ომის ბაზა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ომის ბაზა - ომის ბაზისი, ეკონომიკური, სოციალური, სამხედრო-გეოგრაფიული და სხვა პირობების ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს ომის (საომარი მოქმედებების) წარმოების მატერიალურ საფუძველს.

ტერმინი „ომის ბაზა“ იხმარებოდა XX საუკუნის დამდეგამდე და გამოხატავდა მასობრივი არმიების ორგანიზაციის, მათ მიერ საომარი მოქმედებების წარმოების, ზოგჯერ - ომის მიმდინარეობისა და შედეგის დამოკიდებულებას ქვეყნის განვითარების დონეზე, მოსახლეობისა და სამხედრო ტექნიკის რაოდენობასა და ხარისხზე.

ზოგჯერ ტერმინს „ომის ბაზა“ აიგივებდნენ საოპერაციო ბაზასთან. სამხედრო თეორიაში აღარ იხმარება I მსოფლიო ომის შემდეგ.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები