აიზენშტადტი
აიზენშტადტი (ეიზენშტადტი) – (ინგლ. Eisenshtadt, რუს. Айзенштадт), კლიმატური კურორტი აღმოსავლეთ ავსტრიაში, ბურგენლანდის მხარის ცენტრი, ვენიდან 50 კმ-ში, სამხრეთით. მდებარეობს მდინარე ვულკის ხეობაში, ლეიტის მთების ძირში, ზღვის დონიდან 182 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – ბორცვიანი.
ჰავა – ზომიერად კონტინენტური, შეხამებული ველის ჰავასთან. ზამთარი რბილია და მშრალი. თოვლის საფარი არამდგრადია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -0,4°C. ზაფხული თბილია. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 20,2°C. საშუალო წლიური ტემპერატურაა 10,0°C, ხოლო ნალექების წლიური რაოდენობა – 611 მმ. ნალექების მაქსიმუმი მოდის ზაფხულზე (196 მმ), ხოლო მინიმუმი – ზამთარზე (103 მმ). ყველაზე მშრალი თვეა თებერვალი (29 მმ), ყველაზე ნალექიანი – ივნისი (71 მმ).
მცენარეული საფარი - აიზენშტადტში და მის მიდამოებში გავრცელებულია: ხეხილის ბაღები (ვაშლი, მსხალი და სხვ.), ვენახები და მუხის, წიფლისა და არყის ხის ნარგავები, კურორტის ტერიტორიაზე გვხვდება აგრეთვე ნაძვი და ფიჭვი. ტბა ნოიზიდლერზეეს მიდამოებში გვხვდება მლაშობის ველის მცენარეულობა: დურღუნი, ხვარხვარა, ჩოლანო, ხურხუმა, ჩარანი და სხვ.
აიზენშტადტის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: ზომიერად კონტინენტური ჰავა, რომელიც შეხამებულია ველის ჰავასთან; ტბა ნოიზიდლერზეეს მლაშე წყალი.
აიზენშტადტის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდებია: წელიწადის თბილ პერიოდში – ბანაობა ტბა ნოიზიდლერზეეში, ჰაერისა და მზის აბაზანები; მთელი წელიწადის განმავლობაში – პასიური კლიმატოთერაპია.
ჩვენებები აიზენშტადტში წასასვლელად: დასვენება; ზაფხულში – ვინდსერფინგი ტბა ნოიზიდლერზეეზე; ნივთიერებათა ცვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.
ტურისტული ობიექტები:
ქ. აიზენშტადტში (წმიდა მარტინის სახელობის საკათედრო რომაულ-კათოლიკური ტაძარი – დომკირხე (აშენდა XIII საუკუნის I
ნახევარში, გადაკეთდა XIII საუკუნის დასასრულს, დაზიანდა ხანძრის გამო და აღდგენილი იქნა 1590-1629 წლებში); რომაულ-კათოლიკური ეკლესია ბერგკირხე ანუ ჰაიდნის ეკლესია (1715-1800 წლები) საგანძურით, ფრანც ჰაიდნის მავზოლეუმითა და კრიპტით, სადაც დაკრძალული არიან ესტერჰაზის საგვარეულოს წევრები; წმიდა მიქაელის სახელობის ფრანცისკელთა მონასტერი და ეკლესია (აშენდა 1625-1630 წლებში, დაიწვა ოსმალეთთან ომის დროს და ხელახლა აშენდა 1772-1778 წლებში); 1705-1744 წლებში აშენებული სამლოცველოები; სინაგოგა (XX საუკუნის II ნახევარი), რომელიც მდებარეობს XVII საუკუნის შენობაში;
ესტერჰაზის საგვარეულოს ციხე-დარბაზი (აშენდა XIV საუკუნეში და გადაკეთდა XVIII საუკუნეში) პარკით და ბაროკოს სტილის პავილიონით; ესტერჰაზის საგვარეულოს ყოფილი სამონადირეო სახლი (XIV საუკუნე); კვარტალი უნტერბერგი XVII საუკუნის შენობებით; რატუშის შენობა (XVII საუკუნე); დენტის კოშკი (XVII საუკუნე); ჰაიდნის ბაღი – Haydn-Klautergarten (XVIII
საუკუნე); მუზეუმები – მხარეთმცოდნეობის ანუ ბურგერ-ლანდის მხარის, მრევლის, სახანძრო რაზმის, ისტორიული, ავსტრიის ებრაელების და სხვ.),
ქ. აიზენშტადტის მიდამოებში (ციხე-დარბაზი ფორხტენშტაინი (XIV საუკუნე), აიზენშტადტიდან 20 კმ-ში, სამხრეთ-დასავლეთით; ტბა ნოიზიდლერზეე, აიზენშტადტიდან 4 კმ-ში, აღმოსავლეთით, პლაჟებითა და ნაციონალური პარკით და სხვ.),
ქ. ვენაში (წმიდა სტეფანეს სახელობის საკრებულო რომაულ-კათოლიკური ტაძარი (რომანული სტილის დასავლეთი ფასადი აშენდა 1137-1147 წლებში, 136 მ-ის სიმაღლის სამხრეთი კოშკი – 1359-1454 წლებში); წმიდა რუპერტის სახელობის რომაულ-კათოლიკური ეკლესია (VII-VIII საუკუნეები); რომაულკათოლიკური ეკლესია კარლსკირხე (XVIII საუკუნე); ჰასბურგების ყოფილი
რეზიდენცია – ჰოფბურგი („შვეიცარიული ჭიშკარი“, 1552 წელი) და „ახალი ჰოფბურგი“ (1881-1913 წლები); სასახლეები – შენბრუნი პარკით (1695-1700 წლები), ბაროკოს სტილის ევგენი სავოიელის (აშენდა 1695-1698 წლებში, გადაკეთდა 1708-1724 წლებში), ქვემო (1714-1716 წლები) და ზემო (1721-1722 წლები) ბელვედერი; ბაროკოს ხანაში გაშენებული ტერასული პარკები (XVI-XVIII საუკუნეები); ვენის ტყე; ვენის ზოოპარკი (1752 წელი); ვენის სახელმწიფო ოპერის შენობა (1816-1869 წლები); მუზეუმები – „ალბერტინ“, „გიჟების კოშკი“, სისის, ხელოვნების ისტორიის, ვერცხლის, იმპერატორის აპარტამენტების, ლიხტენშტაინის, ზიგმუნდ ფროიდის, სამგლოვიარო ნივთების, საბუნებისმეტყ-ველო ისტორიის და სხვ.; პარლამენტის შენობა (1873-1883 წლები); პარკი „პრატერი“ (XIX საუკუნე); „ბურგთეატრი“ (1874-1888 წლები); „იუგენდსტილში“ აშენებული შენობები – „ვენის სეცესიონი“ (XX საუკუნე) და სხვ.; სტრიტ-არტის გალერეა (XX საუკუნე) და სხვ.),
ქ. ვენის მიდამოებში (ციხე-დარბაზები – კროიცენშტაინის (XIV საუკუნე), სოფელ ლეობენ-დორფში, ქ. ვენიდან 17 კმ-ში
და ლიხტენშტაინის (აშენდა XII საუკუნეში, დაანგრიეს ოსმალებმა ჯერ 1529, ხოლო შემდეგ – 1683 წელს, ახლიდან აშენდა 1884 წელს) ვენის ტყის ბოლოს, ქ. მარია-ენცერსდორფთან, ქ. ვენიდან სამხრეთით და სხვ.).