ცეცხლის სისტემა
ცეცხლის სისტემა – მოგერიებითი ბრძოლის ჩანაფიქრის შესაბამისად, ყველა სახეობის ჩვეულებრივი იარაღის განლაგება და გამოყენება მოწინააღმდეგის დასაზიანებლად თავდაცვის მისადგომებზე, წინა ხაზის წინ, ფლანგებსა და თავდაცვაში მისი სოლად შემოჭრის დროს; თავდაცვის დაწყობის ელემენტი. მოიცავს არტილერიის და ნაღმსატყორცნების მასირებული, თავმოყრილი და გადამღობი ცეცხლის რაიონებს, მონაკვეთებს და ზღუდეებს; ყველა სახეობის იარაღის ერთიანი, მრავალშრიანი ცეცხლის და ტანკსაწინააღმდეგო საშუალებების ცეცხლის ზონები; მომზადებული ცეცხლით მანევრი, რომლის მიზანია თავი მოუყაროს ცეცხლს მოკლე ვადაში ნებისმიერ საშიშ მიმართულებაზე ან მონაკვეთზე; მოწინააღმდეგის მოქმედების თვალთვალის და შეტყობინების სისტემას.
ცეცხლის სისტემის აგებისას მხედველობაში იღებენ ქვედანაყოფის, ნაწილის, შენაერთის და მიკუთვნებული საცეცხლე საშუალებების ცეცხლისმიერ შესაძლებლობებს, მათ მჭიდრო ურთიერთქმედებას ადგილმდებარეობის ხასიათის და საინჟინრო ღობურების გათვალისწინებით.