ერთა ლიგის საქართველოს ასოციაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ერთა ლიგის საქართველოს ასოციაცია''' - [[საქართველო|საქართველოს]] დემოკრატიული რესპუბლიკის [[ერთა ლიგა]]ში გაწევრიანებისთვის შექმნილი საზოგადოება, რომლის მიზანი იყო ამ საკითხის პოპულარიზება. დაარსდა ქ. ტფილისში 1919 წლის 7 დეკემბერს. ასოციაციის პრეზიდენტი - [[ლომთათიძე ალექსანდრე|ალ. ლომთათიძე]], ვიცე-პრეზიდენტი - ვახტანგ ღამბაშიძე. გამგეობის წევრები: [[გიორგი ლასხიშვილი]], [[რაჟდენ არსენიძე]], პეტრე საყვარელიძე, [[გიორგი გვაზავა]], [[გრიგოლ ვეშაპელი]].
+
'''ერთა ლიგის საქართველოს ასოციაცია''' - [[საქართველო|საქართველოს]] დემოკრატიული რესპუბლიკის [[ერთა ლიგა]]ში გაწევრიანებისთვის შექმნილი საზოგადოება, რომლის მიზანი იყო ამ საკითხის პოპულარიზება. დაარსდა ქ. ტფილისში 1919 წლის 7 დეკემბერს. [[ასოციაცია (ორგანიზაცია)|ასოციაციის]] პრეზიდენტი - [[ლომთათიძე ალექსანდრე|ალ. ლომთათიძე]], ვიცე-პრეზიდენტი - ვახტანგ ღამბაშიძე. გამგეობის წევრები: [[გიორგი ლასხიშვილი]], [[რაჟდენ არსენიძე]], პეტრე საყვარელიძე, [[გიორგი გვაზავა]], [[გრიგოლ ვეშაპელი]].
  
ასოციაციის წარმომადგენლები ერთა ლიგის ბრიუსელის კონგრესზე იყვნენ [[კარლო ჩხეიძე]] და [[ზურაბ ავალიშვილი]]. ასოციაცია საგანგებო მანდატით აღჭურვილ პირთა მეშვეობით პირდაპირ ურთიერთობას ამყარებდა ერთა ლიგის სხვადასხვა მოქმედ სტრუქტურებთან. ერთა ლიგის ქართული ასოციაციის ძალისხმევით, 1920 წლის 12-16 ოქტომბერს მილანში გამართულ ერთა ლიგის საერთაშორისო ასოციაციების მეოთხე კონგრესზე საქართველოს საკითხი სერიოზული მსჯელობის საგანი გახდა. კონგრესზე ერთა ლიგის საქართველოს ასოციაცია ერთხმად იქნა მიღებული ერთა ლიგის მსოფლიო ასოციაციის წევრად. ამ პოლიტიკური წარმატების შემდეგ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ კიდევ უფრო გაააქტიურა მოღვაწეობა ერთა ლიგის სრულუფლებიანი წევრობის მოსაპოვებლად.
 
ხაზი 6: ხაზი 6:
 
[[ანექსია|ანექსიის]] ფაქტი. ამასთან, კონგრესმა ერთა ლიგას მოუწოდა, [[საერთაშორისო სამართალი|საერთაშორისო სამართლის]] ნორმებიდან გამომდინარე, დახმარებოდა საქართველოს ქვეყანაში ნორმალური ვითარების აღსადგენად.
 
::::::::::::::::::::::::::::::::::::::'''''ბონდო კუპატაძე'''''
+
'''''ბონდო კუპატაძე'''''
  
==წყარო==
 
==წყარო==

მიმდინარე ცვლილება 17:02, 1 დეკემბერი 2022 მდგომარეობით

ერთა ლიგის საქართველოს ასოციაცია - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ერთა ლიგაში გაწევრიანებისთვის შექმნილი საზოგადოება, რომლის მიზანი იყო ამ საკითხის პოპულარიზება. დაარსდა ქ. ტფილისში 1919 წლის 7 დეკემბერს. ასოციაციის პრეზიდენტი - ალ. ლომთათიძე, ვიცე-პრეზიდენტი - ვახტანგ ღამბაშიძე. გამგეობის წევრები: გიორგი ლასხიშვილი, რაჟდენ არსენიძე, პეტრე საყვარელიძე, გიორგი გვაზავა, გრიგოლ ვეშაპელი.

ასოციაციის წარმომადგენლები ერთა ლიგის ბრიუსელის კონგრესზე იყვნენ კარლო ჩხეიძე და ზურაბ ავალიშვილი. ასოციაცია საგანგებო მანდატით აღჭურვილ პირთა მეშვეობით პირდაპირ ურთიერთობას ამყარებდა ერთა ლიგის სხვადასხვა მოქმედ სტრუქტურებთან. ერთა ლიგის ქართული ასოციაციის ძალისხმევით, 1920 წლის 12-16 ოქტომბერს მილანში გამართულ ერთა ლიგის საერთაშორისო ასოციაციების მეოთხე კონგრესზე საქართველოს საკითხი სერიოზული მსჯელობის საგანი გახდა. კონგრესზე ერთა ლიგის საქართველოს ასოციაცია ერთხმად იქნა მიღებული ერთა ლიგის მსოფლიო ასოციაციის წევრად. ამ პოლიტიკური წარმატების შემდეგ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ კიდევ უფრო გაააქტიურა მოღვაწეობა ერთა ლიგის სრულუფლებიანი წევრობის მოსაპოვებლად.

საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდგომ დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ემიგრაციაში გააგრძელა საერთაშორისო ასპარეზზე მუშაობა საქართველოს საკითხის პოპულარიზაციის მიზნით. 1934 ინგლისში გაიმართა ერთა ლიგის დამხმარე ასოციაციის საერთაშორისო კონგრესი, რომელსაც დაესწრო მსოფლიოს მრავალი ქვეყნის დელეგაცია. საქართველოს დელეგაციაში შედიოდნენ ევგენი გეგეჭკორი, გიორგი გვაზავა და ანდრო გუგუშვილი. ერთ-ერთ სხდომაზე კონგრესმა განიხილა საქართველოს საკითხი. მოხსენება კონგრესს გიორგი გვაზავამ წარუდგინა. ის შეეხო იმ მომენტებს, რომელიც საქართველოს უფლებას აძლევდა, მოეთხოვა 1921 დაკარგული დამოუკიდებლობის აღდგენა. ერთა ლიგის დამხმარე ასოციაციის კონგრესმა დაადასტურა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციისა და ანექსიის ფაქტი. ამასთან, კონგრესმა ერთა ლიგას მოუწოდა, საერთაშორისო სამართლის ნორმებიდან გამომდინარე, დახმარებოდა საქართველოს ქვეყანაში ნორმალური ვითარების აღსადგენად.

ბონდო კუპატაძე

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები