ადვილდნობადი შენადნობები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ადვილდნობადი შენადნობები – შენადნობები, რომელთა შემადგენლობაში სხვადასხვა თანა- ფარდობით შედის კალა, ბისმუტი, ინდიუმი, ტყვია, კადმიუმი, თუთია, სტიბიუმი, გალიუმი, ვერცხლისწყალი და სხვ. და რომელთა დნობის ტემპერატურა არ აღემატება კალის დნობის ტემპერატურას (232°C). გამოიყენება სარჩილად, საგოზავად, ელექტრო და თბოტექნიკურ აპარატებში, პლასტმასის ნაკეთობების ჩამოსასხმელი რთული ფორმების დასამზადებლად და სხვ.