სამხედრო სწავლება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''სამხედრო სწავლება''' – [[სამხედრო მოსამსახურე|სამხედრო მოსა...)
 
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 6: ხაზი 6:
 
*მოსწავლეების შეგნებულობა და აქტიურობა;  
 
*მოსწავლეების შეგნებულობა და აქტიურობა;  
 
*სწავლების თვალსაჩინოება, სისტემატურობა, თანამიმდევრობა და ხელმისაწვდომობა;  
 
*სწავლების თვალსაჩინოება, სისტემატურობა, თანამიმდევრობა და ხელმისაწვდომობა;  
*ცოდნის და უნარ-ჩვევების სიმტკიცე;  
+
*[[ცოდნა (უნარ-ჩვევა)|ცოდნის]] და [[უნარ-ჩვევა|უნარ-ჩვევების]] სიმტკიცე;  
 
*სწავლებისადმი ინდივიდუალური და კოლექტიური მიდგომა.  
 
*სწავლებისადმი ინდივიდუალური და კოლექტიური მიდგომა.  
  
ხაზი 28: ხაზი 28:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი  2017
+
[[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[კატეგორია:სამხედრო განათლება]]
 
[[კატეგორია:სამხედრო განათლება]]

მიმდინარე ცვლილება 00:16, 5 ნოემბერი 2021 მდგომარეობით

სამხედრო სწავლებასამხედრო მოსამსახურეებისთვის პრაქტიკული საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ცოდნის, უნარის, ჩვევების გადაცემის და დაუფლების ორგანიზებული, მიზანმიმართული პროცესი. სამხედრო სწავლება ასევე გულისხმობს ეკიპაჟების (გათვლების), ქვედანაყოფების, ნაწილების (ხომალდების), შენაერთების საბრძოლო შერწყმის და საბრძოლო მოქმედებების წარმოებისთვის მომზადების პროცესს. სამხედრო სწავლება უმეტეს ქვეყნებში ხორციელდება სამხედრო დოქტრინის, ქვეყნის განათლებისა და სამხედრო სამსახურის სფეროში კანონების, სამხედრო წესდებების, დარიგებების საფუძველზე. გარდა ამისა – თავდაცვის მინისტრის ბრძანებების და დირექტივების, სასწავლო და საბრძოლო მომზადების პროგრამების, სასწავლო გეგმების, ჯარების (ძალების) და მართვის ორგანოების მომზადების გეგმების საფუძველზე. სამხედრო სწავლება ეფუძნება განსაზღვრულ პრინციპებს და ხორციელდება სწავლების სხვადასხვა ფორმის და მეთოდის გამოყენებით.

სამხედრო სწავლების ძირითადი პრინციპებია:

  • სწავლების და აღზრდის პროცესის ერთიანობა;
  • იმის სწავლება, რაც აუცილებელია ომში;
  • მოსწავლეების შეგნებულობა და აქტიურობა;
  • სწავლების თვალსაჩინოება, სისტემატურობა, თანამიმდევრობა და ხელმისაწვდომობა;
  • ცოდნის და უნარ-ჩვევების სიმტკიცე;
  • სწავლებისადმი ინდივიდუალური და კოლექტიური მიდგომა.

სამხედრო სწავლების ფორმებია:

  • ლექციები, სემინარები, სასწავლო ლიტერატურასთან დამოუკიდებელი მუშაობა, პრაქტიკული მეცადინეობები და ვარჯიშები;
  • ცალკეული ჯარისკაცის და ქვედანაყოფების შემადგენლობაში საბრძოლო სროლა;
  • ტაქტიკურ-სამწყობრო (ტაქტიკურ-სპეციალური) და ტაქტიკური მეცადინეობები, ჯგუფური ვარჯიშები, სამეთაურო-საშტაბო ვარჯიშები და სხვა.

სწავლების ძირითადი მეთოდებია:

  • განმარტება;
  • საუბარი (გასაუბრება);
  • ჩვენება (დემონსტრაცია);
  • ვარჯიში;
  • პრაქტიკული მუშაობა;
  • მასალის დამოუკიდებლად შესწავლა.

პრინციპები, ფორმები და მეთოდები შეიარაღებული ძალების განვითარებასთან ერთად იხვეწება და დამოკიდებულია არმიის და ფლოტის ბრძოლისუნარიანობის და საბრძოლო მზადყოფნის მოთხოვნილებებზე.



[რედაქტირება] წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები