ეკატერინე (ქლიავის ჯიში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Ekaterine.jpg|thumb|250პქ|ეკატერინე]]
 
[[ფაილი:Ekaterine.jpg|thumb|250პქ|ეკატერინე]]
  
'''ეკატერინე'''  - '''(Catherine)'''. საფრანგეთში ფართოდ გავრცელებული ძველი შავი [[ქლიავი|ქლიავის]] ჯიშია, რომლისგანაც კარგი ხარისხის [[ჩირი]] მზადდება. ამერიკაში შეტანილი იყო კატალოგში უკვე 1862 წელს.
+
'''ეკატერინე'''  - '''([[Catherine]])'''. [[საფრანგეთი|საფრანგეთში]] ფართოდ გავრცელებული ძველი შავი [[ქლიავი|ქლიავის]] ჯიშია, რომლისგანაც კარგი ხარისხის [[ჩირი]] მზადდება. ამერიკაში შეტანილი იყო კატალოგში უკვე 1862 წელს.
  
 
[[საქართველო|საქართველოში]] ეს ჯიში ფართოდაა გავრცელებული ქართლის რაიონებში ხშირად [[იტალიური ვენგერკა|იტალიური ვენგერკის]] ან [[აჟანის ვენგერკა|აჟანის]] სახელწოდებით (გორი, მერეთი).
 
[[საქართველო|საქართველოში]] ეს ჯიში ფართოდაა გავრცელებული ქართლის რაიონებში ხშირად [[იტალიური ვენგერკა|იტალიური ვენგერკის]] ან [[აჟანის ვენგერკა|აჟანის]] სახელწოდებით (გორი, მერეთი).

16:21, 14 დეკემბერი 2018-ის ვერსია

ეკატერინე

ეკატერინე - (Catherine). საფრანგეთში ფართოდ გავრცელებული ძველი შავი ქლიავის ჯიშია, რომლისგანაც კარგი ხარისხის ჩირი მზადდება. ამერიკაში შეტანილი იყო კატალოგში უკვე 1862 წელს.

საქართველოში ეს ჯიში ფართოდაა გავრცელებული ქართლის რაიონებში ხშირად იტალიური ვენგერკის ან აჟანის სახელწოდებით (გორი, მერეთი).

ქართლის პირობებში ეკატერინემ საუკეთესო პირობები ჰპოვა.

ხე

ხე კარგად იზრდება და უხვ მოსავალს იძლევა, საშუალოდ 35 ცენტნერს ერთი ჰექტარიდან. ნაყოფისაგან მზადდება საუკეთესო ჩირი, რომელიც შაქრიანობით იტალიურ ვენგერკიდან დამზადებულ ჩირს არ ჩამოუვარდება, მხოლოდ სიმსხოსა და ფერის მხრივ ვერ შეედრება იტალიური ვენგერკიდან დამზადებულ ჩირს. ეკატერინე ნაკლებ მოთხოვნილებას უყენებს გარემო პირობებს.

ხე ხასიათდება უკუპირამიდული ფორმის ვარჯით, ხშირად დატოტვით. ერთწლიანი ყლორტები მოწითალო ფერისაა. ფოთოლი წვრილია, უკუკვერცხისებრი ფორმის, წვრილად დაკბილული კიდეებით. ყვავილობა ადრეული იცის. ჯიში თვითფერტილია.

ნაყოფი

ნაყოფი წვრილია ან საშუალო ზომის, ფორმით მოკლე ბოთლისებრი.

კანი მკვრივია, სქელი, არ სცილდება ნაყოფის ხორცს, მომწვანო–ყვითელია, შეფერვა ვარდისფერია; ემჩნევა უფრო მუქი წითელი წინწკლები, ზევიდან გადაჰკრავს ცვილისებრი ფიფქი, რომელიც ნაყოფს მოლურჯო ფერს აძლევს.

ხორცი მოყვითალო ფერისაა, მკვრივი, წვნიანი, ძლიერ ტკბილი.

კურკა ნაყოფის ხორცს არ სცილდება.

ნაყოფი მწიფდება სექტემბრის დასაწყისში.

ქართლისა და კახეთის პირობებში ქლიავის ჯიში ეკატერინე თავისი უხვი მოსავლიანობის, ნაყოფის მაღალი ღირსებისა და გარემო პირობებისადმი მცირე მოთხოვნილების გამო ერთ–ერთ ჯიშად უნდა იქნეს შეტანილი საოჯახო და სამრეწველო ჯიშთა ასორტიმენტში.



წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი = Атлас культурной флоры Грузии = Atlas for the cultivated Flora of Georgia / ნ. ხომეზურიშვილი და ელ. ერისთავი ; საქართველოს სსრ მიწსახკომი. ლ.პ. ბერიას სახელ. სას.-სამ. ინსტიტუტი. - თბილისი : ტექნიკა და შრომა, 1939-1951. - 30 სმ[MFN: 51572] თემატიკა: - საქართველოს კულტურული ფლორის ატლასები; ტ. 2 : საქართველოს სამრეწველო ხილის ჯიშები = Промышленные сорта плодов Грузии = Varietes of commercial Georgian Fruits. - 1941. - 217, LIV გვ. : ილ., 71 ჩართ. ფურც. ფერ. ილ.. - დამატებითი თავფურცელი რუსულ, ინგლისურ ენებზე. - ტექსტი ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე. - 73მ., ყდა 7მ., 2500ც.[MFN: 52879] UDC: 634.1/7:631.526.32 თემატიკა: - ხილის ჯიშები საქართველოში;

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები