პირიხა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:30, 2 მაისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პირიხაანტიკური ხანის მიმიკური საომარი ცეკვა, რომელსაც ასრულებდნენ ფლეიტების თანხლებით. მოცეკვავეები იარაღით ხელში განასახიერებდნენ შეტევისა და ბრძოლის სცენებს (სპარტაში, სადაც წარმოიშვა პირიხა, ბავშვებს ადრეული ასაკიდან ასწავლიდნენ ამ ცეკვას). ათენში ეს ცეკვა იყო პანათენური დღესასწაულების განუყრელი ნაწილი. რომის იმპერიის პირველ საუკუნეებში პირიხა გადაიქცა ეფექტურ თეატრალურ სანახაობად. მოგვიანებით მას ჰქონდა არა მხოლოდ საომარი შინაარსი. ათინეუსი (მე- 2-3 სს. ახ.წ.) აგვიწერს პირიხას როგორც „ერთგვარ ცეკვას დიონისეს საპატივცემულოდ“, რომელსაც ასრულებდნენ პროფესიონალი მსახიობები.



წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები