თოფურიძე დიომიდე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 9: ხაზი 9:
 
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია საბჭოთა რუსეთის მიერ|საბჭოთა ოკუპაციის]] შემდეგ დარჩა საქართველოში, შეწყვიტა პოლიტიკური საქმიანობა. 1923 დააპატიმრეს. შემდგომში მუშაობდა საბჭოთა საქართველოს სხვადასხვა უწყებაში. ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას. 1937 წლის ბოლოს „მენშევიკური ცენტრის“ წევრობის ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს.
 
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია საბჭოთა რუსეთის მიერ|საბჭოთა ოკუპაციის]] შემდეგ დარჩა საქართველოში, შეწყვიტა პოლიტიკური საქმიანობა. 1923 დააპატიმრეს. შემდგომში მუშაობდა საბჭოთა საქართველოს სხვადასხვა უწყებაში. ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას. 1937 წლის ბოლოს „მენშევიკური ცენტრის“ წევრობის ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს.
  
::::::::::::::::::::::::::'''''ლელა სარალიძე'''''
+
'''''ლელა სარალიძე'''''
  
 
==ლიტერატურა==
 
==ლიტერატურა==
ხაზი 23: ხაზი 23:
 
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]]
 
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]]
  
[[კატეგორია:ქართველი პოლიტიკოსები]]
+
[[კატეგორია:ქართველი პოლიტიკური მოღვაწენი]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები]]
 
[[კატეგორია:სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები]]
 
[[კატეგორია:სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები]]

მიმდინარე ცვლილება 23:31, 4 ოქტომბერი 2023 მდგომარეობით

დიომიდე თოფურიძე

თოფურიძე დიომიდე ალექსანდრეს ძე - (დ. - 16.VIII.1871, სოფ. ხობი, ზუგდიდის მაზრ. - გ. - 11.XII. 1937) - ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, სოციალ-დემოკრატი, ჟურნალისტი.

სარჩევი

[რედაქტირება] ბიოგრაფია

უმაღლესი განათლება ჟენევის და პარიზის იურიდიულ ფაკულტეტებზე მიიღო. იყო პუბლიცისტი, ერთხანს გაზეთ „კვალის“ რედაქტორი, შემდეგ რუსულ გამოცემებში მუშაობდა სარატოვსა და მოსკოვში. 1903 წელს მონაწილეობა მიიღო რსდმპ-ის II ყრილობაზე და მიემხრო მენშევიკებს. პარტიული საქმიანობის გამო, არაერთხელ დააპატიმრეს.

რუსეთის დემოკრატიული რევოლუციის შემდეგ, ერთხანს იყო სარატოვის საგუბერნიო საზოგადო კომიტეტის თავმჯდომარე, სარატოვის გუბერნიის კომისარი. ამიერკავკასიის და შემდეგ საქართველოს მომარაგების კომიტეტის თავმჯდომარე. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ენერგიულად ჩაერთო ქვეყნის მშენებლობის საქმეში. იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი. 1919 მუშაობდა ბათუმში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელად. აქტიურად იყო ჩართული ბათუმში მყოფ ინგლისის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებში, სადაც არაერთხელ დაისვა როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დე ფაქტო და დე იურე აღიარების საკითხი. 1919 სოციალ-დემოკრატიულ გაზეთ - „ერთობაში“ დიომიდე თოფურიძის სტატია გამოქვეყნდა სათაურით: „საქართველოს ფინანსური და ეკონომიკური საკითხები“. 1919 აირჩიეს ქუთაისის ქალაქის თავად.

საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში, შეწყვიტა პოლიტიკური საქმიანობა. 1923 დააპატიმრეს. შემდგომში მუშაობდა საბჭოთა საქართველოს სხვადასხვა უწყებაში. ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას. 1937 წლის ბოლოს „მენშევიკური ცენტრის“ წევრობის ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს.

ლელა სარალიძე

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 107;
  • ის. რამიშვილი, „მოგონებები“, თბ., 2012;
  • გაზ. „ერთობა“, 1919, №74;

[რედაქტირება] იხილე აგრეთვე

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები