იაკქოსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:52, 30 ივნისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
იაკქოსი – (ბერძნ.) ელევსინური ღვთაება, მცენარეული სამყაროს აღორძინების სიმბოლო.
ელევსინში დემეტრესადმი მიძღვნილი მისტერიების დროს წამოიძახებდნენ ხოლმე „იაკქ“ და ეს წამოძახილი ღვთაების სახელად იქცა. მოგვიანებით იაკქოსს მიიჩნევდნენ დემეტრეს ან პერსეფონეს ვაჟიშვილად. შეიქმნა მითოსი, სადაც ტიტანების მიერ დაგლეჯილი იაკქოსი კვლავ აღსდგება დიონისეს სახელით.