ურუგვაი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ურუგვაის დროშა

ურუგვაი (Uruguay – ურუგვაის აღმოსავლეთი რესპუბლიკა)სახელმწიფო სამხრეთ ამერიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ქვეყანას სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით ესაზღვრება ატლანტის ოკეანე.

ფართობი – 176,2 ათ. კმ2.

მოსახლეობა – 3,3 მლნ. კაცი (2012).

ოფიციალური ენა – ესპანური.

დედაქალაქი – ქ. მონტევიდეო.

ადმინისტრაციულად იყოფა 19 დეპარტამენტად.

სახელმწიფოს და მთავრობის მეათაურია პრეზიდენტი, საკანონმდებლო ორგანო – გენერალური ასამბლეა (ორპალატიანი პარლამენტი).

ურუგვაი დამოუკიდებელი რესპუბლიკაა 1828 წლიდან.

ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა, მეცხოველეობის პროდუქციის მსხვილი მწარმოებელი და ექსპორტიორი.

მთავარი საზღვაო პორტი და საერთაშორისო აეროპორტი – მონტევიდეო.

შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 24,6 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 16,2 ათ., სამხედრო-საჰაერო 2,9 ათ და სამხედრო-საზღვაო 5,5 ათ.. დაკომპლექტება ხორციელდება დაქირავებული პირებით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები