ავალიშვილი იაკობ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ავალიშვილი იაკობ ქაიხოსროს ძე (1800 - 1850) – კალიგრაფი. დაიბადა სოფ. საგარეჯოში.

დავით გარეჯის მონასტერში აღზრდილი და სასულიეროდ განსწავლული, 1824 წლიდან სიონის ტაძარში მთავრად იყო და იქვე მღვდლად ეკურთხა. 1844 წლიდან სამხედრო გარნიზონებში (ორდუბათში, ლენქორანში, ნახიჭევანში და ერევანში) მსახურებდა.

მის დროს (1824, თუ 1825 წელს) თბილისში შედგა ქართული წიგნების გამავრცელებელი ჯგუფი. იაკობ ავალიშვილი, როგორც ქართული მწიგნობრობის გულმოდგინე მოყვარული, მამულიშვილური გრძნობით გამსჭვალული, ჯგუფის დაარსებისთანავე, როგორც ქალაქში, ისე ქალაქგარეთ, მისი წევრი გახდა. იყო იოანე ალექსის ძე მესხიშვილის თანამოღვაწე. იაკობ ავალიშვილს სიკვდილამდე კალამი ხელიდან არ გაუგდია და სულ ქართული წიგნების გადაწერაში იყო, რითაც ქართულ მწერლობას დიდი ამაგი დასდო. იაკობ ავალიშვილმა უსტამბობის ხანაში გადაწერა: „ვეფხისტყაოსანი“, „დავითიანი“, „ყარამანიანი“, „მოურავიანი“ და სხვ.


წყარო

ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი 1801-1952

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები