სამას სამოცდასამი წმინდა გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:39, 15 აპრილი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამას სამოცდასამი წმინდა გიორგიწმიდა გიორგი ქაჯებს ტყვედ ჩავარდნია. უთქვამთ, ეს წმიდანია და უნდა გამოვცადოთო. სამი დღე და ღამე წისქვილის ბორბალზე მიუკრავთ, უტანჯიათ და მაინც ვერ მოუკლავთ. სამი დღე და ღამე საკირეში ჰყოლიათ ჩაგდებული, არ დამწვარა. მერე სამას სამოცდასამ ასოდ დაუჭრიათ: ახლაც არ მოკვდებიო? ბოლოს, ანგელოზებად შეიმოსა ყველა ნაწილი და გაფრინდნენ. ახლა ყველას თავ-თავის სახელი ჰქვია და ყველანი წმიდა გიორგის ნაწილები არიან და მისი მოძმეები: კოპალა, ლაშარი, ხახმატი, ლაღი იახსარიც.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები