სამხედრო თეორია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამხედრო თეორია

1. ძირითადი იდეების სისტემა, განზოგადებული მონაცემები ომის წარმოების და სამხედრო საქმის შესახებ. წარმოადგენს სამხედრო პრაქტიკის გააზრებას, მისი დებულებებისა და ფორმების განსაზღვრას; არის სამხედრო საქმიანობის თეორიული საფუძველი და მისი შედეგების განზოგადება. სამხედრო თეორია ავლენს კანონზომიერებებს და ტენდენციებს, რომელთა გაუთვალისწინებლად შეუძლებელია ეფექტიანად გადაწყდეს სამხედრო-პოლიტიკური, ოპერატიულსტრატეგიული, სამხედრო-ტექნიკური და სხვა პრობლემები.

სამხედრო თეორიის შეფასებები და დასკვნები ასახვას პოვებენ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიებში (სამხედრო დოქტრინებში), სამხედრო კონცეფციებში, სამხედრო წესდებებში და სხვა. ომის პრაქტიკა ხელს უწყობს სამხედრო თეორიის განვითარებას.


2. მეცნიერული ცოდნა, რომელიც გვაძლევს ერთიან წარმოდგენას სამხედრო საქმის გარკვეულ დარგებს შორის კანონზომიერებებსა და კავშირებზე. სამხედრო საქმიანობის სახეობების და ფორმების მრავალფეროვნება განაპირობებს სხვადასხვა სამხედრო თეორიების არსებობას (სამხედრო მშენებლობის თეორია, სამხედრო ხელოვნების თეორია, შეიარაღების თეორია, სროლის თეორია, სამხედრო სამართლის თეორია და სხვა).


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები