აბელი ნილს ჰენრიკ
აბელი ნილს ჰენრიკ (1802 –1829) – ნორვეგიელი მათემატიკოსი. მისმა შრომებმა დიდი გავლენა იქონია მათემატიკის განვითარებაზე. მათ საფუძველზე შეიქმნა ახალი მათემატიკური დისციპლინები: გალუას თეორია, ალგებრული ფუნქციების თეორია; ხელი შეუწყვეს კომპლექსური ცვლადის ფუნქციათა თეორიის საყოველთაო აღიარებას. აბელმა დაამტკიცა 4-ზე მაღალი ხარისხის ზოგადი ალგებრული განტოლების ამოუხსნადობა რადიკალებში (1824-26). შეისწავლა ინტეგრალები ალგებრული ფუნქციებიდან – აბელის ინტეგრალები (1827) „აბელი არის ელიფსური ფუნქციების თეორიის ერთ-ერთი შემქმნელი; იკვლევდა ბინომური მწკრივების კრებადობის არეს ცვლადთა კომპლექსური მნიშვნელობებისათვის (1826). დაწერა ინტეგრალური განტოლებებისადმი მიძღვნილი პირველი ნაშრომი (1823). მისმა შრომებმა დიდი კვალი დატოვეს ფუნქციონალურ განტოლებათა თეორიასა და რიცხვთა თეორიაში ცნობილია აბელის უტოლობა, აბელის განტოლება, აბელის პრობლემა, აბელის ჯგუფი, აბელის თეორემები.