აბაკელია ჭიჭიკო (იონა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აბაკელია, ჭიჭიკო (იონა) კონსტანტინეს ძე (დ. 25 სექტემბერი, 1897 − გ. 4 აპრილი, 1983 ) – მსახიობი. დაიბადა ქუთაისში. მე-6 კლასამდე ქუთაისის სამოქალაქო სასწავლებელში სწავლობდა. პირველად, 1923-1924 წლების სეზონში, ქუთაისის ქართულ დრამაში შევიდა თანამშრომლად (სტატისტად). 1916-1917 წლების სეზონში რეჟისორმა ალ. წუწუნავამ ბათუმში მსახიობად მიიღო.

1918 წლის 15 თებერვალს ჯარში გაიწვიეს, სადაც 5 თვე იმსახურა და ავადმყოფობის გამო გათავისუფლდა. 1919-1920 წლების სეზონში ქუთაისში მიიწვიეს მსახიობად (რეჟ.: შალვა დადიანი), შემდეგ: 1920-1921 წწ. – ბათუმში (რეჟ.: ივ. ბარველი); 1921-1922 წწ. – ქუთაისში (რეჟ.: ვ. ბალანჩივაძე, ალ. ყალაბეგიშვილი); 1922-1923 წწ. – ბათუმში, რეჟისორის თანაშემწედ (რეჟ.: ალ. იმედაშვილი); 1923-1924 წწ. – ქუთაისში (რეჟ.: ვ. გუნია, ი. ზარდალიშვილი); 1924-1925 წწ. – ქუთაისში (რეჟ.: ი. ზარდალიშვილი, ივ. ბარველი); 1925-1926 წწ. – ქუთაისში (რეჟ.: ალ. იმედაშვილი); 1926-1927 წწ. – ქუთაისში (რეჟ.: გოძიაშვილი, ივ. ბარველი, მანაგაძე); 1927-1928 წწ. – ჭიათურაში (რეჟ.: პ. ფრანგიშვილი); 1929-1930 წწ. – ქუთაისში (ხელმძღვ.: კ. მარჯანიშვილი); 1930-1931 წწ. – ქუთაისში (რეჟ.: ქორელი, ბარველი); 1931-1932 წწ. – ზუგდიდში (რეჟ.: იოსელიანი, ლაღიძე); 1932-1933 წწ. – ბათუმში (რეჟ.: ანთაძე, გოძიაშვილი); 1933-1934 წწ. – ქუთაისში მთავარ ადმინისტრატორად (თეატრის ხელმძღვ.: ყუშიტაშვილი); 1934-1935 წწ. – ქუთაისში, მთავარ ადმინისტრატორად (რეჟ.: ვ. აბაშიძე, რობაქიძე); 1935-1936 წწ. – ქუთაისში, წითელი არმიის სახ. თეატრის დირექტორად; 1936-1937 წწ. – ცხინვალში, სამხრეთ ოსეთის სახ. თეატრის დირექტორის მოადგილედ; 1937-1938 წწ. – თბილისში, ჯანსახკომის მოძრავ თეატრის დირექტორის მოადგილედ.

შესრულებული როლები
  • დადიანი და გოგია („სამშობლო“);
  • კაიუსი („კაი გრაკხი“);
  • ერეკლე და ბესო, გიგა („ღალატი“);
  • კრიტონი და ცენცურიონი („უფალო“),
  • ისკანდერი („და-ძმა“);
  • რევაზი („პატარა კახი“);
  • სოლერი „(ყაჩაღები“);
  • როზენკრანცი („ჰამლეტი“);
  • ურიელის ძმა („ურიელ აკოსტა“);
  • კარლი (კატორღელი №37);
  • ბლახინი („დღენი ჩვენი ცხოვრებისა“);
  • კირილე („სამანიშვილის დედინაცვალი“);
  • მე-2 მოქეიფე (კინტო), მიტუშა და იასონი („ქრისტინე“);
  • თედო („არსენა“);
  • გიტო („ბატონი და ყმა“);
  • როტმისტრი („№ 21+“);
  • ახმა („ანზორი“);
  • რეჯი („სიგარეტი“);
  • ინკუბუსი (”ლატავრა”);
  • დილიკო („ხატიჯე“);
  • იმერელი და საქულა („რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“);
  • მირვანდელი („აღლუმი“);
  • ადიკო („გუშინდელი“).

1927-1928 წლების სეზონებში მისი და დოღონაძის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა მოძრავი სააგიტაციო სატირის თეატრი „წითელი სარკე“. 1928-1929 წლების სეზონში, ქუთაისში, გარნიზონის წითელი არმიის სახლის თეატრში, კოტე მარჯანიშვილის დახმარებით ჩამოაყალიბა პროფესიონალურ მსახიობთა სატირის თეატრი „წითელი ეშმაკუნები“, სადაც რეჟისორებად მოწვეული იყვნენ ვ. აბაშიძე და დ. ანთაძე, ქორეოგრაფად – ტ. მაჭავარიანი. გასტროლების დროს ამ თეატრმა დიდი სიმპათია მოიპოვა.

დაჯილდოებულია მედლებით

„კავკასიის დაცვისათვის“, „მამაცური შრომისათვის დიდ სამამულო ომში 1941-1945 წწ.“ და სხვ.

წყარო

  1. ავტობიოგრაფია;
  2. საქართველოს სახელმწიფო სათეატრო მუზეუმი.


წყარო

ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი 1801-1952

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები