აკრილნიტრილბუტადიენური სტირენი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აკრილნიტრილბუტადიენური სტირენი (აბს) – (ინგლ. Acrylonitrile butadiene styrene), აკრილნიტრილის, ბუტადიენისა და სტირენის თანაპოლიმერიზაციის (დარტყმამედეგი პოლისტირენის მოდიფიკაციის) გაუმჭვირი პროდუქტი. ქიმიური ფორმულა C8H8. მიეკუთვნება ამორფულ, საინჟინრო პლასტიკებს, ხოლო კომპოზიტები მის საფუძველზე – სპეციალურ პოლიმერებს. სიმკვრივე – 1040 კგ/მ3; სიმაგრე ბრინელის მიხედვით 100 მპა; თბომედეგობა მარტენსის მიხედვით 86-98°С. გამოირჩევა მაღალი ატმოსფერო და ცვეთამედეგობით, ქიმიური მდგრადობით, დარტყმამედეგობით, მცირე წყალშთანთქმადობით, მბრწყინავი ზედაპირით, ხოლო რაც შეეხება მექანიკურ თვისებებს, ის იცვლება ფართო დიაპაზონში თანაპოლიმერის შედგენილობაზე დამოკიდებულებით. მედეგია ტუტეების, ზეთების, არაორგანული მარილებისა და მჟავების ხსნარების, ნახშირწყალბადების, ცხიმების, ბენზინის მიმართ. არამდგრადია აცეტონის, ეთერების, ეთილირებული ბენზინის, ეთილქლორიდის, ეთილენქლორიდის, ანილინის, ანიზოლის, ბენზოლის, ულტრაიისფერი გამოსხივების მიმართ; მიეკუთვნება ადვილადაალებადი ნივთიერებების ჯგუფს. გამოდის სტაბილიზირებული ფხვნილისა და გრანულების სახით. გამოიყენება მშენებლობაში, ავეჯის წარმოებაში, საავტომობილო, ხელსაწყო და თვითმფრინავმშენებლობაში, კვების მრეწველობაში, საყოფაცხოვრებო ნივთების (სასოფლო-სამეურნეო ინვენტარი, სასპორტო და საკანცელარიო საქონელი, სათამაშოები და სხვ.), კარისა და ფანჯრის სახელურების, ოპტიკური ინსტრუმენტების დასამზადებლად და ა.შ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები