მხარგრძელი სარგის (I)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
 
(2 მომხმარებლების 5 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 
'''სარგის (I) მხარგრძელი''' - ზაქარია (I) მხარგრძელის ძე, [[ამირსპასალარი]] 1185-1187 წწ. მხარგრძელთა საგვარეულომ რამდენიმე ნიჭიერი სახელმწიფო მოღვაწე მისცა [[საქართველო|საქართველოს]] სამეფოს, რომელთა შორის გამოირჩეოდნენ სარგის (I) მხარგრძელი, მისი ძეები - ზაქარია და [[ივანე მხარგრძელი|ივანე მხარგრძელები]].  
 
მხარგრძელთა წინაპრები ყოფილან ქურთები, რომლებსაც დაახლოებით, XI ს-ის შუა ხანებში დაუტოვებიათ თავიანთი პირველსაცხოვრისი - „[[ბაბილონი|ბაბილონის]] ქვეყანა“ და დასახლებულან ქვემო ქართლში, იმჟამად ტაშირ-ძორაგეტის სომხურ სამეფოში. მალე ამ სამეფოს მიწა-წყალი (XI ს-ის 60-იანი წწ.) ქართულმა სახელმწიფომ დაიბრუნა. მხარგრძელთა რეზიდენცია ხოჟორნი (ჩრდილოეთ სომხეთი) XII ს-ში ორბელთა საგანმგებლოში შედიოდა, რის გამოც მხარგრძელები ორბელთა ვასალები გამხდარან.  
+
მხარგრძელთა წინაპრები ყოფილან ქურთები, რომლებსაც დაახლოებით, XI ს-ის შუა ხანებში დაუტოვებიათ თავიანთი პირველსაცხოვრისი - „[[ბაბილონი|ბაბილონის]] ქვეყანა“ და დასახლებულან ქვემო ქართლში, იმჟამად ტაშირ-ძორაგეტის სომხურ სამეფოში. მალე ამ სამეფოს მიწა-წყალი (XI ს-ის 60-იანი წწ.) ქართულმა სახელმწიფომ დაიბრუნა. მხარგრძელთა რეზიდენცია ხოჟორნი (ჩრდილოეთ [[სომხეთი]]) XII ს-ში ორბელთა საგანმგებლოში შედიოდა, რის გამოც მხარგრძელები ორბელთა ვასალები გამხდარან.  
  
პირველი ცნობები სარგის (I)-ის შესახებ ქართულ წყაროებში გიორგი III-ის დროიდან ჩნდება. 1161 წ. შადადიანებისათვის ანისის წართმევის შემდეგ, ამირსპასალარმა ივანე ორბელმა, სავარაუდოდ, სარგისი დანიშნა ანისში თავის „თანაშემწედ“. 1174-1178 წწ-ში ანისის ხელმეორედ შემოერთებისას ივანე ორბელს ქალაქის მმართველობაში სარგისისათვის კვლავ უნდა გადაებარებინა მაღალი თანამდებობა. აღარწინის წარწერაში სარგისი ანტონ ჭყონდიდელთან ერთად „დიდ იშხანთა“ შორისაა მოხსენიებული და „[[ამირა|ამირად]]“ იწოდება. გამოთქმულია მოსაზრება, რომ მოცემულ შემთხვევაში „მისი ამირობა“ ძორაგეტის მთავრობას გულისხმობდა. ანისის ფლობა-გამგებლობასთან ჩანს დაკავშირებული სარგისის მიერ „შაჰანშაჰის“ (''სპარს. შაჰან-შაჰან, მეფეთ-მეფე'') ტიტულის ფლობა, რითაც იგი მოხსენიება თანადროულ წყაროებში (''შ. მესხია'').
 
ხაზი 11: ხაზი 11:
  
==წყაროები და ლიტერატურა==
 
==წყაროები და ლიტერატურა==
ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი 1959: 6, 33; მესხია 1979: 223, 276-277, 280-282, 285, 287-288, 291.
+
* ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი 1959: 6, 33;  
 
+
* მესხია 1979: 223, 276-277, 280-282, 285, 287-288, 291.
  
==წყარო==
 
==წყარო==
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი 2017
+
[[ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში]]
 
+
  
[[კატეგორია:ამირსპასალარები]]
 
[[კატეგორია:ამირსპასალარები]]
[[კატეგორია:საქართველოს ამირები]]
+
[[კატეგორია:ამირები]]
 +
[[კატეგორია:მხარგრძელები]]

მიმდინარე ცვლილება 11:36, 16 ივნისი 2023 მდგომარეობით

სარგის (I) მხარგრძელი - ზაქარია (I) მხარგრძელის ძე, ამირსპასალარი 1185-1187 წწ. მხარგრძელთა საგვარეულომ რამდენიმე ნიჭიერი სახელმწიფო მოღვაწე მისცა საქართველოს სამეფოს, რომელთა შორის გამოირჩეოდნენ სარგის (I) მხარგრძელი, მისი ძეები - ზაქარია და ივანე მხარგრძელები.

მხარგრძელთა წინაპრები ყოფილან ქურთები, რომლებსაც დაახლოებით, XI ს-ის შუა ხანებში დაუტოვებიათ თავიანთი პირველსაცხოვრისი - „ბაბილონის ქვეყანა“ და დასახლებულან ქვემო ქართლში, იმჟამად ტაშირ-ძორაგეტის სომხურ სამეფოში. მალე ამ სამეფოს მიწა-წყალი (XI ს-ის 60-იანი წწ.) ქართულმა სახელმწიფომ დაიბრუნა. მხარგრძელთა რეზიდენცია ხოჟორნი (ჩრდილოეთ სომხეთი) XII ს-ში ორბელთა საგანმგებლოში შედიოდა, რის გამოც მხარგრძელები ორბელთა ვასალები გამხდარან.

პირველი ცნობები სარგის (I)-ის შესახებ ქართულ წყაროებში გიორგი III-ის დროიდან ჩნდება. 1161 წ. შადადიანებისათვის ანისის წართმევის შემდეგ, ამირსპასალარმა ივანე ორბელმა, სავარაუდოდ, სარგისი დანიშნა ანისში თავის „თანაშემწედ“. 1174-1178 წწ-ში ანისის ხელმეორედ შემოერთებისას ივანე ორბელს ქალაქის მმართველობაში სარგისისათვის კვლავ უნდა გადაებარებინა მაღალი თანამდებობა. აღარწინის წარწერაში სარგისი ანტონ ჭყონდიდელთან ერთად „დიდ იშხანთა“ შორისაა მოხსენიებული და „ამირად“ იწოდება. გამოთქმულია მოსაზრება, რომ მოცემულ შემთხვევაში „მისი ამირობა“ ძორაგეტის მთავრობას გულისხმობდა. ანისის ფლობა-გამგებლობასთან ჩანს დაკავშირებული სარგისის მიერ „შაჰანშაჰის“ (სპარს. შაჰან-შაჰან, მეფეთ-მეფე) ტიტულის ფლობა, რითაც იგი მოხსენიება თანადროულ წყაროებში (შ. მესხია).

1177/1178 წ. ორბელთა ამბოხების დროს სარგის მხარგრძელი ორბელთა ვასალობიდან გამოდის და უშუალოდ მეფის მფარველობაში შედის. არ არის გამორიცხული, რომ ამ ნაბიჯს და მხარგრძელთა შემდგომ აღზევებას გარკვეულწილად ხელი შეუწყო მისმა ნათესაურმა კავშირებმა და თბილისის მმართველ ოჯახთან მოყვრობამ (მას ცოლად ჰყავდა არწრუნთა შთამომავალი, ვაჰრამის ქალიშვილი საგდუხტი, თბილისის ამირა ვასაკის და ქურდის და; მისი ასული ვანენი კი დაქორწინებული იყო აბასზე, სომეხ კვირიკიანთა შთამომავალზე. სარგის მხარგრძელი ამირსპასალარად დაინიშნა 1185 წ. ყუთლუ არსლანის ამბოხის შემდეგ. თამარის პირველი ისტორიკოსის დახასიათებით, იგი იყო „კაცი გუარიანი და აღზრდილი ლაშქრობათა შინა და ჭაბუკობათა“, მას თამარმა „უბოძა ლორე სათავადო და სამთავრო სომხითსა შინა, და წყალობა ყო ძისაცა მისისა ზაქარიას დალოცვითა, და ითაყუანა დარბაზის ყმად უმცროსი შვილი მისი ივანე“. დვინის ლაშქრობის შემდგომ ახლო ხანებში, 1187 წ. სარგისი გარდაიცვალა.

[რედაქტირება] წყაროები და ლიტერატურა

  • ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი 1959: 6, 33;
  • მესხია 1979: 223, 276-277, 280-282, 285, 287-288, 291.

[რედაქტირება] წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები