აბშილავა ამირან
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აბშილავა ამირან (დ. 1920, ქ. ცხაკაია – 1986)1 – პოეტი, დრამატურგი. დაწერა საოპერო ლიბრეტო „თბილისის ვარსკვლავები“ (მუს. არჩილ კერესელიძისა) – თბილისის ახალგაზრდა მშენებელთა ყოფა-ცხოვრებიდან. მასვე ეკუთვნის „კომკავშირული მარში“ [მუსიკა ოთარ თაქთაქიშვილისა].
გამოყენებული ლიტერატურა
1. კომკავშირული მარში // ახალგაზრდა კომუნისტი. – 1948. – № 124. – გვ. 4;
2. კომუნისტი. – 1950. – № 77. – გვ. 4;
3. კვარაცხელია, მედეა. ახალგაზრდა მწერლების შესახებ // ლიტერატურა და ხელოვნება. – 1951. – № 18.