პანდორა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Pandora da promete.jpg|thumb|300პქ|'''პანდორა და პრომეთე'''. <br />[[გრავიურა]] (ძვ.წ. III-II ს.ს.), პარიზი, ლუვრი]]
 
[[ფაილი:Pandora da promete.jpg|thumb|300პქ|'''პანდორა და პრომეთე'''. <br />[[გრავიურა]] (ძვ.წ. III-II ს.ს.), პარიზი, ლუვრი]]
'''პანდორა''' – ''(ბერძნ.)'' „ყველასგან დასაჩუქრებული“. პირველი ქალი, რომელიც [[ზევსი]]ს ნებით შექმნა [[ჰეფესტოსი|ჰეფესტომ]] (სხვა ვერსიით, [[ათენა]]მ).ეს იყო [[პრომეთე]]ს სასჯელი, რადგანაც მან ღმერთებს მოჰპარა ცეცხლი და ადამიანებს უბოძა.
+
'''პანდორა''' – ''(ბერძნ.)'' „ყველასგან დასაჩუქრებული“. პირველი ქალი, რომელიც [[ზევსი]]ს ნებით შექმნა [[ჰეფესტოსი|ჰეფესტომ]] (სხვა ვერსიით, [[ათენა]]მ).ეს იყო [[პრომეთე]]ს სასჯელი, რადგანაც მან ღმერთებს მოჰპარა [[ცეცხლი]] და ადამიანებს უბოძა.
  
 
ზევსმა იხმო ღმერთი ჰეფესტო და ღვთაებრივი სილამაზის ქალის შექმნა უბრძანა. ჰეფესტომ ჩვეული ოსტატობით აღასრულა ეს ბრძანება. მიწისა და წყლისგან გამოძერწა ქალღმერთის მსგავსი არსება და მას ადამიანის ხმა მიანიჭა. პირველ მოკვდავ ქალს ათენამ უზადო ხელსაქმე ასწავლა. [[აფროდიტე]]მ წარმოუდგენელი მშვენება უბოძა, ხოლო თვალები მაცდური სხივით აუკიაფა.
 
ზევსმა იხმო ღმერთი ჰეფესტო და ღვთაებრივი სილამაზის ქალის შექმნა უბრძანა. ჰეფესტომ ჩვეული ოსტატობით აღასრულა ეს ბრძანება. მიწისა და წყლისგან გამოძერწა ქალღმერთის მსგავსი არსება და მას ადამიანის ხმა მიანიჭა. პირველ მოკვდავ ქალს ათენამ უზადო ხელსაქმე ასწავლა. [[აფროდიტე]]მ წარმოუდგენელი მშვენება უბოძა, ხოლო თვალები მაცდური სხივით აუკიაფა.

მიმდინარე ცვლილება 16:45, 31 ოქტომბერი 2022 მდგომარეობით

პანდორა და პრომეთე.
>გრავიურა (ძვ.წ. III-II ს.ს.), პარიზი, ლუვრი

პანდორა(ბერძნ.) „ყველასგან დასაჩუქრებული“. პირველი ქალი, რომელიც ზევსის ნებით შექმნა ჰეფესტომ (სხვა ვერსიით, ათენამ).ეს იყო პრომეთეს სასჯელი, რადგანაც მან ღმერთებს მოჰპარა ცეცხლი და ადამიანებს უბოძა.

ზევსმა იხმო ღმერთი ჰეფესტო და ღვთაებრივი სილამაზის ქალის შექმნა უბრძანა. ჰეფესტომ ჩვეული ოსტატობით აღასრულა ეს ბრძანება. მიწისა და წყლისგან გამოძერწა ქალღმერთის მსგავსი არსება და მას ადამიანის ხმა მიანიჭა. პირველ მოკვდავ ქალს ათენამ უზადო ხელსაქმე ასწავლა. აფროდიტემ წარმოუდგენელი მშვენება უბოძა, ხოლო თვალები მაცდური სხივით აუკიაფა. ჰერმესმა კი მზაკვრობის, ეშმაკობის, სიცრუისა და მჭევრმეტყველების ნიჭი შთაბერა. ღმერთებმა იგი შემოსეს ოქროცურვილი სამოსით, დაამშვენეს ულამაზესი ყვავილებით და პანდორა უწოდეს. შემდეგ მისცეს მჭიდროდ დაგმანული ყუთი და ჰერმესის მეოხებით დედამიწაზე გაისტუმრეს. ჰერმესმა პრომეთეს სახლის წინ დასვა ქალი თავისი ყუთით. თუ რა იდო შიგ, ეს ჯერ არავინ იცოდა. პრომეთე ბრძენი იყო, იგრძნო საფრთხე და განერიდა მომხიბლავ ქალწულს. მაგრამ მას ჰყავდა სულელი ძმა, ეპიმეთევსი, რომელმაც უმალ იქორწინა პანდორაზე. გავიდა ხანი. პანდორას გაახსენდა თავისი ყუთი, გამოიტანა და სახურავი ახადა. საშინელი უბედურება დატრიალდა: ყუთიდან ამოფრინდნენ მწუხარებანი, ავადმყოფობანი, სიღარიბე და საზრუნავი ადამიანთა თანამდევად რომ იქცნენ სამარადჟამოდ. პანდორამ სასწრაფოდ დახურა ყუთი, მაგრამ უკვე გვიანღა იყო. შიგ მხოლოდ იმედი დარჩა. მას შემდეგ მრავალ საწუხარს იტანს ადამიანთა მოდგმა.

პანდორას მითოსი ფართოდ აისახა როგორც ანტიკური ხანის, ასევე მომდევნო ეპოქების ხელოვანთა ქმნილებებში (რუბენსის ტილო, მენდელსონის ქორალი, რონეს ოპერა და სხვა).

გამოთქმები: „პანდორას ყუთი“, „პანდორას ძღვენი“ დამკვიდრდა თანამედროვე მეტყველებაში და იგი უბედურების მომტან საჩუქარს გულისხმობს.



[რედაქტირება] წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები