თრუსო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:TRUSO.PNG|thumb|250პქ|თრუსოს ხეობა]]
 
'''თრუსო''' –  ხეობა ყაზბეგის რ-ში. ეს რეგიონი ძირითადად სამ ხეობაშია მოქცეული: თერგის ხეობა, თრუსოს ხეობა და სნოს ხეობა. პირველი მთლიანად მოხევეებით არის დასახლებული, მეორე – ძირითადად ოსებით, სნოს ხეობაში კი მოხევეებთან ერთად ხევსურებიც  ცხოვრობენ.  
 
'''თრუსო''' –  ხეობა ყაზბეგის რ-ში. ეს რეგიონი ძირითადად სამ ხეობაშია მოქცეული: თერგის ხეობა, თრუსოს ხეობა და სნოს ხეობა. პირველი მთლიანად მოხევეებით არის დასახლებული, მეორე – ძირითადად ოსებით, სნოს ხეობაში კი მოხევეებთან ერთად ხევსურებიც  ცხოვრობენ.  
  

მიმდინარე ცვლილება 00:13, 30 მარტი 2024 მდგომარეობით

თრუსოს ხეობა

თრუსო – ხეობა ყაზბეგის რ-ში. ეს რეგიონი ძირითადად სამ ხეობაშია მოქცეული: თერგის ხეობა, თრუსოს ხეობა და სნოს ხეობა. პირველი მთლიანად მოხევეებით არის დასახლებული, მეორე – ძირითადად ოსებით, სნოს ხეობაში კი მოხევეებთან ერთად ხევსურებიც ცხოვრობენ.

თრუსოს ხეობა მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდილო კალთებზე, ცენტრალურსა და აღმოსავლეთ კავკასიონს შორის გარდამავალ ზონაში, მდინარე თერგის სათავეებში. თრუსო თერგის ხეობის ზემო წელს მოიცავს. დასავლეთით მას საქართველოს ძირძველი ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარე დვალეთი ესაზღვრება, რომელიც 1858 წლიდან რუსეთის შემადგენლობაშია. ჩრდილოეთით კი თრუსოს საზღვარი აქვს ოსეთის ქურთათის ხეობასთან. სამხრეთ-დასავლეთიდან გარკვეულ მონაკვეთზე თრუსოს საზღვარი აქვს თვითგამოცხადებულ ე. წ. სამხრეთ ოსეთთან.

თერგის ხეობის ზემო წელში ოდესღაც მთის ტყე იყო გავრცელებული, მაგრამ ტყის გაჩეხის გამო, მისი ადგილი მეორად სუბალპურ მდელოებს უჭირავს. თრუსოში ძველად არსებული ტყის ადგილზე ამჟამად მხოლოდ ბუჩქნარებია (არყისა და ცირცელის მონაწილეობით) წარმოდგენილი. ხე-ტყე თრუსოს მოსახლეობას ხარებით ძირითადად დიდი ლიახვის სათავიდან – მაღრან-დვალეთიდან – შემოჰქონდა (მოხევეები კი ძირითადად მთიულეთის ტყეებით სარგებლობდნენ). მთური ლანდშაფტი თავისთავად განაპირობებდა აქაურთა სამეურნეო საქმიანობას. ხევთან შედარებით თრუსოში უფრო მეტი იყო სახნავ-სათესი ადგილები, მაგრამ აქაც ის შეზღუდული რაოდენობით არსებობდა. თრუსოში ბევრი იყო საძოვარი, შესაბამისად ადგილობრივთა სამეურნეო საქმიანობის ძირითად სფეროს მეცხოველეობა წარმოადგენდა. მხარეში გვხვდება ალპური და სუბალპური ფაუნისტური სახეობები: კავკასიური ჯიხვი, არჩვი, ნიამორი; მტაცებლებიდან – მგელი, მელა, მურა დათვი, კვერნა, დედოფალა. ეს კი ადგილობრივთა სამონადირეო საქმიანობასაც განაპირობებდა. მდინარეში არის კალმახი და თევზის სხვა სახეობები.

თრუსო დღეს გაუკაცრიელებულია. ადგილობრივი ოსური მოსახლეობა ჩრდილოეთ ოსეთისაკენ ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდის დასაწყისში დაიძრა. ამისაკენ მათ ახლოს მდებარე ორჯონიკიძის საქალაქო ცხოვრება იზიდავდა (აქეთკენ მიისწრაფოდა ადგილობრივი ქართული მოსახლეობაც), შემდეგ 1944 წელს თრუსოელთა გარკვეული ნაწილი (მესამედი) ინგუშთა განსახლების არეალში (პრიგოროდნი რაიონში) საბჭოთა ხელისუფლებამ ჩაასახლა. საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე თრუსოში დარჩენილი ოსები მასობრივად აიყარნენ და გადასახლდნენ ჩრდილოეთ ოსეთში, რომლებმაც გაირეკეს მრავალრიცხოვანი საქონელი, რომელიც კოლექტიურ მეურნეობებს ეკუთვნოდა.

ტოპონიმ თრუსოს მეცნიერული ეტიმოლოგია არ მოგვეპოვება. XIV-XV საუკ ისტორიულ თხზულებაში „ძეგლი ერისთავთა“ ეს ტოპონიმი მოხსენიებულია როგორც თრუსუ: („მაშინ ჩავიდა თრუსუს (ვირშელ ერისთავი, გ.ბ.) და მოეგებნეს თრუსუელნი მრავლითა ძღუენითა“; „მოაოჴრნეს ყოველნი ჴევნი დვალეთისანი და შემუსრნეს და დაარღჳნეს ყოველნი ციხენი თრუსუით აჩაბეთამდის“.

ჩვენი ფიქრით ტოპონიმი თრუსო უნდა მომდინარეობდეს მცენარე ურძნის (ურძანი, ურძენი) ინგუშური სახელისაგან თურსა, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის მიკროტოპონიმიაში ერთობ ხელშესახებად არის წარმოდგენილი. თუშეთში, მაგალითად, ხშირად გვხვდება ადგილის სახელად თურსიეხ-ი და სათურსო-ან-ი (ს.ომალო), რომელიც აშკარად გვავარაუდებინებს თურს- ფუძეს. მიკროტოპონიმი სათურსოანი სწორედ „ურძნ-იან“ად არის განმარტებული თუში მკვლევრის გ. კურდღელაიძის მიერ.

მაშასადამე, ტოპონიმი თრუსო მიღებული გვქონია მცენარე ურძნის ჩაჩნურ-ინგუშური სახელწოდებისაგან თ–ურსა. მოსალოდნელია, თურსა თავდაპირველად ერქვა ამ ხეობის ერთ რომელიმე კონკრეტულ ობიექტს, შემდეგ კი ეს მიკროტოპონიმი მთელი ხეობის სახელად ქცეულა. ტოპონიმს განვითარების ასეთი გზა გაუვლია: თურსა – თრუსა – თრუსო.

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები