ტაბიძე ტიციან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ტაბიძე ტიციან“ გადაიტანა გვერდზე „ტიციან ტაბიძე“)
 
(2 მომხმარებლების 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Tician tabidze.jpg|thumb|'''ტიციან ტაბიძე''']]
 
'''ტაბიძე ტიციან იუსტინეს ძე''' - (2.IV.1895, სოფ. ჭყვიში - 16.XII.1937, [[თბილისი]]) - [[ქართველები|ქართველი]] სიმბოლისტი პოეტი, მწერალი, „ცისფერყანწელთა“ ორდენის ერთ-ერთი დამაარსებელი.
 
'''ტაბიძე ტიციან იუსტინეს ძე''' - (2.IV.1895, სოფ. ჭყვიში - 16.XII.1937, [[თბილისი]]) - [[ქართველები|ქართველი]] სიმბოლისტი პოეტი, მწერალი, „ცისფერყანწელთა“ ორდენის ერთ-ერთი დამაარსებელი.
  
ხაზი 9: ხაზი 10:
  
თარგმნა ალექსანდრე პუშკინის, ი. ბუნინის, ვლადიმერ მაიაკოვსკის, ლ. არაგონისა და სხვათა თხზულებები. ლირიკულ ლექსებთან ერთად წერდა პოემებს, მინიატიურებს, წერილებს, ესეებს, ლიტერატურულ ნარკვევებს, თარგმნიდა სხვადასხვა ქვეყნის პოეტთა ნაწარმოებებს. 1935 მოსკოვში გამოიცა მისი პოეტური კრებული რუსულ ენაზე. 1937 ანტისაბჭოთა მოღვაწეობის ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს. საფლავი უცნობია.
 
:::::::::::::::::::::::::::::::::::::::ეკა ჯავახიშვილი
+
 
 +
'''''ეკა ჯავახიშვილი'''''
  
==ლიტერატურა==
 
==ლიტერატურა==
ხაზი 26: ხაზი 28:
 
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]]
 
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]]
 
[[კატეგორია:ცისფერყანწელები]]
 
[[კატეგორია:ცისფერყანწელები]]
 +
[[კატეგორია:ტაბიძეები]]

მიმდინარე ცვლილება 14:04, 13 აპრილი 2022 მდგომარეობით

ტიციან ტაბიძე

ტაბიძე ტიციან იუსტინეს ძე - (2.IV.1895, სოფ. ჭყვიში - 16.XII.1937, თბილისი) - ქართველი სიმბოლისტი პოეტი, მწერალი, „ცისფერყანწელთა“ ორდენის ერთ-ერთი დამაარსებელი.

სარჩევი

[რედაქტირება] ბიოგრაფია

განათლება მიიღო ქუთაისის სასულიერო სასწავლებელსა და გიმნაზიაში. 1911 წელს მისი ნოველები, მინიატიურები და ლექსები იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში: „კოლხიდა“, „სახალხო გაზეთი“, „ერი“, „თეატრი და ცხოვრება“. 1913 წელს სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1917 წელს მუშაობდა გაზეთ „საქართველოს“ რედაქციაში. ამავე პერიოდში იყო „ცისფერყანწელთა“ პოეტური ორდენის ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში სისტემატურად აქვეყნებდა ლექსებს და ერილებს ჟურნალ-გაზეთებში („მღვდელი და მალარია”, „ტფილისი”, ორპირის სეზონი“, „ორი აპრილი და ა.შ). 1918 წელს კონსერვატორიის დარბაზში გამართულ გალაკტიონ ტაბიძის საღამოზე წაიკითხა ლექსი „მალარია“. 1918 მონაწილეობდა ჟურნალ „თეატრი და ცხოვრების“ მხარდასაჭერ შემოქმედებით საღამოში. 1919 წელს მონაწილეობდა საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნებში. 1920 წლიდან რედაქტორობდა ჟურნალებს „რუბიკონი“ და „ბარრიკადი“. 1920 წლის 18 ოქტომბერს ჟურნალ „ბარრიკადში“გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც განიხილა ალექსანდრე აბაშელის, სოლომონ თავაძის, ხარიტონ ვარდოშვილის, ნოე ჩხიკვაძის, ნიკო ლორთქიფანიძის, შიო არაგვისპირელის, ივანე გომართელის, აკაკი პაპავას და კონსტანტინე გამსახურდიას ლექსები და წერილები.

1921 წლის 17 დეკემბერს საქართველოს მთავარი კომიტეტის პლენარულ კრებაზე პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. იმავე წელს არჩეულ იქნა საქართველოს ახალ მწერალთა კავშირის საბჭოს წარმომადგენლად პაოლო იაშვილთან და ვახტანგ კოტეტიშვილთან ერთად. იმავე პერიოდში, პუშკინის დღეებთან დაკავშირებით, შეიქმნა კომისია, რომლის თავჯდომარე იყო ფ. მახარაძე, მდივანი კი ტ.ტაბიძე. გასაბჭოების შემდეგ გამოაქვეყნა წერილი „პოეტები და რევოლუცია“, რომელშიც გააკრიტიკა კოლეგები ანტისაბჭოური მოღვაწეობის გამო.

თარგმნა ალექსანდრე პუშკინის, ი. ბუნინის, ვლადიმერ მაიაკოვსკის, ლ. არაგონისა და სხვათა თხზულებები. ლირიკულ ლექსებთან ერთად წერდა პოემებს, მინიატიურებს, წერილებს, ესეებს, ლიტერატურულ ნარკვევებს, თარგმნიდა სხვადასხვა ქვეყნის პოეტთა ნაწარმოებებს. 1935 მოსკოვში გამოიცა მისი პოეტური კრებული რუსულ ენაზე. 1937 ანტისაბჭოთა მოღვაწეობის ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს. საფლავი უცნობია.

ეკა ჯავახიშვილი

[რედაქტირება] ლიტერატურა

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

[რედაქტირება] იხილე აგრეთვე

ტიციან ტაბიძე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები