებულებმა გარკვეული დროის შემდეგ ქალი სასახლიდან გაიყვანეს და ქმარს დაუბრუნეს, გიორგი IV-ს ცოლის მოყვანა აღარც უფიქრია. ქართული კანონმდებლობიდან გამომდინარე, უკანონო შვილს არ ჰქონდა სამეფო ტახტის დაკავების უფლება, ამიტომ გიორგი IV-ის გარდაცვალების შემდეგ გამეფდა მისი და რუსუდანი.

მონღოლების წასვლის შემდეგ. გიორგი IV თავისი დის, რუსუდანის შარვან-შაჰზე დასანიშნად ბაგავანს ჩავიდა, სადაც ბალისწყალზე მიღებული ჭრილობის გამიზეზების შედეგად გარდაიცვალა. დაკრძალულია გელათში.

ჩვენამდე მოღწეულია გიორგი IV-ის ოთხი ფრესკული გამოსახულება (ბეთანია, ყინწვისი, ბერთუბანი, ნათლისმცემელი) და, აგრეთვე, 1210 წ. სპილენძის მონეტაზე ამოტვიფრული გიორგი IV საიმპერატორო რეგალიებით.

გ. ოთხმეზური

[რედაქტირება] წყაროები და ლიტერატურა

  • ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც.: ტ. 4, თბ., 1973;
  • ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანე ქართლის ცხოვრება, 1, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., თბ., 1955;
  • ჟამთა აღმწერელი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; სხეც-ი, ისტორიული საბუთების ფონდი: Qd-8511, Ad-18, 477;
  • ავალიშვილი ზ., ჯვაროსანთა დროიდან, თბ., 1989;
  • ბადრიძე შ., საქართველო და ჯვაროსნები, თბ., 1985;
  • ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, 2, თბ., 1965;
  • გვრიტიშვილი დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან (XIII- XIV სს.), თბ.,1962;
  • კეკელიძე კ., ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 1, თბ., 1956;
  • კიკნაძე რ., კიდევ ერთი ქართული წყარო ლაშა-გიორგის ისტორიისათვის, კრ., საქართველო რუსთაველის ხანაში, თბ., 1966; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 3, თბ., 1979;
  • საქართველოს მეფეები, თბ., 2000;
  • ცინცაძე ი., მონღოლები და საქართველო, თბ., 1966;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართ- ველი ერის ისტორია, წგ. 3, თბ., 1982 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 3).

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები