აბონდანსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აბონდანსი

აბონდანსი – (Abondance, Абонданс), კლიმატური, სამთო-სათხილამურო კურორტი საფრანგეთში, რონა-ალპების რეგიონში, ზემო სავოიის დეპარტამენტში, ქ. ჟენევიდან 45 კმ-ში, ჩრდილო-აღმოსავლეთით, ხოლო ქ. ლოზანიდან 28 კმ-ში, სამხრეთ-აღმოსავლეთით. მდებარეობს პორტ-დიუ-სოლეილის (PortesduSoleil) სამთო-სათხილამურო რეგიონში, შაბლეს გეოგრაფიულ ოლქში, აბონდანსის ველზე, მდინარე დანსის ხეობაში, ზღვის დონიდან 930 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – მთაგორიანი.

ჰავა – ზომიერად კონტინენტური, დაბალი მთის. ზამთარი ზომიერად ცივია. თოვლის საფარი მდგრადია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -2,8°C. ზაფხული თბილია. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 20°C. ნალექების წლიური რაოდენობა შეადგენს 961 მმ-ს. წელიწადში საშუალოდ 107 ნალექიანი დღეა. ნალექების მაქსიმუმი მოდის ზაფხულსა (288 მმ) და შემოდგომაზე (247 მმ), ხოლო მინიმუმი – ზამთარსა (205 მმ) და გაზაფხულზე (221 მმ). ყველაზე ნალექიანი თვეა აგვისტო (108 მმ), ხოლო ყველაზე მშრალი – იანვარი (63 მმ).

მცენარეული საფარი – აბონდანსში გავრცელებულია: მუხის, წიფლის, ნაძვისა და ფიჭვის ნარგავები. კურორტის მიდამოების ტერიტორიაზე გვხდება: მუხნარის, წიფლნარის. ნაძვნარისა და ფიჭვნარის მასივები.

აბონდანსის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია დაბალი მთის ჰავა და აეროიონებით გაჯერებული მთის ჰაერი.

აბონდანსის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდია პასიური კლიმატოთერაპია.

ჩვენებები აბონდანსში წასასვლელად: დასვენება; ზამთარში – თხილამურებითა და სნოუბორდით სრიალი, ციგურაობა, ციგაობა, სკაი-სკორინგი (სეირნობა თხილამურებით ცხენებთან) და სხვ; გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ფილტვების ქრონიკული არასპეციფიკური დაავადებები; ნივთიერებათა ცვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.

ტურისტული ობიექტები:

კურორტ აბონდანსში XI საუკუნის ბენედიქტელთა ყოფილი მონასტერი, აბონდანსის რომაულ-კათოლიკური ეკლესია (XIX საუკუნე), ხის მოჩუქურთმების სახელოსნოები და სხვ.

ქ. ჟენევაში (წმიდა პეტრეს (სენ-პიერის) სახელობის პროტესტანტული საკათედრო ტაძარი სამრეკლოთი (ტაძარი აშენდა 1150-1300 წლებში, ხოლო სამრეკლო – XV საუკუნეში. ტაძარი ნაწილობრივ რეკონსტრუირებული იყო 1749-1756 წლებში. 1895 წელს აშენდა ახალი სამრეკლო; წმიდა მარი-მაგდალენას სახელობის პროტესტანტული ეკლესია (XIV-XV საუკუნეები), რომაულ-კათოლიკური ბაზილიკა ნოტრდამი (XIX საუკუნის 40-50-იანი წლები); ინგლისური ბაღი (XIX საუკუნის დასასრული) და ამ პარკში მდებარე ყვავილების საათი (ამ საათის პირველი ვარიანტი შეიქმნა 1903 წელს, ხოლო ბოლო ვარიანტი – 1955 წელს); მუსიკალური კონსერვატორიის შენობა (1858 წელი); დიდი თეატრის შენობა (1874 წელი); შადრევანი ჟე-დ’ო (Jet d’Eau) (ამ შადრევნის პირველი ვარიანტი დაიდგა 1886 წელს, ხოლო ბოლო ვარიანტი – 1951 წელს); რუსოს კუნძული, სადაც დგას გამოჩენილი ფრანგი ფილოსოფოსის ჟან-ჟაკ რუსოს ქანდაკება (1834 წელი); ციხესიმაგრე კოპეტი (XVIII საუკუნე); 1219 წელს აშენებული სიმაგრის – TourdeI’le-ს კოშკები, რატუშის შენობა (Hotel-de-Ville) კოშკით (რატუშა აშენებულია XVI-XVII საუკუნეებში, ხოლო კოშკი – 1455 წელს); ტაველის სახლი (Maison Tavel) (აშენებულია 1303 წელს და რამდენჯერმე გადაკეთდა); არსენალი (1634 წელი); კალვინის კოლეჯი (დააარსა ჟან კალვინმა 1559 წელს XV საუკუნის შენობაში); კალვინის აუდიტორია (Temple de l’Auditoire) (შენობა აშენდა XV საუკუნეში, რესტავრაცია ჩაუტარდა 1959 წელს); სასახლეები – ენარი (1817-1821 წლები) და ერების (1937 წელი); ვაგზალი კორნავენი (1928 წელი); შუშის სახლი „კლარტი“ (1930-32 წლები, არქიტექტორი ლე კორბუზიე); პროფკავშირების საერთაშორისო ცენტრის შენობა (XX საუკუნე), ბოტანიკური ბაღი (XIX საუკუნე); მუზეუმები – სამხატვრო ანუ რატის (1824-1826 წლები), ხელოვნებისა და ისტორიის, თანამედროვე ხელოვნების „პტი-პალე“, წითელი ჯვრის და სხვ.; დიდი ადრონული კოლაიდერი (XX საუკუნე); რეფორმაციის მონუმენტი – რეფორმაციის კედელი (1917 წელი), რომელზედაც ასახულია 4 რეფორმატორი ჟენევიდან (ჯონ ნოქსი, ჟან კალვინი, თეოდორე დე ბეზე და გიიომ ფარელი); აქვე დგას რეფორმაციის გამოჩენილი მოღვაწეების ქანდაკებები – ოლივერ კრომველის, მარტინ ლუთერის, ულრიხ სვინგლის და სხვ.; ჟენევის ტბა ანუ ლემანი და სხვ.), ქ. ლოზანაში რომაელების დასახლების ნაშთები ვიდის რაიონში (ძვ. წ. I საუკუნე); რომაელების ქალაქის – ლუზონას ნანგრევები ჟენევის ტბის ნაპირზე (ძვ. წ. I საუკუნე ახ. წ. I საუკუნე); ნოტრ-დამი – პროტესტანტული საკათედრო ტაძარი (XIII საუკუნე); პროტესტანტული ეკლესიები – წმიდა ფრანცისკის სახელობის (Sen-Fransua) (1258-1262 წლები) და წმიდა ლავრენტის სახელობის (1762 წელი); ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლის სახელობის რომაულ-კათოლიკური ეკლესია (1835 წელი); სინაგოგა (1910 წელი); მეჩეთი (2008 წელი); ციხე-დარბაზები – სენ-მერის (1396 წელი) და უშის (აშენდა XIV-XV საუკუნეებში, დაიწვა 1609 წელს და აღდგენილ იქნა 1761 წელს); ალეს კოშკი ((Tour de l’Ale) (აშენდა 1340 წელს, რესტავრირებულია 1903 წელს); ეპისკოპოსების ყოფილი სასახლის (აშენდა 1431 წელს, გაფართოებულია 1823 წელს) ნაშთები; რატუშის შენობა (1478-1674 წლები); ფერადი შადრევანი „მართლმსაჯული“ (XVI საუკუნე); აკადემიის შენობა (XVI საუკუნის დასასრული); ძველი საავადმყოფოს შენობა (XVIII საუკუნე); XVIII-XIX საუკუნის სხვადასხვა დანიშნულების შენობები (საცხოვრებელი სახლები, მაღაზიები და სხვ.); სასახლეები – მართლმსაჯულების მომბენოში (1886 წელი) და რიუმინის (1892-1904 წელი); ცათამბჯენი – მერსიეს სახლი (XIX საუკუნის დასასრული); ლოზანის რკინიგზის სადგურის ფასადი (1916 წელი); ბოტანიკური ბაღი (1920 წელი) ჩიტების ნაკრძალით (1940 წელი); პარკები – ლანდშაფტური „მონ-რეპო“ (XIX საუკუნის დასასრული), მილანის (1920 წელი), დენანტუს (1929 წელი), ვალენსის (1939 წელი), დეზერის XVIII საუკუნის ტბორითა და სხვ.; ხიდები – დიდი (1844 წელი), შოდერონი (1905 წელი) და ბესიერი (1910 წელი); შვეიცარიის უმაღლესი სასამართლოს შენობა (1927 წელი); 16-სართულიანი კოშკი „ბელ-ერი“ (1931 წელი); ხის კოშკი ტბა სოვაბელენთან (2003 წელი); თეატრები – ლოზანის ოპერა (აშენდა 1871 წელს და რესტავრირებული იყო 1931 წელს); „ბოლიე“ (1954 წელი), „ვიდი“ (1964 წელი); ბუა-დე-ვოსის სასაფლაო (1922 წელი); ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შენობა (1966 წელი); მუზეუმები – ლოზანის ისტორიის; არქეოლოგიისა და ისტორიის, კანტონური; სახვითი ხელოვნების, გეოლოგიის კანტონური, ვიდი, გამოგონებების, დიზიანისა და თანამედროვე გამოყენებითი ხელოვნების, პრიმიტიული ხელოვნების, მონეტების, ბოტანიკური ბაღების კანტონური, პოლიტექნიკური სკოლის კომპიუტერების (ბოლოს მუზეუმი), ოლიმ-პიური, ნატიფი ხელოვნების, ფოტოგრაფიის ((de L’Elysee), ერმიტაჟის ფონდის, არტ-ბრიუტი, ხელის (კლოდ-ვერდანის ექსპოზიცია) და სხვ.; შვეიცარიის კინოარქივი; ზოოლოგიური ბაღი, ვივარიუმი და სხვ.


წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები