სასირეთის წმინდა გიორგის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(აღწერილობა)
(წყარო)
ხაზი 5: ხაზი 5:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა]]
+
[[საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა]]
  
 
[[კატეგორია:საქართველოს არქიტექტურული ძეგლები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს არქიტექტურული ძეგლები]]

14:50, 5 თებერვალი 2022-ის ვერსია

სასირეთის წმინდა გიორგის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ სასირეთის ცენტრში, ძველ სასაფლაოზე, თარიღდება XIX საუკუნის II ნახევრით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (14,5X8,5 მ), ნაგებია რიყის ქვით, გამოყენებულია აგურიც. ეკლესიას ორი თაღოვანი შესასვლელი აქვს. – სამხრეთით და დასავლეთით. ეკლესიის თანადროული, ხის კონსტრუქციების საკურთხევლის ბაქანი წინწამოწეული არდაბაგით ერთი საფეხურით შემაღლებულია. აფსიდის ღერძზე ფართო თაღოვანი სარკმელია, ჩრდილოეთით, აფსიდის მხართან, სხვადასხვა ზომის ორი სწორკუთხა ნიშია. თითო ფართო თაღოვანი სარკმელია ჩრდილოეთ და დასავლეთ კედლებში, ორი – სამხრეთისაში. ეკლესია გადახურულია ხის ცილინდრული კამარით, რომელიც უშუალოდ კედლებს ეყრდნობა. დასავლეთ კედელთან, მთელ სიგანეზე, მოწყობილია ხის პატრონიკე, რომლის კიბე სამხრეთ-დასავლეთ კუთხეშია. ინტერიერი შელესილია და შეღებილია ცისფრად, ეკლესიაში დაკრძალულია შერვაშიძეების რამდენიმე თაობა (სავარაუდოა, ეკლესია მათი საძვალე იყო).

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები