ესპანეთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ესპანეთის დროშა

ესპანეთი - (Espana - ესპანეთის სახელმწიფო), სახელმწიფო სამხრეთ-დასავლეთ ევროპაში. უჭირავს პირეინეს ნახევარკუნძულის 5/6, ბალეარის კუნძულები ხმელთაშუა ზღვაში და კანარის კუნძულები ატლანტის ოკეანეში. ჩრდილოეთით აკრავს ბისკაის ყურე, ჩრდილო-დასავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით - ატლანტის ოკეანე, სამხრეთით და აღმოსავლეთით - ხმელთაშუა ზღვა. ესპანეთის მმართველობაში ასევე იმყოფება ჩრდილოეთ აფრიკის სანაპიროზე მდებარე ქალაქები სეუტა და მელილია მიმდებარე ტერიტორიებით.

ფართობი - 504,8 ათ. კმ2.

მოსახლეობა - 45,3 მლნ. კაცი (2012).

ოფიციალური ენა – ესპანური.

დედაქალაქი – ქ. მადრიდი.

ადმინისტრაციულად იყოფა 17 ავტონომიურ მხარეში შემავალ 50 პროვინციად.

ესპანეთი საპარლამენტო მონარქიაა.

სახელმწიფოს მეთაურია მეფე.

საკანონმდებლო ხელისუფლება ეკუთვნის გენერალურ კორტესებს (ორპალატიან პარლამენტს).

აღმასრულებელი ხელისუფლება – მთავრობას.

ესპანეთი ნატოს წევრიქვეყანაა.

ესპანეთი განვითარებული ინდუსტრიული ქვეყანაა. დასავლეთ ევროპაში მეხუთე ადგილი უკავია სამრეწველო წარმოების პროდუქციის მხრივ. ესპანეთი საერთაშორისო ტურიზმის მსხვილი რეგიონია.

სამხედრო მრეწველობა უშვებს საარტილერიო და ცეცხლსასროლ იარაღს, ჯავშანტრანსპორტიორებს, სამხედრო ხომალდებს, საბრძოლო მასალებს.

მთავარი საზღვაო პორტებია: ბილბაო, ალხესირასი, ტარაგონა, ბარსელონა, ვალენსია, ხიხონი, ლა-კორუნია, კარტახენა.

მთავარი საერთაშორისო აეროპორტებია: მადრიდი, ბარსელონა, ბილბაო, პალმა (კუნძული მალიორკა).

შეიარაღებული ძალების საერთო შემადგენლობა - 128,2 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 78,1 ათ., სამხედრო-საზღვაო 21,6 ათ. და სამხედრო-საჰაერო ძალები 28,5 ათ. გასამხედროებული ფორმირებაა სამოქალაქო გვარდია - 72,6 ათ. კაცი. შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება ხდება დაქირავებით.

წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები