წყაროსთაველი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:10, 16 მაისი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წყაროსთაველი – წყაროსთაული, ფშავში (უკანაფშავის თემში) წმ. გიორგის სახელწოდება მისი საარსო ადგილის – წყაროსთავის მიხედვით, რომელიც ორი მდინარის, ბოთანისწყლისა და წაწალხევის, შესართავთან ერთ მცირე კონცხზეა განლაგებული.

თქმულებით, წყაროსთაველი ერთი თავადი ყოფილა უკანაფშავში, გიორგი. გარშემო დევები ცხოვრობდნენ თურმე და ძალზე ავიწროებდნენ ხალხს. გიორგის მოსწონდა წყაროსთავი და უნდოდა იქ დასახლებულიყო. შეუთვალა დევებს: დასცალეთ ეგ ადგილი, თორემ ყველას ერთიანად ამოგწყვეტთო. მაგრამ დევებს არად ჩაუგდიათ მისი მუქარა და არ აყრილან. მაშინ გიორგიმ პირქუშს მიმართა დახმარებისთვის, რომელსაც ამ დროს იორზე სამჭედლო ჰქონია გამართული. პირქუშმა მას მშვილდი და ფიცხელ ზროიანი ისრები დაუმზადა, თავადაც გამოყვა უკანაფშავს და გაუმართეს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა დევებს. ამ დროს დევები შამაღოს გორზე მდგარან. მოულოდნელად დაესხნენ თავს გორს ზემოდან გიორგი და პირქუში და მუსრი გაავლეს მათ. ვინც ცოცხალი გადაურჩათ, უკანაფშავიდან გადაიხვეწა. გათავისუფლდა უკანაფშავის წყალი, ტყე და მინდორი დევებისგან, და ხალხმაც შვებით ამოისუნთქა. გიორგი საბოლოოდ დასახლდა წყაროსთავს და ღვთისშვილად გადაიქცა. მადლიერმა ხალხმა ის თავის სალოცავად გახადა. მას ასე მიმართავენ სავედრებლებში: „თავადო, წყაროსთავ წმიდაო გიორგიო, დევ-დედაბერთ ამომწყვეტო!“ ხოლო სადიდებლებში ასე იხსენიებენ: „შენამც იდიდები, წყაროსთავის წმიდა გიორგიო, არაგვის ხეობის დამყურებო, დევთა გამბასრავო!“


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები