წყალქვეშა ძალები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წყალქვეშა ძალები

1. სახელმწიფოს სამხედრო-საზღვაო ძალების ან მისი ერთ-ერთი ფლოტის ყველა წყალქვეშა ნავის კრებითი სახელი;

2. მრავალი ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალების გვარეობა, რომელიც მოიცავს სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო, მრავალმიზნობრივ და სპეციალური დანიშნულების წყალქვეშა ნავებს. ორგანიზაციულად გაერთიანებულია დივიზიონებად, ბრიგადებად და დივიზიებად, რომლებიც შედიან წყალქვეშა ნავების (სხვადასხვა გვარეობის ძალების) ესკადრების, ფლოტილიების, ფლოტების შემადგენლობაში. მათი ისტორია იწყება 1906 წლიდან, როდესაც სამხედრო გემების კლასიფიკაციაში შეიტანეს წყალქვეშა ნავების თანრიგი;

3. წყალქვეშა ნავების ოპერატიული გაერთიანება ერთ-ერთ საოკეანო ან საზღვაო საომარი მოქმედებების თეატრზე. ჩვეულებრივ, შედგება წყალქვეშა ნავების რამდენიმე შენაერთისაგან (ესკადრისაგან) და მათი უზრუნველმყოფი სანაპირო და მცურავი ბაზებისაგან.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები